სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Atman |
Apr 13 2010, 10:15 AM
პოსტი
#1
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
დღეს დილით გარდაიცვალა ნიკო გომელაური...
![]() ![]() ![]() მოვიხსენიოთ ლოცვებში... გავიხსენოთ მისი ლექსები... "არ ჩერდებაო დრო - ვიღაცა ბრძენმა ბრძანა და ეთანხმება ბრბო - ასე არ არის განა? როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა. დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა. ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს, ხეც მომიჭრეს ვერსად დავდებ ჰამაკს, ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს. სარკე კი მაქვს, მასში ვინც ჩანს არ მგავს. ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი, კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი, საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული, მანქანა მყავს, არ ტრიალებს რული. საათი მაქვს გატეხილი ისრით, სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით, ძაღლები მყავს, მაგრამ მე ვერ მცნობენ, ქალები მყავს, ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ. სახლ-კარი მაქვს, გასაღები არ მაქვს, სამშობლო მაქვს, გასაყიდად არ მაქვს, გავაგრძელო შევძლებ - თუმცა კმარა. ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა. ნიკო გომელაური ძალიან ნიჭიერი მსახიობია... ნიკო როგორც კარგი მსახიობი ასევე შესანიშნავი პოეტია.. ნიკო გომელაური “თავისუფალი თეატრის” ყველაზე ცნობადი სახე. მან ითამაშა მთავარი როლები სპექტაკლებში “კომედიანტები”, “პროვოკაცია”, “ტელემისტერია”,”ვოიცეკი”, “ჯინსების თაობა”, “ძმები”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “იდიოტოკრატია”. “არავისთვის აღარაა დასამალი, რომ ნიკო ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობია, ანდა როგორ გინდა დამალო, როდესაც ბოლო ათი წლის მანძილზე თუკი რამე დავდგი, თითქმის ყველაფერში მთავარი როლი მან ითამაშა. ის იმდენს თამაშობს ჩემთან, რომ მე მგონი აღარც კი იცის სხვა რეჟისორები როგორ მუშაობენ მსახიობებთან. საერთოდ, ძალიან საინტერესო და უცნაური ფენომენია „საყვარელი მსახიობი“. ერთხელ ლუის ბუნუელს ჰკითხეს რას გადაეკიდე ამ ფერნანდო რეის, ყველა ფილმში, რომ იღებო, არ ვიციო, გულწრფელად უპასუხა გენიალურმა რეჟისორმა, უბრალოდ, სცენარს, რომ ვწერ მისი სახე მიდგას თვალწინო, დაახლოებით იგივე სთქვა მასტროიანზე ფელინიმ, 8/2 ზე ხან ვის ვსინჯავდი და ხან ვისო, ლოურენს ოლივიეზეც ვფიქრობდი და თვით ჩარლი ჩაპლინზეც, მაგრამ ბოლოს ისევ მასტროიანს მივადექიო, გია დანელიამ კი ლეონოვზე თქვა ჩემი თილისმაა და იმიტომაც ყველგან მას ვიღებო. არანაირად არ ვედრები ამ გენიალურ რეჟისორებს, მე უბრალოდ რეჟისორების „ახირებაზე“ ვსაუბრობ, დღემდე ვთვლი, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი ფანტასტიური მსახიობია, მაგრამ ერთხელ მომიწია მასთან მუშაობა და მეხუთე რეპეტიციის შემდეგ ვუთხარი, ხვალ არ მცალია და ზეგ დაგირეკავთო, მას მერე ათ წელზე მეტი გავიდა და არავითარი სურვილი არ მაქვს დავურეკო, აფსოლუტურად არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო, ხმამაღლა ვიმეორებ, დღესაც ვთვლი, რომ ბატონი ოთარი ფანტასტიური მსახიობია, პრობლემა ჩემშია და არა მასში. როდესაც რეჟისორი ჩერდება რომელიმე ერთ მსახიობზე, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს,მეც ბევრი მიზეზი შემიძლია დავასახელო, რომ ნიკოსთან მეადვილება მუშაობა, რომ ნიკოს ზუსტად ესმის ჩემი ჩანაფიქრის, რომ უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს, რომ ის ძალიან კარგი მსახიობია, რომ მისი პოეტური ბუნება ზუსტად უდგება ჩემს სტილისტიკას, რომ ის ჩემი მეგობარია, რომ ნაწილობრივ ჩემი მოწაფეცაა, რომ ის. . . . აღარ გავაგრძელებ, ეს ყოველივე უკვე ყველასათვისაა ცნობილი. ჩემთვის ამ მიზეზებიდან ერთია მთავარი: -როდესაც ის სცენაზე დგას - მე ვდგავარ სცენაზე! -როდესაც მას სტკივა, ეს მე მტკივა! -როდესაც ის ბედნიერია, ეს მე ვარ ბედნიერი! ნიკო ჩემი ალტერ-ეგოა!” ავთო ვარსიმაშვილი (ფრაგმენტი გამოუქვეყნებელი წიგნიდან ”შავ-თეთრი წიგნი ბევრი სათაურით”) -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
| damiane80 |
Apr 13 2010, 11:11 AM
პოსტი
#2
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ერთი ლექსია მართლაც კარგი, აი იუდაც მიერ ქრისტეს გაცემაზე. ია არის ერთი პასაჟი ასეთი, რომ არა მხოლოდ ვერცხლისთვის გასცა იუდამ ქრისტე, არამედ "თავის სიმცირეს ვერ მოერია"-ო... მართლა შესანიშნავი მიგნება არ არის?
ეს ლექსი თუ ვინმეს შეგიძლიათ დადოთ, კარგი იქნება ძალიან. |
Atman ნიკო გომელაური Apr 13 2010, 10:15 AM
Atman http://www.youtube.com/watch?v=dvgBVONpaKA... Apr 13 2010, 10:32 AM
მხევალი ნინო ამ დილას მოვსიმნიმ... Apr 13 2010, 10:38 AM
კანუდოსელი ძალიან დამწყდა გულ... Apr 13 2010, 10:45 AM
marine ღმერთმა აცხონოს :( ძ... Apr 13 2010, 11:05 AM
თამარი_ცქნაფო
ერთი ლექსია მართლ... Apr 13 2010, 12:42 PM
damiane80
როგორი იყო ? . . აბა ... Apr 13 2010, 04:39 PM
თიბეა . Apr 13 2010, 11:28 AM
newbie :( ძალიან სწყენია,
ა... Apr 13 2010, 11:54 AM
tamuna m ვაი, რა საწყენია! :(... Apr 13 2010, 12:49 PM
lingvo აცხოვნოს უფალმა. Apr 13 2010, 01:04 PM
T.L. ძალიან დამწყდა გულ... Apr 13 2010, 01:05 PM
sable აცხონოს უფალმა! Apr 13 2010, 01:24 PM
მაშიკო ღმერთმა აცხონოს.
ხ... Apr 13 2010, 01:29 PM
k@the როგორ მეწყინა, რა უ... Apr 13 2010, 01:29 PM
მაშიკო k@the
სიმსივნე ჰქონდა ... Apr 13 2010, 01:31 PM
k@the მაშიკო
მადლობა მაშ... Apr 13 2010, 01:59 PM
ქევანა ღმერთმა აცხოვნოს მ... Apr 13 2010, 02:57 PM
terra არ მომწონდა, მაგრა... Apr 13 2010, 03:00 PM
აკაკი ეხ.. ღმერთMა დაუმკვი... Apr 13 2010, 03:06 PM
აბე აცხოვნოს უფალმა! Apr 13 2010, 03:24 PM
lamara დღეს, იმედის დილის ... Apr 13 2010, 03:27 PM
აბე
იმის გამოც მქონდა ... Apr 13 2010, 03:31 PM
ნონა ძალიან დამწყდა გულ... Apr 13 2010, 06:27 PM
kato_Bato ცრემლები მომერია..
... Apr 13 2010, 06:31 PM
KAIROS რატომ დაიღუპა ასეთ... Apr 13 2010, 06:46 PM
ნონა
რამდენადაც ვიცი ფ... Apr 13 2010, 07:03 PM
iisperiTOVLI აცხოვნოს ღმერთმა... Apr 13 2010, 07:19 PM
სოფი ძალიან დამწყდა გულ... Apr 13 2010, 08:11 PM
ლურჯი ბუ ეეეჰ....
ნათელში ამყ... Apr 13 2010, 08:18 PM
თემო w0ViRF_ATjI&feature Apr 13 2010, 08:53 PM
კესო ღმერთმა აცხონოს :cray: Apr 13 2010, 08:59 PM
Rati_Van_Bakuradze ეჰ :( ასეთი ხალხი სი... Apr 13 2010, 09:48 PM
თამარი_ცქნაფო http://nikogomelauri.ge/ Apr 13 2010, 10:14 PM
ა ნ უ კ ა ძალიან დამენანა :( ა... Apr 13 2010, 10:35 PM
თამარი_ცქნაფო
ძალიან დამენანა :( ... Apr 14 2010, 03:16 PM
კობა რაც ჰქონდა მისცა თ... Apr 14 2010, 12:46 AM
ალექსანდრე ღმერთმა აცხონოს Apr 14 2010, 12:47 AM
კობა ქალის არ მესმის
ვბ... Apr 14 2010, 12:51 AM
ნანინა აუ ძალიან მწყინა :use... Apr 14 2010, 10:58 AM
ნონა რაც ჰქონდა მისცა თ... Apr 14 2010, 11:59 AM
kiki არ მჯერა, მაგრამ ფა... Apr 14 2010, 02:18 PM
marine ძალიან უნდოდა სიცო... Apr 14 2010, 02:19 PM
Atman http://s61.radikal.ru/i172/1004/a6/cb79dcf91051.jp... Apr 30 2010, 01:52 PM
tinatin-i ძალიან მიყვარდა და... Oct 9 2010, 10:34 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2026 - 07:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი