სიყვარული, ბრწყინვალების უფსკლული და მარადიულის გამარჯვება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, ბრწყინვალების უფსკლული და მარადიულის გამარჯვება |
თათარაშვილი |
Jul 7 2007, 02:03 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის ყოველთა უდიდესი მცნება,საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება და მოყვასის სიყვარულით განიზომება.ყოველი ნიჭი და სათნოება გქონდეს,მაგრამ ღმერთის და მოყვასის სიყვარული არ გაგაჩნდეს,ქრისტიანი ვერ იქნები.
წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი თუ ღმერთუ გიყვარს,აუცილებლად უნდა გვიყვარდეს მისი ხატიც - ადამიანი.ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის შიში და დაბრკოლება. ეპ.ლეონიდე ოქროპიდიძე სიყვარული სათავეა წინასწარმეტყველებისა;სიყვარ ლი სასწაულთა მომცემელია;სიყვარული ბრწყინვალების უფსკლულია;სიყვარული ცეცხლის წყაროა,რამდენადაც აღმოცენდება,იმდენად აღანთებს წყურვილს;სიყვარული ანგელოზთა სიმტკიცეა;სიყვარული მარადიულის გამარჯვებაა. წმ.იოანე სინელი ყველაზე და ყველაფერზე მეტად ღმერთი გიყვარდეს.უფლის შემდეგ მოყვასის სიყვარული საკუთარი თავისას გაუტოლე,ხოლო თუ სრულყოფილება გსურს,მაშინ უკანასკნელი პირველს მიუტანე მსხვერპლად და მიწიერი ბედნიერება,რომელსაც საკუთარ თავში მოიპოვებ ამის შედეგად,იქნება დასაწყისი და წინდი შენი მარადიული ბედნიერებისათვის ზეცაში. ნუ იქნები თავის მოყვარე და ღვთისმოყვარე იქნები;ნუ იქნები საკუთარი თავისთვის გამორჩენის მოსურნე და ძმისმოყვარე იქნები. სიყვარული იბადება უბიწოებით,უბიწოება - ღვთის სასოებით,სასოება - მოთმინებითა და სულგრძელებით,ეს უკანასკნელი კი - ყველაფერში თავშეკავებით,თავშეკავებულობ - ღვთის შიშით,შიში - ღვთის რწმენით. წმ.მაქსიმე აღმსარებელი |
Atman |
Apr 12 2010, 12:26 PM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
დედა ტერეზე "მსახურების გზა":
არსებობენ უგუნური, ულოგიკო და ეგოისტი ადამიანები. ყველა შემთხვევაში აპატიეთ მათ. თუ თქვენ ამჟღავნდებთ სიკეთეს, ადამიანები კი გადანაშაულებენ საიდუმლო ანგარებიან ზრახვებში, მაინც გამოამჟღავნეთ სიკეთე! თუ პატიოსანი და გულახდილი ხართ, ადამიანები ხშირად მოგატყუებენ. მაინც პატიოსანი და გულახდილი იყავით! ის, რასაც წლობით აშენებდით, შეიძლება საათში დაინგრეს. მაინც აშენეთ! თუ თქვენ მოიპოვეთ უშფოთველი ბედნიერება, ბევრს შეშურდება თქვენი. მაინც ბედნიერი იყავით! სიკეთეს, რომელიც დღეს გააკეთეთ, ხვალ დაივიწყებენ, მაგრამ მაინც აკეთეთ სიკეთე! გაუზიარეთ ადამიანებს საუკეთესო რაც გაქვთ, ეს არასოდეს არ იქნება საკმარისი. და მაინც ისევ გაუზიარეთ საუკეთესო რაც გაქვთ! ბოლოს და ბოლოს ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ადამიანებს კი არა თქვენ გჭირდებათ და ღმერთს. ილოცეთ ერთად და იყავით ერთობაში! სიცოცხლე შესაძლებლობა. გამოიყენეთ იგი! სიცოცხლე ბრძოლაა. გაუძელით მას! სიცოცხლე სილამაზეა. აღფრთოვანდით მისით! სიცოცხლე ბედნიერებაა. შექმენით იგი! სიცოცხლე მოვალეობაა. აღასრულეთ იგი! სიცოცხლე ნეტარებაა. შეიგრძენით იგი! სიცოცხლე სიყვარულია. დატკბით მისით! სიცოცხლე ტრაგედიაა. გადალახეთ იგი! სიცოცხლე ოცნებაა. აისრულეთ იგი! სიცოცხლე თამაშია. გაიმარჯვეთ მასში! სიცოცხლე გამოწვევაა. მიიღეთ იგი! სიცოცხლე სიმდიდრეა. გაუფრთხილდით მას! სიცოცხლე ძალიან მშვენიერია. ნუ დაღუპავთ მას! სიცოცხლე საიდუმლოა. შეიცანით იგი! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი