სკვნილი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სკვნილი |
mariami-k |
Feb 27 2007, 04:56 PM
პოსტი
#1
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ეკლესიის ისტორიაში ბერმონაზვნური ცხოვრების ჩამოყალიბების დროდ IV საუკუნე ითვლება. მისი პირველი ფუძემდებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი. ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება. დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებულზე იერარქი კითხულობს „სქემის კურთხევის“ ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყელით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკნილს. სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით. სკვნილი სულიერი მახვილია, მას ლოცვის დროს მხოლოდ ბერ-მონაზვნები იყენებდნენ. სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმიდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა - „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), რომელსაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს. წმიდა მამათა გამოცდილებით, სკვნილზე ლოცვა განსაკუთრებულ მადლსა და შემწეობას სძენს მონაზონს. დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად. საერო პირისათვის არ არის სავალდებულო სკვნილის ტარება და მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შესაძლოა მასზე ლოცვა. არ შეიძლება თამაში სკვნილით. სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა. როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე? -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ალექსანდრე |
Mar 6 2007, 08:47 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
სკვნილის ტარება მართალია ერისკაცთათვის სავალდებულო არაა, მაგრამ მოძღვრის კურთხევით შეიძლება ერიკაცმაც ატაროს (როცა რაღაცის აღება გინდა საკუტარ თავზე საერთოდ ყველაფერი მოძღვრის კურთხევით უნდა ხდებოდეს).
მეორეც, სკვნილი არის საეკლესიო დანიშნულების ნივთი და მისი უდიერად მოპყრობა, ან ხელში სათამაშოდ გამოყენება არ არის სწორი. იგი ლოცვითი დანიშნულებისაა. ხშირად ასეთი რაღაცაც გვემართება ხოლმე რომ ტაძარში ახლადმისულები აღტყინებულინი და ძალიან მოწადინებულნი ვართ და გვინდა რომ ჩვენს ტავზე ვიტვირთოთ რაიმე განსაკუთრებული, დამატებითი ღვაწლი, ან რაიმე ლოცვები დავიმატოთ ან რაიმე კანონი დავიდოთ ტავზე, თუნდაც სკვნილის ტარება, მაგრამ გადის რაღაც პერიოდი და ეს ენთუზიაზმი ჩვენში ქრება, ვეღარც იმ დამატებით ლოცვებს ვკიტხულობთ და თითქოს ეს ტვირთი გვსრისავს. არის კიდევ სხვა შემთხვევები რაც ასევე გვჭირს რომ ხშირად ისე ვართ აღტყინებულნი რომ გვინდა გარეგნულადაც მივბაძოთ წმიდა მამებს, და გამოდის ისე რომ გარეგნულად თითქოს ვბაძავთ მათ, მაგრამ შინაგანად ვატყობთ თავს, რომ საშინელი სიამაყით და სხვებისათვის დასანახად გამოდის ჩვენი საქციელი. აი მაგალიტად გავალთ ხოლმე ხშირად ქუჩაში და გვხვდება ადამიანი (საერო პირი ) რომელსაც 100 სკვნილი აქვს მოხვეული ხელზე ან ლოცულობს მასზე და გვერდით გავიხედავთ და სეიძლება თვითონ მოძღვარი არ ატარებდეს 100 სკვნილს, აი ამის ფონზე ცოტა უხერხულადაც ჩანს თითქოს. 100 სკვნილზე მუდმივ ლოცვას დიდი ზალა სჭირდება, ერის კაცს კი მგონია რომ ამის არც დრო აქვს და არც საშუაკლება რომ მუდმივად ილოცოს დღის განმავლობაში, ცემი აზრით ასეთი ადამიანი ან მექანიკურად ასრულებს სკვნილზე ლოცვას ან ხიბლშია ჩავარდნილი. ამ ყველაფერს პირველ რიგში ცემს თავზე ვწერ, სხვა ნუ მიიღებს ცუდად -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
S a l l y |
Mar 6 2007, 09:01 PM
პოსტი
#3
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
აი მაგალიტად გავალთ ხოლმე ხშირად ქუჩაში და გვხვდება ადამიანი (საერო პირი ) რომელსაც 100 სკვნილი აქვს მოხვეული ხელზე ან ლოცულობს მასზე და გვერდით გავიხედავთ და სეიძლება თვითონ მოძღვარი არ ატარებდეს 100 სკვნილს, აი ამის ფონზე ცოტა უხერხულადაც ჩანს თითქოს. ამ ყველაფერს პირველ რიგში ცემს თავზე ვწერ, სხვა ნუ მიიღებს ცუდად გეთანხმები,ალექს საერთოდ აღარ ვლოცულობ გარეთ სკვნილზე,მართალია ასიანნი არ არის მარა მაინც უხეშად მხვდება თვალში ქუჩაში ფსკვნილის ქიცინით სიარული თითქოს დიდი მლოცველი ვიყო -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი