ფორუმელთა შემოქმედება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა შემოქმედება |
missis_kartveli |
Feb 25 2007, 06:01 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
ფორუმელებო დააწყვეთ თქვენი ნამუშევრები, თქვენი ფანტაზიის ნაყოფი: ნახატები, ლექსები,მოთხრობები, ჩანახატები, თუნდაც რომელიმე პროგრამაში შექმნილი რამ, ან თქვენი გადაღებული ფოტოები, მოკლედ რაც თქვენს გონებას და ხელს ეკუთვნის ყველაფერი.... მგონი საინტერესო იქნება, ვის რა შეუძლია ერთმანეთს რომ გავუზიაროთ...
|
leli |
Mar 6 2007, 10:02 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 9-December 06 წევრი № 661 |
ძალიან მომეწონა ეს თემა....
მე ჩემს ნაწერებს გაჩვენებთ და ვიცი , რომ თქვენ გამიგებთ...იმედია.. რა არის ცხოვრება, დაფიქრებულხარ? არა,შენ უბრალოდ ცხოვრობ და იტყვი: “მე ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ“, თუმცა მითხარი: რა არის ცხოვრება და მერე ცხოვრებით კმაყოფილება? ცხოვრების არსი და მიზანი იმდენად ღრმაა, წმინდა, იდუმალი, რომ უბრალოდ რამდენიმე სიტყვაში ვერავინ ჩაატევს მის არსს. ვიბადებით, ვიზრდებით და ვკვდებით. ვიბადებით განგებით, სუფთები, წმინდები, სული, რომელიც ანკარა წყაროს წყალივით წმინდაა და მერე, მერე რა ხდება? ინარჩუნებ კი ამ სისუფთავეს, შეგწევს ძალა შეეწინააღმდეგო ცუდს, საკუთარ თავს. ძალა, რომელსაც რწმენა განიჭებს, მაგრამ სად გაქვს რწმენა? არც რწმენა, არც საქმე მისი დასტური. დაუძლურებული რწმენა საქმის გარეშე, აღარც ძალა შეგრჩა იარსებო და იცხოვრო ადამიანურად. ცხოვრობ? სად გაქვს სიყვარული ცხოვრების აზრი? ცხოვრებაა თავად სიყვარული. მითხარი, რა იარსებებდა სიყვარულის გარეშე დედამიწაზე, ვინ მოგანიჭებდა იმ ყოველივეს რაც გაქვს და რაც არსებობს შენს ირგვლივ, თუ მას სიყვარულის მადლი არ დაჰყვებოდა და შენ იტყვი: არ არსებოს სიყვარული? თუ გული ქვის გაქვს, ვისგან ითხოვ ბედნიერებას, სიყვარული უკვე ზედმეტია აქ სახსენებლად. როგორ ან რისთვის გინდა მიიღო ეს ბედნიერება, რით იმსახურებ მას. არც საქმე. . . არც გრძნობა. . . არც სიტყვა. . . და შენ გინდა იყო ბედნიერი. ნუთუ არ დაგისვამს შეკითხვა საკუთარი თავისთვის : ვიმსახურებ? ალბათ საკუთარი თავი გიყვარს და იტყვი: რატომ არ ვიმსახურებ? ხოლო შენ რომელიც თვლი, რომ ბედნიერი ხარ, იცი, რომ ეს არის სწორედ ბედნიერება? გადასწიე არარეალური ფარდა და რა დაგრჩება? იქნებ გონია ბედნიერება შენი კარგად ყოფნაა, გაქვს რაც გინდა. ყველა შენს გარშემო ტრიალებს და ვინ იცის რას არ მიათვლის ადამიანი ბედნიერებას. დაფიქრდი კიდეც ყველაფერი რისგან ან რის ხარჯზე მიიღე. დაივიწყე შენი თავი. წარმოიდგინე , რომ არ არსებობ, მხოლოდ სხვები არიან ირგვლივ. დააკვირდი მათ სიხარულს , გაჭირვებას. იზრუნე და იფიქრე მათი კეთილდღეობისათვის. გასწირე შენი თავი სხვისთვის და ბედნიერი იყავი. შეხედე სამყაროს და სილამაზე დაინახე. გააკეთე საქმე, იწამე, დაიჯერე, გიყვარდეს, წლებმა ვერ შეძლოს შენი შებღალვა, მოერიე თავს, შეინარჩუნე შენი ბავშვობა და შემდეგ მითხარი: რა არის ცხოვრება და ხარ თუ არა ბედნიერი? მობილურით არის გადაღებული და ცოტა ბნელია მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი