ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი, მართლმადიდებლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი, მართლმადიდებლობა |
Believer |
Apr 8 2010, 02:27 AM
პოსტი
#1
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი აღიარა პაპმა პიუს IX 1854 წელს. დოგმატის განმარტებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ჩასახვისთანავე განიწმინდა პირველმშობელთა ცოდვისაგან.
მიუხედავად იმისა რომ ეს კათოლიკური სწავლებაა, მე ნაწილობრივ ვეთანხმები ამ დოგმატს, რადგან- ღმერთი შეიძლებოდა ცოდვილი ადამიანის მუცელში ჩასახულიყო სულიწმინდის მადლით? -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
კანონისტი |
Apr 8 2010, 12:20 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Believer
ციტატა რაც მართლმადიდებლურ წიგნებშიც წამიკითხავს, ეკლესიამ გადმოცემით მიიღო ეს, მაგრამ დოგმატი ღვთისმშობლის ამაღლების შესახებ არ მიუღია. დოგმატი არ არის ჩვენში. ჩვენ ეკლესიას სწამს კეთილგადმოცემის საფუძველზე. მაგრამ არსებითი სწორედ ის არის, ამ მოვლენას (ანუ ყოვლადწმინდა დედის ზეცად ამაღლებას) რას ვუწოდებთ ჩვენ: ეკლესიის ტრადიციას თუ დოგმატს? დოგმატი ნიშნავს იმას, რომ იგი სიკვდილს არ ექვემდებარებოდა, ხოლო ტრადიცია უბრალოდ მიანიშნებს იმაზე, რაც ქმნა უფალმა. ციტატა ღვთისმშობელი უცოდველი იყო თუ ცოდვილი? პირველქმნილ ცოდვას გულისხმობ თუ პირადს? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
აბე |
Apr 8 2010, 07:03 PM
პოსტი
#3
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
არსებითი სწორედ ის არის, ამ მოვლენას (ანუ ყოვლადწმინდა დედის ზეცად ამაღლებას) რას ვუწოდებთ ჩვენ: ეკლესიის ტრადიციას თუ დოგმატს? ღვთისმშობელი არ ამაღლებულა, მოხდა მისი ზეცად აღყვანება... ანუ რაც შენ შინაარსობრივად თქვი, უფრო ლაკონურად ასე შეგვიძლია ვთქვათ. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 06:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი