ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი, მართლმადიდებლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი, მართლმადიდებლობა |
Believer |
Apr 8 2010, 02:27 AM
პოსტი
#1
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი აღიარა პაპმა პიუს IX 1854 წელს. დოგმატის განმარტებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ჩასახვისთანავე განიწმინდა პირველმშობელთა ცოდვისაგან.
მიუხედავად იმისა რომ ეს კათოლიკური სწავლებაა, მე ნაწილობრივ ვეთანხმები ამ დოგმატს, რადგან- ღმერთი შეიძლებოდა ცოდვილი ადამიანის მუცელში ჩასახულიყო სულიწმინდის მადლით? -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
კანონისტი |
Apr 8 2010, 07:10 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Believer
ციტატა ბუნებით ცოდვილი ამ ფრაზას თეოლოგია არ იცნობს. არსებობს "პირველქმნილი ცოდვა" და არსებობს "ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნება". ყოვლადწმინდა დედა ღვთისა დაიბადა პირველქმნილი ცოდვით, მაგრამ თავისი უმანკო ცხოვრებით "ჰპოვა მადლი წინაშე ღმრთისა". გაბრიელ მთავარანგელოზის ეს სიტყვები ძალიან საგულისხმოა. ამ ერთ სიტყვაში "ჰპოვა" განცხადებულია მთელი პოსტულატები ქრისტიანული თეოლოგიისა. ჰპოვა, ანუ მოიპოვა და არა ჰქონდა. თუკი მივიჩევდით, რომ ლათინური ეკლესიის დოგმატი მართალია, მაშინ მთავარანგელოზი არ ახარებდა ამ სიტყვებით ღვთისმშობელს... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი