![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
mlocveli |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 10-April 10 წევრი № 8,602 ![]() |
16 წლის ასაკში მომიტაცეს-6 თვეში მე და ჩემი მეუღლე დავცილდით რადგან ადამიანის მკვლელობისთვის დააკავეს და მეც ლამის მისი მორიგი მსხვერპლი გავხდი; ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა ჩემზე ფსიქოლოგიურად; განსაკუტრებით მომავლის შიში გამიჩნდა-განათხოვარი ქალის სახელი, რაც ჩემს ქალაქში ხშირად ცუდ ყოფაქცევასთან აიგივებენ; ამ შიშში ვცხოვრობდი-ჩვეულებრივად- დავდიოდი ეკლესიაში, ვლოცულობდი, ვსწავლობდი და ვმუშაობდი; წარმატებებსაც მივარწიე; 23 წლის ვიყავი როდესაც ჩემი ყოფილი თანამშრომელი მამაკაცი მეგობრის სახით დამიახლოვდა; უბრალოდ ვსაუბრობდით, აღმოჩნდა რომ დაოჯახებული იყო მაგრამ ოჯახი დანგრეულია რადგან ცოლ-ქმარს ცუდი ურთიერთობა ქონდა; მე ვანუგეშებდი ვცდილობდი რომ გაეგო მისი ცოლისთვის; მაგრამ გატეხილს უკვე ვეღარ გაამთელებ თურმე; გარკვეული დროის შემდგე ამ ადამიანს "X" შევუყვარდი; მეუბნებოდა რომ განცხადება შეტანილი აქვს განქორწინებაზე, ცოლობაც კი შემომთავაზა , მითხრა რომ ოცნებობს მისი შვილი მუცლით ვატარო რომ უბედნიერესია რადგან მე ვყავარ... სიმართლე გითრათ, ეს ყველაფერი იმდენად ლამაზი და თბილი იყო რომ ჩავთვალე თავი ბედნიერად და დრეებს ვითვლიდი როცა ჯვარს დავიწერდით. ხომ ხდება რომ ადამიანებს არ უმართლებთ, როგორც მე პირველ ქორინებაში-ცემენ, სიგარეტით წვავენ, ურტყამენ, ეჭვიანობენ და ამის მერე ვიფიქრე რომ უფალამა მომცა ოჯახი; გავიდა წლები, ჩემი შეყვარებული მამაკაცი მიზეზებს ყოველწელიწადს პოულობს რომ ჩვენი ერთად ყოფნა გადადოს-ხან ვალები, ხან შვილი, ხან ომი ქვეყანაშI ხან ... ამის გამო მე დეპრესიაში ჩავარდი, ხშირად ვჩხუბობთ.. ეს ყველაფერი გრძელდება 7 წელია.. ამ პერიოდის მანძIლზე მე ჯანმრთელობა ძლიან გამიუარესდა.. ხშირი ჩხუბების ნიადაგზე ვითიშები და გონებას ვკარგად -გონს სასწრაფოში ან საავადმყოფოში მოვდივარ...მაქვს თითქმის ყველა ორგანოს ქრონიკული დაავადება და 1 თვეში მინიმუმ 10 დრეს საწოლში ვატარებ; მაქვს იმუნური დაავადებები... ტრამვის შედეგად ჩაქცევა ტვინის არეში... უკვე 2 წელია, ვცდილბ თავი დავარწიო, ამ ვითომ საქმროს, რომელიც მემგონი ჩემზე დაქორწინებას არც აპირებს ; რადგან როგორც აღმოვაჩინე ჯვარი აქვს დაწერილი გელათის მონასტერში... არადა სიყვარულიც და ცოლობაც მთხოვა და ხატზე დაიფიცა ეკლესიაში... 2 წელია მაწამებს იმის შეგრძნება რომ უბრალო აფიორაში გავეხვიე და მისი ვნებების დაკმაყოფილების ობიექტი გავხდი.. არ იფიქროთ რომ მეშინია და არ მიცდია რომ შემეწყვიტა ურთიერთობა რომელსაც მიზნად ჩემი დაღუპვა აქვს- არაფერი გამოვიდა... საშინლად მცემა,თმით მათრია ... მერე კი როცა მე ბოდიში მოვუხადე-მაპატიე შევცდი თქო-მაკოცა და მალე ერთად ვიქნებითო... 2 ჯერ ვცადე თვითმკვლელობა, თავი მოვიწამლე და სულ შემთხვევით რეანიმაციაში გადამარჩIნეს... როგორც კი სიტყვას დავძრავ მემუქრება რომ ჩემს ოჯახს(რომელმაც არაფერი იცის) ლაფშI ამოსვრის, რომ გაჩენის დღეს მაწყევლინებს, რომ... სად არ ვიყავი, ეკლესიაშიც- არ მინდა გავიკითხო მაგრამ მღვდელმა მთლიანად მე გადმომაბარა ეს ტვირთი, რომ მე უნდა ვუთხრა და ასე შემდეგ... არადა დამიჯერეთ ფიზიკურად გამისწორდება, და ეს შიში არ არის ეს ის გზაა რაც მე ვცადე სანამ თქვენ გთხოვდიტ დახმარებას... ძალინ გთხოვთ დამეხმარეთ ! მინდა მყავდეს ქმარი და შვილები-ეკლესიაში უფალს პატიებას და შეწყალებას ვთხოვ; ვთხოვ გამხადოს ღირსი რომ ოჯახი მყავდეს და დამიფაროს... 30 წლის ვარ.. ჩემი ჯანმრთელობით ექიმები მეუბნებიან რომ შვილი მალე თუ არ გავაჩინე შეიძLება დედა ვერასდროს გავხდე... მტანჯავს ეს ყველაფერი... მგონია უფალი მსჯის რომ ჯვარნაწერ, თUნდაც უკვე გათიშული და გაციებული ცოლს, ქმარს ვეცილები... უკვე 1 კვირაა თვითმკვლელობაზე ვფიქრობ-სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ... გთხოვთ მირჩიეთ დამეხმარეთ... გემუდარებით... ხომ არ მივიდე გელათში და მოვძბნო ის მოძღვარი ვინც ჯვარი დაწერა , ხომ არ მოვუყვე მაგრამ... არ ვიცი... მე ვინ დამიცავს მისი საშIნელი აგრესიისგან როცა მითუმეტეს იარაღი აქვს და თუ მისი სურვილის წინააღმედეგ წავედი არ დამინდობს... მირჩიეთ რა ვქნა? ვის მიმვმართო? ცოცხლად ვარ ჯოჯოხეთში.. |
![]() ![]() |
mlocveli |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 10-April 10 წევრი № 8,602 ![]() |
ეს ჩანაწერი მეგობრის დღიურიდან არის... განვიცდი მის მდგომარეობას.. ვფიქრობ მისი ცხოვრებაა და არა გამოგონილი ილუზიაა
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 05:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი