IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წალენჯიხის"მაცხოვრის ფერისცვალების" სახელობის ტაძარი, XII-XII საუკუნე
zaza zarqua
პოსტი Jul 14 2007, 03:58 PM
პოსტი #1


zaza zarqua
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 12-July 07
მდებარ.: Walenjixa
წევრი № 2,447



ტაძარი აგებულია XII-XII საუკუნეში.

IPB-ს სურათი


--------------------
უფალო შეგვიწყალენ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
SantaDzuku
პოსტი Apr 8 2010, 02:40 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 18-December 08
წევრი № 6,126



წალენჯიხის საკათედრო ტაძარი თუ XII საუკუნისაა, მაშინ ძნელად დასაჯერებელია, რომ ის თამარის მეფობის დროს აეგოთ. აქ უფრო საქმე გვაქვს თამარის პერსონის მიმართ ქართველი ერის ღრმა თაყვანისცემის ფაქტთან (წმიდა ნინოს ღვთისმშობლის დობილს უწოდებენ, ხოლო თამარს ღვთისმშობლის სწორს). ზოგადად ქართული პატრიარქატი მატრიარქის უზადო თაყვანისმცემელია, უძველესი დროიდანაც ქართული პანთეონი ფრიად მატრიარქალური იყო. განსაკუთრებით საგულისხმოა ბუნების დიდი დედა, იგივე ალმა მატერ – ნანა. თამარის სახელს ასევე უკავშირდება ერთმალიანი ხიდის არსებობაც, მას თამარის ხიდს უწოდებენ. თუმცა მგონია, რომ ერთმალიანი ხიდი, როგორც ნაგებობა განვითარებულ შუა საუკუნეებზე გაცილებით ძველ დროს უკავშირდება.

გარდა ამისა, ვგონებ, XII-XIII საუკუნის ქართულ ეკლესიების განგეგმაში აბსიდები ოთხკუთხედშია ჩახაზული, რაც არ დასტურდება წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის შემთხვევაში. ეს ჩემი მწირი ცოდნიდან გამოტანილი დასკვნა-ჰიპოთეზაა.

ახლა წალენჯიხის და წენდიხის ტოპონიმების წარმოშობის შესახებ: ჩემი ღრმა რწმენით, ეს ორი ტოპონიმი სხვადასხვა, ურთიერთდამოუკიდებელი წარმოშობისაა და მოგახსენებთ ამის შესახებაც.
წალენჯიხა – რამდენადაც ლაზურის მცოდნე ხალხმა მითხრა, სიტყვა წალენ არის ძველი ჭანურ-ლაზური (შესაბამისად - კოლხური) სიტყვა და ნიშნავს თუდოლენ-ს, ანუ ქვემოს, ხოლო მოგეხსნებათ, ჯიხა ციხეა. აქედან – ქვემო ციხე – წალენ ჯიხა. სიტყვა წალენ დღემდე ქვემოს მნიშვნელობით იხმარება თურმე ლაზურში.

წენდიხა – უახლოესი და მონათესავე ტოპონიმი არის წენწყარი – ჭანის წყალი. ქართულ ენათა ბგერათმონაცვლეობიდან გამომდინარე წესით ჭან უნდა იყოს კოლხური ფორმა, ხოლო წენ იბერიული, რადგანაც ე დომინანტია იბერიულში, ხოლო ა კოლხურში (ერთი – ართი, ექვსი – ამშვი), ასევე წ დომინანტია იბერიულში, ჭ – კოლხურში (წითელი – ჭითა, წერა – ჭარუა). წენწყარის შემთხვევაში ბგერათა პირიქითა მონაცვლეობას აქვს ადგილი. ამის სხვა მაგალითებიც იქნება, მოსაძიებელია. ჩვენს შემთხვევაში მთავარია შემდეგი: როგორც წენ-წყარი არის ჭანის-წყალი, ასევე წენ-დიხა გამოდის, რომ არის ჭანის-მიწა. ამასთან, თუ “ჭე დიხა დო ჭე წყარიდან” წენდიხა მიიღება, მაშინ სად ქრება “ჭე წყარი”? აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ წენდიხის წარმოება “ჭე წყარი დო ჭე დიხადან” უფრო ფანტაზიის ნაყოფია.


წალენჯიხაზე საინტერესო ინფო იხილეთ შემდეგ ბმულზე:

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AC%E1%...%83%AE%E1%83%90

მანდვე არის ბმული საკათედრო ტაძარზეც
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
zaza zarqua   წალენჯიხის"მაცხოვრის ფერისცვალების" სახელობის ტაძარი   Jul 14 2007, 03:58 PM
ლილიანა   zaza zarqua რომელი საუკუნ...   Jul 14 2007, 04:23 PM
შოთა   zaza zarqua იქნებ ცოტა ისტ...   Jul 14 2007, 07:58 PM
marine   zaza zarqua ეს ის ტაძარი ხ...   Jul 15 2007, 03:26 PM
zaza zarqua   ისტორიას დავდებ ცო...   Jul 16 2007, 01:40 PM
მხევალი ნინო   zaza zarqua ზუსტად ისაა ...   Jul 16 2007, 01:43 PM
zaza zarqua   URL=http://imageshack.us]http://img73.imageshack.u...   Jul 24 2007, 03:27 PM
marine   რა საოცარი ტაძარია...   Jul 24 2007, 03:45 PM
nini egriseli   მეც ნამყოფი ამ ტაძ...   Aug 18 2007, 09:48 PM
tako@tako   ამ ტაძარში ნამყოფი...   Feb 5 2009, 01:38 PM
lamara   წა­ლენ­ჯი­ხის მაც­...   Feb 5 2009, 04:12 PM
expert:)   აუ ამ ტაძარში უნიკ...   Apr 4 2009, 02:48 PM
lingvo   აუ ამ ტაძარში უნიკ...   Apr 6 2009, 04:43 PM
ეკატო   ეს ტაძარი მოილოცე...   Apr 13 2010, 09:02 PM
SantaDzuku   წალენჯიხის საკათე...   Apr 8 2010, 02:40 PM
KAIROS   ერთი იდეა მაქვს ფო...   Apr 17 2010, 03:54 AM
ეკატო   ფორუმელების წალენ...   Apr 18 2010, 12:27 AM
marine   ფორუმელების წალენ...   Jun 23 2010, 04:43 PM
SantaDzuku   off topic-ში არ ჩამითვალ...   Jun 19 2010, 03:06 AM
ემანუელი   KAIROS მე ვაპირებ წალე...   Jun 22 2010, 10:58 AM
ემანუელი   დღეს ვიყავი, თუმცა ...   Jun 24 2010, 10:32 PM
როგავა   დღეს ვიყავი, თუმცა ...   Aug 6 2010, 01:44 PM
როგავა   ჩემს პირველ პოსტს ...   Jul 19 2010, 04:24 AM
თვალთვაძე   მართლაც რომ საოცარ...   Dec 13 2010, 03:42 AM
ემანუელი   მახოროგა რა სამუშ...   Dec 15 2010, 07:07 PM
marine   "წალენჯიხის მაცხ...   Dec 18 2019, 10:33 PM
marine   "ქ. პატრონისა ერი...   Jun 4 2022, 01:37 PM
marine   "კონსტანტინოპოლ...   Jun 8 2022, 08:31 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 02:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი