სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| saskva |
Apr 7 2010, 11:13 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 13-May 08 წევრი № 4,810 |
2010 წლის 13 აპრილს, 19:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება ტაო-კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგენა.
ტაო-კლარჯეთის ტურისტული რუკის შექმნის ძირითადი მიზანია საზოგადოებაში ისტორიული ტაო-კლარჯეთის შესახებ საბაზისო ცოდნის გაღრმავება, მოგზაურობის მოყვარულთათვის უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლების მონახულების გამარტივება. ტაო-კლარჯეთის ტურისტულ რუკაზე წარმოდგენილია თურქეთში შემორჩენილი მნიშვნელოვანი ქართული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების დიდი ნაწილი. რუკაზე საექსკურსიო ობიექტების გარდა დატანილია აგრეთვე გზისპირა ძეგლები. თითოეულისათვის მოცემულია როგორც ისტორიული ქართული, ასევე თანამედროვე თურქული ტოპონიმები. რუკაზე აღნიშნულია ინფრასტრუქტურული და ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტებიც. აქვეა წარმოდგენილი ტაო-კლარჯეთის მოკლე ისტორია და ინფორმაცია ჩვიდმეტი საექსკურსიო ობიექტების შესახებ. ტურისტული რუკის წარდგინების დროს გაიმართება ტაო-კლარჯეთის ძეგლების ფოტო გამოფენა, რუკის ავტორთა ჯგუფის სიტყვით გამოსვლა, ანონსი გაუკეთდება სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებს. წარდგენაზევე იქნება ტურისტული რუკის შეძენის საშუალება. შემოსული თანხა მიზნობრივად მოხმარდება ზაფხულში ტაო-კლარჯეთში ექსპედიციის დაგეგმვასა და მოწყობას. |
![]() ![]() |
| ეკატო |
Apr 12 2010, 05:49 PM
პოსტი
#2
|
![]() ეკატერინე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
კარგი რუკაა, მე უკვე მაქვს
თუ მოვახერხე მოვალ აუცილებლად -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
saskva ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება Apr 7 2010, 11:13 PM
saskva http://i035.radikal.ru/1004/ae/e73bf5ffc4fe.jpg Apr 8 2010, 01:56 PM
ქევანა საინტერესოა :)
თუ შ... Apr 8 2010, 10:31 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2026 - 07:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი