IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> უცნობი იოსებ ქართველი
samreklo
პოსტი Apr 8 2010, 02:57 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 13-November 08
წევრი № 5,939



ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ღვთისა და ადამიანის თანაშემოქმედება. რაც ხდება, უფლის ნებით ხდება, მაგრამ ადამიანის ხელით ხორციელდება. განსაცდელის ჟამს მამაზეციერი ირჩევს პიროვნებას, რომელსაც მესიად მოუვლენს ქვეყნიერებას.
ასე მოუვლინა ხსნა იერუსალიმს უფალმა სპარსეთის მეფე კიროსის სახით, რომელიც თავის ცხებულად ჩათვალა. მირონცხებული იყო ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში შობილი ი.სტალინიც. ჯერ კიდევ ყმაწვილი, იგი ღმად მორწმუნე დედის ხელშეწყობით სამღვდლოდ ემზადებოდა. ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, მერე თბილისის მართლმადიდებლულ სასულიერო სემინარიაში სოსო ჯუღაშვილი დაეწაფა ღვთისმეტყველებას, შეიყვარა სახარება და იესო ქრისტე. ცით შთაგონებული, იგი ლექსებსაც წერდა, რომლებმაც თვით ილია ჭავჭავაძეც აღაფრთოვანეს და მას მათი დაბეჭდვა გადააწყვეტინეს. ეს ლექსები გამსჭვალულია ერთგულებით ღვთის საქმისადმი. ერთ-ერთ მათგანში,მიძღვნილს მთვარისადმი, ყმაწვილ სოსოს ღრმად აქვს გაცნობიერებული, რომ “უფლის განგება დიდია”.

ი. სტალინი სანიმუშო მოწაფე იყო.გამოირჩეოდა წმინდა წერილის ღმა ცოდნით. გალობდა სასულიერო სემინარიის გუნდში. სემინარიაში სწავლის დროს სოსო ჯუღაშვილს გამოეცხადა აფხაზეთის ახალ ათონზე სიმონ კანანელის მონასტრის წინამძღვარი და გაანდო ხილვა, რომ უფლის ნებით მას ეკისრება დიდი მისია მართლმადიდებელი ხალხების გადასარჩენად. განგებამ ი.სტალინი მღვდლად კურთხევის ნაცვლად რევოლუციურ მოძრაობაში ჩააბა და იგი, ღვთის მორწმუნე ადამიანი, ათეისტური სახელმწიფოს სათავეში მოაქცია.

მანამ, სანამ ი.სტალინი ქვეყნის პირველი პირი გახდებოდა,გარეშე მტრული ძალების დახმარებით ხელისუფლებაში მოსულმა კოსმოპოლიტებმა და ღმერთის მოძულეებმა ვ.ლენინმა და ლ.ტროცკიმ ამოხოცეს სამღვდელოების დიდი ნაწილი, გაძარცვეს და გაანადგურეს ეკლესია-მონასტრები.

მართლმადიდებელი ხალხები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მაგრამ მალე ცოდვებმა უწიეს ვ.ლენინს,რომელსაც უკურნებელი სენი შეეყარა და სიცოცხლის ბოლო წლები ტანჯვა-წამებაში გაატარა. მისი გარდაცვალების შემდეგ ი.სტალინმა შეაჩერა სასულიერო პირების დაპატიმრება და დახვრეტა,ეკლესია-მონასტრების ძარცვა და ნგრევა.

იგი მიზანმიმართულად, ფრთხილად და თანდათანობით ამკვიდრებდა სახელმწიფო აღმშენებლობაში პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის, მათი ერთიანობის იდეას, რითაც ანგრევდა უჯიშო კოსმოპოლიტიზმის საფუძვლებს. ი.სტალინმა კვლავ აღადგინა ხალხის შეგნებაში მამულის ცნება. მან საყრდენ ძალად გამოაცხადა სამშობლო თავისი შემოღობილი ზეცითა და მიწა-წყლით,გმირული წარსულითა და საამაყო წინაპრებით. როდესაც ლ.ტროცკი მიუხვდა მას და აუმხედრდა, ი.სტალინმა იგი ქვეყნიდან გააძევა, მისი მომხრეები კი ისევე გაჟლიტა, როგორც ილია წინასწარმეტყველმა ჩახოცა კიშინის ხევში 850 მაცდუნებელი.

მართალია, ქვეყნის დასუსტებისა და ი.სტალინის სახელის გატეხვის მიზნით სახელმწიფო ორგანოებში შემორჩენილმა მტრულმა ძალებმა თავად დაატეხეს რეპრესიები უდანაშაულო ადამიანებს, მაგრამ მათი აღსასრულის ჟამიც დადგა.

დიდი სამამულო ომის წინ ვითარებამ ი.სტალინს სრული შესაძლებლობა მისცა პატრიორიზმისა და მართლმადიდებლობის ერთიანობის დასამკვიდრებლად. პირველ რიგში მან აღადგინა რუსეთის პატრიარქის ინსტიტუტი, მიაღწია იმას, რომ რუსულმა ეკლესიამ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

ი.სტალინი ანტირელიგიურ ლიტერატურას მაკულატურად მიიჩნევდა. მისი ხელშეწყობით გაიხსნა ბევრი სასულიერო სემინარია და აკადემია,გამოიცა საპატრიარქოს ჟურნალი, საღვთო წიგნები, აღსდგა უამრავი ეკლესია-მონასტერი,განახლდა რელიგიური დღესასწაულების ჩატარება. მის დროს დიდი ზეიმით აღინიშნა რუსეთის მართლადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მე-500 წლისთავი.

ისტორიული ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს: როდესაც ფაშისტური გერმანიის ჯარი მოადგა სანკტ-პეტერბურგს, სტალინმა განკარგულება გასცა, გამოებრძანებინათ ყაზანის ღვთისმშობლის ხატი და ლოცვით შემოეტარებინათ ქალაქის გარშემო.

საკვირველმომქმედი ხატის, ღვთის დედის ლოცვებისაგან აღსრულებული სასწაულითა და მისი თანადგომით გადარჩა მოსკოვიც, რომლის მისადგომებიც პანიკურად დატოვეს გერმანელმა ფაშისტებმა.

მოსკოვის შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ვოლგისპირა ქალაქში (სტალინგრადში) გადაასვენეს, სადაც მის წინაშე განუწყვეტლივ აღესრულებოდა პარაკლისები და პანაშვიდები. ხატი ვოლგის მარჯვენა ნაპირზე ესვენა, საბჭოთა ჯარებს შორის, და გერმანელებმა ვერაფრით ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა.
ცნობილია, რომ ი.სტალინი შვებულებების გატარებას აფხაზეთში არჩევდა, სადაც ის სტუმრობდა ახალ ათონზე სიმონ კანანელის მონასტერს, რომლის წინამძღვარმაც თავის დროზე იგი სიყმაწვილეში აკურთხა და აზიარა ღვთის განგებულებას. მონასტრის ბერებთან საუბრების დროს ი.სტალინი ანვითარებდა აზრს, რომ დაუშვებელია ადამიანს წაართვა რწმენა და ლოცვის კანონიერი უფლება.
გარდაცვალებადე ცოტა ხნით ადრე ი.სტალინმა დაწერა ლექსი “მორჩილი”, სადაც აღნიშნავდა, რომ მას ზეციური ძალა ასულდგმულებდა და მთელ მის საქმიანობას იგი წარმართავდა. ეს ლექსი სულ ახლახან აღმოაჩინეს მის არქივში.

ი. სტალინის სიკვდილის შემდეგ კვლავ იმძლავრეს ღმერთის მოძულე ძალებმა და ზესახელმწიფოდ აღზევებულ მართმადიდებლურ ქვეყანას ძირი გამოუთხარეს. ნ.ხრუშჩოვმა განაახლა ეკლესიისა და მორწმუნეთა დევნა. მის დროს უფრო მეტი ხატი განადგურდა, ვიდრე ვ.ლენინის მმართველობისას. ნ.ხრუშჩოვმა ისიც კი დაიტრაბახა, რომ უკანასკნელ მღვდელს გამოიყვანდა ტელევიზიით.

შემდგომი პერიოდის ხელმძღვანელებიც უღვთო პოლიტიკის გატარებას აგრძელებდნენ. უდავოა, რომ ი.სტალინი ღვთივრჩეული იყო. მისი ფენომენი არ არის ჩვეულებრივი.მას ბადალი არ ჰყავს ხელმწიფეთა შორის, ვინც ყველაფერი მოიკლო და ხალხს შესწირა. მან იესო ქრისტეს დარად დააპურა მშიერ-მაშვრალნი და მუსრი გაავლო ღვთის მოძულე ძალებს. ამიტომ იყო, რომ სამღვდელოებამ იგი უფლის ცხებულად აღიარა.

ამ მხრივ საგულისხმოა ამბროსი ხელაიასთან ერთად დევნილი კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატეს წერილი (1949) ი.სტალინისადმი: “კაცთა შორის რჩეულო! ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო, საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება, ალბათ ამის ღირსი არ ვარ. ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართმევთ ქართულ კულას წარწერით: ”[b]იოსებ ქართველს
, მსოფლიოში უცალღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს,მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის კალისტრატე კათალიკოზ-პატრიარქისაგან”.

ი. სტალინმა მართლმადიდებლობა პატრიოტიზმის სულისკვეთებით გამსჭვალა, რასაც მას დღესაც არ პატიობენ უჯიშო კოსმოპოლიტები.

არ არის შემთხვევითი, რომ ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყნის კათოლიკოს-პატრიარქს ილია II ხილვებში ხშირად სტუმრობს ი.სტალინის სახე, რაც, უეჭველია, ჩვენი მეფე-მღვდელმთავრის ეპისტოლეების შინაარსს გამსჭვალავს. ვფიქრობ, რომ არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც ი.სტალინს წმინდანად აღავლენენ მართლმადიდებელი ხალხები. სხვანაირად ისინი თავს ვერ დააღწევენ განსაცდელს,რომელიც მათ ცოდვებისათვის უფალმა მოუვლინა.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი გურამ მუჩაიძე


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
samreklo
პოსტი Apr 9 2010, 02:59 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 13-November 08
წევრი № 5,939



~ადრე სტალინის სახელის გაგონებაც არ მინდოდა~
დავით გიორგობიანი;
ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ბ-მა დავით გიორგობიანმა 20 წ. დატოვა კინემატოგრაფია ჭეშმარიტი რწმენის მოსაპოვებლად. დღეს იგი ისევ გადაღებაში იღებს მონაწილეობას. სერიალ ~Stalin.Live~-ის მთავარი როლის შემსრულებელმა უპასუხა ~ლაზარე-ინფო-ს~ კორესპონდენტის შეკითხვებს. {hsjp lazare-info/031707-giorgobiani|David Giorgobiani}








-ბატონო დავით, თქვენ თითქმის 20 წ. განმავლობაში არც თეატრის სცენაზე გამოდიოთ და არც ფილმში გადაღებაზე თანხმდებოდით. როგორ ახსნით ასეთ ხანგრძლივ დუმილს?
-სახარების ამ სიტყვებიდან;~მკურნალო განკურნე თავი თვისი~ იყო ძირითადად განპირობებული ესეთი ხანგრძლივი პაუზა. ჩვენ ყველანი ღვთისგან დაჯილდოვებულები ვართ სხვადასხვა ნიჭით, მაგრამ ძირითადად ჩვენი მოღვაწეობა, თუ ის ღრმა პროფესიონალურ და სარწმუნოებრივ ნიადაგზე არ დადგა, ზედაპირულია... ფილმ ~მონანიება~-ს ეკრანებზე გამოსვლის პერიოდში ჩვენ, მსახიობები ვსაჭიროებდით უფრო ღრმა მსოფლმხედველობას, სიბრძნესა და რწმენას. აქედან გამომდინარე მე შევუდექი ამ გზას და დავიწყე მონასტრებში და ეკლესიებში სიარული. ვიკვლევდი თუ რატომ არის ისეთ დაცემულ მდგომარეობაში ჩვენი ერი, რომ ვერცერთ ომს ვერ იგებს (იგულისხმება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული კონფლიქტები. შენიშ. ლ.კ.) და არა მარტო ჩვენ, არამედ ვერცერთი სხვა ქვეყანა. აღმოვაჩინე, რომ ჩვენს რწმენას არ აქვს განვითარება ცოდნითა და საქმით. დღესაც ვუახლოვდებით იმ მდგომარეობას, რომ გავიგოთ რა არის მთავარი და რა მეორეხარისხოვანი...
-თქენ ეხლა თამაშობთ სტალინს სერიალში ~Stalin.Live~. ხანგრძლივი სულიერი ძიების შემდეგ, როგორ დათანხმდით ამ როლის შესრულებაზე?
-როდესაც, ამდენი წლის შემდეგ, დამირეკეს და მითხრეს, რომ მეძებენ ამ როლის შესასრულებლად, მე თვითონ გამიკვირდა. რადგან არასდროს მიოცნებია არა თუ ამ როლის, არამედ ადრე თვით უფლის როლის შესრულებას მთავაზობდნენ და სასტიკი უარი ვუთხარი. მე ქვეყნიური ცხოვრება დავტოვე იმიტომ, რომ სულიერი სიბრძნე მომეპოვებია და წინ წავსულიყავი ჩემი ერისა და ოჯახის საკეთილდღეოდ, ამიტომ ამ როლზე მაშინვე უარი ვუთხარი. რადგან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ცოდვილმა კაცმა არ შეიძლება ითამაშოს თვით ქრისტე. კიდეც წერია- ბოლო ჟამს მოვლენ ცრუ, მტყუარნი ანტიქრისტენიო. აბა ასეთი როლის შემსრულებელი სხვა ვინ არის თუ არა ანტიქრისტე?! სტალინს ყველანი მარტო ცოდვილად აღვიქვამდით, თითქოს ჩვენ წმინდანები ვიყოთ. ამ დროს კი, ხე ნაყოფით არის საცნაური. მისი ნაყოფებიც სხვადასხვა იყო და კარგად შესასწავლია, რომელ საქმეში რამდენი წვლილი მას ეკუთვნოდა და რამდენი კაგანოვიჩებსა და გარშემო მყოფ მგლებს ლენინის მეთაურობით. თვით ის ფაქტი, რომ სტალინი ხსნიდა ეკლესიებს, რადგან ღვთისმშობელი გამოეცხადა მიტროპოლიტ ილიას ანტიოქიის ეკლესიაში, მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. პატრიარქმა ალექსანდრე III გამოსცა კურთხევა მთელ მსოფლიო მორწმუნეებზე და ითხოვდა მთელი გულითა და სულით ელოცათ რუსეთის ომში გადარჩენისთვის. თორემ რუსეთის წაგების შემთხვევაში დაღუპვა ელოდა მთელს კაცობრიობას. ეს ყველაზე მეტად გულთან მიიტანა მიტროპოლიტმა ილია კარამმა. იგი ჩავიდა ხაროში-სარდაფში, სადაც სამი დღე-ღამე ილოცა ისე, რომ არც წყალი დაულევია და არც პური უჭამია. მხოლოდ დრო გამოშვებით გააღებიებდა სარკმელს ზემოთ და კითხულობდა ომის ამბებს. სამი დღე-ღამის ლოცვის შემდეგ ეცხადება მას ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი და ეუბნება, რომ მიტროპოლიტი არჩეულია, რათა რუსეთის სასულიეროსა და საერო ხელისუფლებას<, აუწყოს ეს გამოცხადება, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ ჩავიდეს კიდეც ამ ქვეყანაში. იყო ნათქვამი, რომ უნდა გაიხსნას უამრავი ეკლესია (მართლაც ამის შემდგომ სადღაც 20 000 ტაძარი გაიხსნა), მღვდლები უნდა იქნან განთავისუფლებულნი ციხეებიდან და ომში მონაწილეობიდან, უნდა აღდგეს აკადემია, სემინარია; ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები ჯვრის სვლით უნდა იქნეს შემოტარებული რუსეთის დიდ ქალაქებზე, და ამ შემთხვევაში რუსეთი გაიმარჯვებს ამ ომშიო. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს ელოდა დაღუპვა. ამის შესახებ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ მე-2 ტომში წიგნისა ~რუსეთი მეორედ მოსვლის წინ~, აგრეთვე სუხაიმ ფარახისა და ნიკოლაი გავრუშინის წიგნში, რომელიც გამოშვებული იყო 60 წლის გამარჯვებისთვის -~მიტროპოლიტი ილია ~კარამი~ და რუსეთი~. სტალინმა, ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მოიწვია მიტროპოლიტი რუსეთში. პირველად იგი ჩამოვიდა 1947წ. (საერთოდ კი საბჭოთა კავშირში იყო 5-ჯერ). მე კადრებიც მაქვს, კვერთხით ხელში თუ როგორ გადმოდის მიტროპოლიტი სამთავრობო მანქანიდან და როგორ იღებს ეკლესიის და მთავრობის ხალხი მას. ეს მთელი ისტორიაა. როცა სტალინმა კითხა მ,აშინდელ პატრიარქსა და მიტროპოლიტებს თუ რითი დაესაჩუქრებიათ მეუფე ილია, მათ ურჩიეს შეეგროვებინათ რუსეთის ყოველ კუთხეში ძვირფასი ქვები და შემოეწირათ ისინი. მადლობის ნიშნად ამ ქვებისგან გაეკეთებინათ ღვთისმშობლის პანაგია. სტალინმა მაშინვე დაუკრა კვერი. მიტროპოლიტისთვის ფულადი ჯილდოც კი შეაგროვეს, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, რადგან როგორც თქვა თავად ქონდა ჩამოტანილი თანხა, რომელიც ანტიოქიის ეკლესიის სახელით უნდა მოხმარებოდა გაჭირვებულ ხალხს, ხოლო მისთვის გადმოსაცემად შეგროვებული თანხა მოხმარებოდა ეკლესიებს. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ სტალინი წინააღმდეგი იყო მეფის ოჯახის დახვრეტაზე და დახურულ სხდომაზე 4სთ. ებრძოდა ილიჩებს, მაგრამ ვერ მიაღწია გამარჯვებას. მან მაშინ თქვა, რომ მეფის დახვრეტა დიდ უბედურებად მოუბრუნდებოდა რუსეთს. აგრეთვე მახსენდება მისი სიტყვები ანდერძიდან, სადაც წერს:~მე ყოველთვის პატივს ვცემდი რუსი მეფეების გენიას, ნიჭს და სიბრძნეს~-ო... დოკუმენტური ფილმი ~ღვთის რისხვა~ იწყება შემდეგნაირად - იმ პერიოდში აფხაზეთში, ახალ ათონზე სიმონ კანანელის სახელობის მონასტერში იყვნენ რუსები. რუსმა წინამძღვარმა, თურმე, დაიბარა იოსებ ჯუღაშვილი (გარიცხვის წინ პერიოდი იყო) და უთხრა, რომ ღვთისგან მას ევალებოდა დიდი მისია, რადგან რუსეთის განადგურება იწყებაო. მან აკურთხა სტალინი, რომ წინ აღდგომოდა ამ პროცესს და ქვეყანა გადაერჩინა დაღუპვისაგან. ამ კაცს ქონდა რაღაც ღრმა ჩანაფიქრი. მე სტალინის არც გამართლებისთვის ვლაპარაკობ და მის არც გინებას ვაპირებ. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ ფილმზე განსაკუთრებით იმიტომ დავთანხმდი, რომ ასეთი მომენტები დავინახე. თან სამღვდელო პირები საქართველოდან მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ:~შენ უნდა ითამაშო დავით ეს როლიო~. შემდეგ უწმინდესი იყო ჩამოსული მოსკოვში, მაშინაც და დღესაც მაკურთხა და მითხრა, რომ სტალინი ძალიან ღრმა და ბრძენი ადამიანი იყო რომ მას ვერც მაშინ გაუგეს და ახლაც ვერ უგებენ. როდესაც ზაფხულში პატრიარქმა მაკურთხა ამ როლზე, მე ვუთხარი, რომ გიტლერის დამარცხებამდე 7 სტალინი უნდა დამემარცხებინა (კინო სინჯები მაშინ დამთავრებული არ იყო). მეორე დღესვე დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე მე ვიყავი დამტკიცებული.
-არ შეიძლება დავივიწყოთ რეპრესიები, ციხეებში ჩასმული თუ გადასახლებული უამრავი ადამიანი, სტალინის ბრძანებით 1931წ. 5 დეკემბერს აფეთქებული იყო მაცხოვრის კათედრალური ტაძარი მოსკოვში...
-კაგანოვიჩის ბრძანებით. არსებობს ესეთი ისტორიული ფაქტი, რომ სტალინმა ნება არ მიცა კაგანოვიჩსა და არქიტექტორებს დაენგრიათ გუმ-ი და ვასილი ნეტარის სახელობის ტაძარი. მართლა, ეს სცენა შევიდა ფილმში. ანდერძში სტალინი წერს, რომ რევოლუციონერი არასოდეს ყოფილა. რაც შეეხება რეპრესიებს, ეს საკითხი მოითხოვს ღრმად შესწავლას... სხვათა შორის, ყველა მღვდელმა ვინც იტანჯა ციხეში აპატია თავის უშუალო მკვლელებს, არათუ ვინც ბრძანება გასცა. ეხლა რა ხდება. როცა პატრიარქმა მაკურთხა ამ როლზე მითხრა, რომ მოინანია სტალინმა საკუთარი ცოდვები. ე.ი. ადამიანი შეიძლება ინანიებს, მაგრამ მოხვდეს ჯოჯოხეთში, რადგან ღვთისგან არ მიიღო ეგრევე შეწყალება. მაგრამ გადის 20წ. და უწმინდესი ეუბნება უმაღლესს სამღვდელოებას, რომ გამოეცხადა სტალინი, მანამდე გამოცხადებებში თხოვდა ელოცათ მისთვის, ეხლა კი თქვა, რომ ღმერთმა შეიწყალა. და თუ უფალმა შეიწყალა, ჩვენ რა უფლება გვაქვს გავასამართლოთ? ჩვენ, როგორი ძლიერიც არ უნდა ვიყოთ, ერთი პატარა ომის მოგება არ შეგვიძლია. ამერიკა და რუსეთსაც არ შეუძლია... რა მინდა ვთქვა. ყველაფერში ღმერთის ნება უნდა დავინახოთ. ღვთის განზრახვით იყო ეს კაცი დადგენილი. მე ვითამაშე ეს როლი იმისთვის, რომ სტალინის უღირსებითაც განდიდდეს უფლის სახელი. სერიალში ყველაფერს ისე კი ვერ იზამ როგორც საჭიროა. მაგრამ ის, რაც გადავიღეთ იძლევა საშუალებას დავფიქრდეთ, მივყვეთ მოვლენათა მსვლელობას, სიცრუე ვამხილოთ და სიმართლეს მხარი დავუჭიროთ...
-თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ სტალინი დანიშნული იყო ღვთის მიერ. რატომ მაინდამაინც ქართველს უნდა გადაერჩინა რუსეთი?
-ალბათ უფალმა დაინახა მისი მტკიცე ხასიათი. ამ მისიის შესასრულებლად საჭირო იყო ძალიან ძლიერი პიროვნება. მან ყველაფერი დაივიწყა, საკუთარი თავი, საქართველოც კი. მაგრამ რომ ამბობენ სტალინს არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვისო, ტყუილია. აბა ავტოკეფალია ქართულ ეკლესიას ვინ მისცა? მან კითხა რუსეთის პატრიარქს, არ დადგა დრო ქართველებს ავტოკეფალია მივცეთო? მსოფლიო ეკლესიები, ჩვენს ეკლესიის ავტოკეფალურობას არ ცნობდნენ. უწმინდესი ილია II ათეული წლების განმავლობაში უმტკიცებდა აწ განსვენებულ მსოფლიო პატრიარქს დიმიტრიოსს, რომ ჩვენ ამის ღირსი ვართ, რადგან ჩვენი ეკლესია უძველესი დროიდან იყო ავტოკეფალური. ბBოლშევიკების დროს მიღებული გათავისუფლება ჩვენ თვითონ აღვადგინეთ, თორემ მსოფლიოს არ ვუცვნივართ. როგორ შეიძლება კაცმა ეს დაივიწყო?! მას რომ რამესი შეშინებოდა და პოზიციები დაეთმო ვერ მოვიდოდა სათავეში-ეს პირველი და მეორეც-მის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო ლენინი, კაგანოვიჩი ან ხრუშოვი უარესი იქნებოდა. თქვენ იცით, რომ ხრუშოვმა სტალინის სიკვდილის შემდეგ დაანგრია ეკლესიები. კიევის პეჩორის ლავრიდან გამოატანინა წმინდა მამების უხრწნელი სხეულები და მდ.დნეპრში გადასაყრელად სატვირთო მანქანებზე დააბრძანეს, მაგრამ ვერცერთმა მანქანამ ძვრა ვერ ქნა და სხეულები უკანვე დააბრუნეს. საღვთო სჯული ასე გვასწავლის, რომ კონსტიტუციის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ ღმერთის და ყველაფერს ღვთის სადიდებლად უნდა ვიქმდეთ. ეს როლი მე პირადად შევასრულე როგორც შევძელი ამ სიჩქარეებში, დიდი ტექსტების უცებ უცებ სწავლაში, თან ქართველების რუსეთში დევნის პერიოდში. ფილმში დავინახავთ როგორ ლოცავს ჯვრით სტალინი საკუთარ შვილს, ვაჟიშვილი როგორ იმეორებს ლოცვის სიტყვებს. კიდევ ბევრი რამის გადაღება შეიძლებოდა, მაგრამ მაყურებლისა და კრიტიკოსების ნაწილი ამ კადრებმაც განაცვიფრა.
-განსაკუთრებულად თუ ემზადებოდით ამ როლისთვის? უნდა გეთამაშათ ასეთი ადამიანი...
-როგორ გითხრათ, განსაკუთრებით მომზადებისთვის დიდი დრო არ მქონდა. მაგრამ როგორც ჩანს, ცხოვრებაში მე თვითონ ვემზადებოდი არამარტო ამ როლისთვის. მე 20წ. წასული ვიყავი კინოდან, თეატრიდან და არსად არ მითამაშია. მე სულიერი ტრენინგი უფრო გამომადგა, ვიდრე კინო, თუ თეატრალური პრაქტიკა. სულიერად ვიყავი მეტნაკლებად მომზადებული... სურვილი მქონდა გამეგო, ამ კაცს რისი გაკეთება უნდოდა და რისი არ შეეძლო. ჩემი აზრით, მას საერთოდ კომუნისტური პარტიის კომპრომეტირებაც უნდოდა. პარტიის ერთ-ერთი ბოლო ყრილობიდან გამოსვლა სცადა. მაგრამ არ დააცადეს და საერთოდ მოკლეს... როგორი ნირწამხდარი პიროვნებაც არ უნდა ყოფილიყო სტალინი, მე მაინც ისე ვითამაშებდი, ახლანდელ ხელისუფლებას მისაბაძი ქონოდა ამ მხატვრულ ფორმაზე. ჩვენ ხომ დოკყუმენტურ კინოს არ ვიღებდით?! მხატვრულ ფილმში გვინდოდა ვყოფილიყავით უკეთესები, თორემ ლანძღვა-გინებაზე ადვილი არაფერია.
-თქვენი აზრით ბ-ო დავით, რამდენად ახლოსაა თქვენს მიერ შექმნილი მხატვრული სახე რეალურ სტალინთან? თქვენი გმირი ისეთი რელიგიური ჩანს, რომ მაყურებლის განცვიფრება გასაგებია. ისინი იცნობდნენ სხვა ბელადს...
-მინდა შეგახსენოთ, რომ იყო ასეთი შემთხვევები, არსებობს უამრავი ლიტერატურა ამის შესახებ. სამხედრო და სტალინის მიახლოვებული პირები წერდნენ, რომ იგი ხშირად შედიოდა მიძინების ტაძარში მინიმუმ 15, მაქსიმუმ 30წ-ით. არავის, დაცვასაც კი არ ქონდა უფლება შიგ შეჰყოლოდა. მე მაქვს კონტრ შეკითხვა თქვენთან. რას აკეთებდა სტალინი 30წ. განმავლობაში ტაძარში მაშინ, როდესაც ხშირად შვილისშვილების სანახავად ვერ იცლიდა იმდენი საქმე ქონდა?
-ე.ი. სასულიერო განათლებას უკვალოდ არ ჩაუვლია?!
-რასაკვირველია. ამ ბრძენ კაცს, რომელმაც ყველაფერი ზეპირად იცოდა, მთავარი დაავიწყდა? მან მართმადიდებლური განათლება მიიღო, შეითვისა და იწამა, რაც მას შემდეგში გამოადგა სწორი მოქმედებების გასაკეთებლად. გავიხსენოთ, ომის წლებში თუ როგორ შეცვალა მან ხუთქიმიანი ანტიქრისტიანული ვარსკვლავები, მეფის დროინდელ ეპოლეტებზე. არსებობს კიდევ სხვადასხვა მოგონებები მისი სულიერობის შესახებ, მაგრამ არ იყო საშუალება ყველაფერი გვეჩვენებინა ამ ფილმში. ღმერთის წყალობით ბევრი ვიღვაწე, რომ რამოდენიმე სცენა შესულიყო სერიალში.
-ე.ი. რეჟისირმა უფლება მოგცათ კორექტივები შეგეტანათ ფილმში?
-რათქმა უნდა. მე მგონია ასე უფრო საინტერესოა. მაპატიეთ, მაგრამ თუ კადნიერად არ გამომივა- ვის გახსოვთ სტალინის როლის შემსრულებლები და ვის ფილმს ნახავდით დიდი ინტერესით? ეს იმიტომ, რომ არასწორ რაკურსში თამაშობდნენ. მე კი გავბედე, ღვთის წყალობით, მეჩვენებინა ის სხვადასხვა მხრიდან. თორემ თუ მრისხანე და სისხლის მსმელი გინდოდათ მეთამაშა, კბილების ღრჭენაზე და წითელი თვალების გამოჩენაზე უფრო ადვილი არაფერია. აქ სხვა რამე იყო წამოსაწევი. ჩვენ ხანდახან ქვეყნიერებას მაგალითი უნდა მივცეთ. მსმენია, რომ ეკრანებზე ფილმ ~ბრიგადა~-ს გამოსვლის შემდეგ, რომელიც მსახიობური თამაშის თვალსაზრისით კარგად ბრჭყალებში, იყო გადაღებული, ციხეში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალგაზრდების 30% ამ ფილმის გავლენით მოხვდა იქ. მსახიობის თამაშს აქვს მნიშვნელობა, რადგან ვინმემ რაღაც საშინელება არ ჩაიდინოს.
-1984წ. თენგიზ აბულაძის ფილმში ~მონანიება~ თქვენ ითამაშეთ კომუნისტური ხელისუფლების მსხვერპლის<, მხატვარ სანდრო ბარათელის როლი. რა მსგავსება და განსხვავებაა სანდროსა და სტალინს შორის?
-იცით რა მგონია? BBბარათელის წინ იდგა ძალიან დიდი ადგილობრივი ამოცანა- რომ იმ ქალაქში არ დანგრეულიყო ტაძარი. რასაც მან თავი გაართვა, თავი შეწირა და გახდა მოწამე. მაგრამ ბარათელს არ ქონდა ჩაბარებული ამხელა ურჯულო ქვეყანა, რომელიც ეკლესიებს ანგრევდა. და შენ, ამ ქვეყნის უფროსად რომ ხარ დადგენილი, როგორ გინდა უთხრა ურჯულო ერს, თუ რატომ მოკლა მან მეფე და მისი ოჯახი, რატომ მიბაძა ევროპული ტიპის ინტელიგენციას და მოუნდა ~ძმობა, ერთობა და თავისუფლება~? ნუთუ თავისუფლება ის არ არის, ცოდვებისგან რომ განთავისუფლდები და ეშმაკის ტყვეობიდან გამოხვალ? და იმის დრო იყო, რომ სტალინს ხალხთან ამაზე ელაპარაკა? გიჟად ჩათვლიდნენ, ჩამოაგდებდნენ და მოკლავდნენ კიდეც... თავად ჯუღაშვილი დიდი სიამოვნებით გაანთავისუფლებდა საკუთარ შვილს გერმანიის ტყვეობიდან, მაგრამ სტალინს< ძლიერსა და მტკიცეს, როგორსაც მას ხედავდა ხალხი, არასწორად მიაჩნდა შვილის გამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში რას იტყოდა უბრალო ხალხი, მათმა შვილებმა რა დააშავეს? ამიტომ იგი ძალიან ტრაგიკული პიროვნებაა... ბევრი ამბობს, რომ სტალინი რუსობდა და უარყოფდა, რომ ქართველი იყო. აბა როგორ გგონიათ ქართველი ვარ ქართველიო ყვავივით რომ ეყვირა აცოცხლებდნენ? დღევანდელ დღეს, მსოფლიო თავისუფლებისა და აღმავლობის ხანაში, ქართველებს რა მდგომარეობა გვაქვს რუსეთში და სიტყვებით ~ქართველი ვარ~ იმ პერიოდში სტალინი მოიმკიდა რამეს? დაფიქრდით ხალხო, როგორ შეიძლება ესეთი ზედაპირული მსჯელობა?..
-ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში თქვენ ფაქტიურად ცხოვრობთ თქვენი გმირის ცხოვრებით. სტალინი თქვენთვის გადაღებამდე და გადაღების შემდეგ.
-გადაღებამდე მისი სახელის გაგონება და ხსენებაც კი არ მინდოდა. ეხლა მაქვს სურვილი კიდევ უფრო ღრმად გავეცნო ისტორიას და გავიგო თუ რა ედო ამ ადამიანს ფარულად გულში, ან რატომ იყო იძულებული წასულიყო ისეთ რაღაცეებზე, რაზეც შესაძლოა, რომ არ წასულიყო. აი ასეთი მტკივნეული მომენტი მინდა დავიჭირო. ძნელი დასაჯერებელია, რომ ის დიდი სიხარულით აგზავნიდა მტყუანს და მართალს სიკვდილზე და გადასახლებაში. და თვითონ კი ეცნობოდა ყოველი ადამიანის საქმეს? სტალინმა შექმნა უძლიერესი სახელმწიფო მსოფლიოში,ომის წლებში 20000-ზე მეტი ეკლესიის გახსნის უფლება მისცა-აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუკი ღმერთი პატიობს და იწყალებს 20წ. მერე, ჩვენ უკან ჯოჯოხეთში უნდა გავუშვათ? საინტერესოა ჩვენ სად გაგვაგზავნიან სიკვდილის შემდეგ. ისევ დავსძენ, ვინც არ უნდა ყოფილიყო სტალინი ამ როლზე დავთანხმდი პატრიარქის კურთხევით.
-თქვენი გმირი მოინანიებს საკუთარ ცოდვებს?
-მე ვფიქრობ, როცა მან საკუთარ შვილს ვასილის გადასცა ჯვარი, დალოცა, ან როდესაც სხვა სცენაში წმინდა გიორგის ტროპარი წაიკითხა-ეს ბევრზე მეტყველებს. ხდება, ადამიანი იტყვის აღსარებას, შემდეგ კი იგივე ცოდვებს ჩადის<, რაც არასწორია. სინანულის დროს კი ადამიანი სწორდება. სტალინი ბრძენი კაცი იყო და როცა შეხედა, რომ ირგვლივ მტრები ყავდა, წინ კი მხოლოდ ერთი გზა ქონდა დარჩენილი, სინანულს შეუდგა...
-რომელი როლით შეგიძლიათ იამაყოთ? თუ მთავარი როლი ჯერ წინ გაქვთ?
-დაწერილია: ~ვინც იკვეხნის დაიკვეხნოს უფლითაო~. ცოდვილ ადამიანს, აბა მე რა მაქვს საამაყო? როლებზე განსაკუთრებულად არ ვფიქრობ, მაგრამ თუკი ვინმე ნორმალურ სცენარს შემომთავაზებს, სიამოვნერბით დავთანხმდები. და მონაწილეობას მივიღებ უკვე, როგორც თანამედროვე ხელოვნური თმებისა და ულვაშების გარეშე.
-რომელი როლის შესრულებაზე არ დათანხმდებით როგორი მაღალი ჰონორარიც არ უნდა შემოგთავაზონ?
-რასაკვირველია იმ როლებზე, რომლის თამაშიც მკრეხელობაში ჩაგვეთვლება-უფლის, ბერის, მონაზვნის და ა. შ.
-დღეს მნიშვნელოვანი დღეა. მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში დღეს სტუმრად იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი უწმინდესი და უნეტარესი ილიაII. რას უსურვებთ თანამემამულეებს?
-რასაც მოციქული იოანე ღვთისმეტყველი მოუწოდებდა ყველას, იმაზე უკეთესი შეუძლებელია ამოვიდეს ადამიანთა ბაგეთაგან. მოუწოდებდა ყვარებოდათ ღმერთი და ერთმანეთი. ამაშია მთავარი გადარჩენა, განსაკუთრებით ჩვენი ერისა, რადგან ღვთისაგან გვაქვს მონიჭებული ნიჭი სიყვარულისა. ამ გრძნობას უნდა მოვუფრთხილდეთ. მტრის სიყვარულამდე უნდა მივაღწიოთ რადგან მხოლოდ სიყვარულით დავამარცხებთ მას. ამას ვუსურვებ ყველა ქართველს. გეხვევით ყველას მამა-შვილურად, ძმურად და ყველას ლოცვას გთხოვთ, რომ დარჩენილი გზა სწორად და მართლმადიდებლურად განვლოთ.

ესაუბრა ლონდა კვარაცხელია




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
samreklo   უცნობი იოსებ ქართველი   Apr 8 2010, 02:57 PM
კანონისტი   სტალინის ბრძანები...   Apr 8 2010, 03:20 PM
samreklo   "Кто должен был наследов...   Apr 8 2010, 07:21 PM
მხევალი ნინო   samreklo თქვენ პატრიარ...   Apr 8 2010, 08:06 PM
ნაინა   samreklo ღმერთო გვიშველ...   Apr 8 2010, 08:56 PM
მხევალი ნინო   ნაცნობი რაც იყო, ი...   Apr 8 2010, 09:16 PM
KAIROS   მდას... ეს უკვე არ ექ...   Apr 9 2010, 04:24 AM
elusia   samreklo ეგეთი მორწმუნე...   Apr 9 2010, 02:40 PM
samreklo   ~ადრე სტალინის სახ...   Apr 9 2010, 02:59 PM
Amuza   samreklo პანტელეიმონმა ...   Apr 9 2010, 05:42 PM
ნაინა   samreklo აჰააა, რახან გი...   Apr 9 2010, 07:05 PM
ბადრი   ძვირფასებო, მე გად...   Apr 9 2010, 07:39 PM
KAIROS   :o :D ვისი კაცო სტალი...   Apr 10 2010, 04:20 AM
lingvo   ”საჭიროა ხალხმა იც...   Apr 10 2010, 10:18 AM
ნონა   სხვაგან სად ვიკითხ...   Apr 10 2010, 10:47 AM
samreklo   ПОСЛУШНИК (стихи И.Джугашви...   Apr 10 2010, 03:56 PM
samreklo   Очистка страны от диверсио...   Apr 10 2010, 04:15 PM
KAIROS   ჰე, ახლა სანამ უნდა ...   Apr 10 2010, 06:44 PM
ნაინა   KAIROS ეგ ვიკითხე უკვე,...   Apr 10 2010, 06:52 PM
samreklo   ბიბლიიდან:"ორმოც ...   Apr 10 2010, 09:40 PM
ნაინა   samreklo და რა შუაშია ეს?...   Apr 10 2010, 10:05 PM
KAIROS   მიაბრძანეთ ეს ბატო...   Apr 10 2010, 10:09 PM
თამარი_ცქნაფო   samreklo ''დოქოსფულო, ...   Apr 10 2010, 10:50 PM
Amuza   samreklo http://s40.radikal.ru/i087/1004/43/403d6...   Apr 10 2010, 11:15 PM
ნაინა   Amuza ასე სურათის დაკი...   Apr 10 2010, 11:26 PM
samreklo   გეშინოდეთ ღმერთის ...   Apr 10 2010, 11:32 PM
Amuza   გეშინოდეთ ღმერთის...   Apr 11 2010, 12:43 AM
ნაინა   samreklo მეშინია ჩემი ც...   Apr 11 2010, 12:23 AM
samreklo   მე მხოლოდ მენაგვე ...   Apr 11 2010, 10:59 AM
მხევალი ნინო   პირდაპირ, მოვთხოვნ...   Apr 11 2010, 11:41 AM
ნაინა   მხევალი ნინო შენ ხ...   Apr 11 2010, 12:12 PM
მხევალი ნინო   ნაინა :D :D ალექსან...   Apr 11 2010, 12:25 PM
ნაინა   მხევალი ნინო ძაან ...   Apr 11 2010, 01:08 PM
elusia   იესომ უთხრა თავის ...   Apr 11 2010, 01:10 PM
ნაინა   elusia მივუტევეთ ჩემო ...   Apr 11 2010, 01:27 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 04:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი