სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Atman |
Apr 13 2010, 09:01 PM
პოსტი
#1
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
თქვენის ნებართვით გავხსენი ცალკე თემა ვედურ ცოდნასთან დაკავშირებით. და ვეცდები მთელი ჩემი "სიბრძნის" კონცენტრაცია ამ ერთ თემაში მოვახდინო
პირველ რიგში განვმარტავ, რომ ვედები არის სანკრიტზე დაწერილი უძველესი წიგნები, რომლებიც ძველად სიტყვიერად გადაეცემოდა მოძღვრიდან მოწაფეს, დაახლოებით 5000 წლის წინ (ანუ კალი იუგის დასაწყისში) კი ჩაიწერა (რადგანაც ადამიანის გონება დეგრადირდა და მაგდენ ცოდნას ზეპირად ვერ დაიტევდა). ვედები როგორც ასეთი ერთი წიგნი არაა. იგი არის წიგნთა კრებული (ისევე როგორც ბიბლია) და მასზე დაფუძნებულია მრავალი რელიგია და მიმართულება. თუ სურვილი იქნება ვედების წარმოშობის ისტორიას და მორფოლოგიას უფრო განვავრცობ. მანამდე კი დავდებ ილუსტრაციებს ვედური ლეგენდებიდან: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
| Atman |
Apr 14 2010, 10:10 AM
პოსტი
#2
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
მოდერატორს ვთხოვ გაასუფთავოს თემა ოფებისგან და იმ პოსტებისგანაც, რომლებიც ვედებს ეხება, მაგრამ არასერიოზულია. ვუპასუხებ მხოლოდ იმ კითხვებს რომლებიც სერიოზულია. საღადაოდ არ გამიხსნია ეს თემა და თუ გაინტერესებთ სერიოზულად ვიმსჯელოთ. ვინც წინასწარვე განწყობილია კრიტიკისთვის და უბრალოდ "აინტერესებს" რა "სისულელეებს" წერს ატმანი, ვთხოვ საერთოდ ნუ შემოვა ამ თემაში.
ვიწყებ ვედების უფრო ვრცელ განხილვას. ვამბობ იმას რაც ვედებში წერია: ვედების წარმოშობა და მორფოლოგია სიტყვა "ვედა" სანსკრიტულია და ნიშნავს ცოდნას. ძველად მთელ დედამიწაზე არსებობდა ვედური ცივილიზაცია და სანსკრიტი იყო ძირითადი ენა (არსებობდა სანკრიტის 84 დიალექტი). ახლა ბევრი ერი იჩემებს რომ ვედები მათია, ინდოელები, სლავიანები, (გერმანელებიც იჩემებდნენ) და კიდევ ბევრი, მაგრამ სინამდვილეში ვედები არავისი არაა. ეს არის მარადიული ცოდნა, რომელიც ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, მაგრამ ხან მეტისთვის იქნება მისაწვდომი, ხან ნაკლებისთვის. სხვათა შორის რუსული და განსაკუთრებით უკრაინული ენა ძალიან გავს სანსკრიტს. სიტყვა "вера" სინამდვილეში იშიფრება როგორც "веденые ра". "ра" კი აღნიშნავს სინათლეს, როგორც მზის, ასევე ღვთაებრივს. სინათლე და ცოდნა კი ერთი და იგივეა არსით (გა-ნათლება). ვედური ცივილიზაციის და ვედური ცოდნის ნაშთები და ნაწილები მცირედ თუ მეტად ყველა ერშია შემორჩენილი, იმიტომ რომ როგორც უკვე ავღნიშნე ძალიან ძველად დედამიწაზე არსებობდა ერთი მთლიანი ცივილიზაცია ერთი ენით და წარმოიდგინეთ ერთი მეფითაც კი... ვედები ჩაიწერა პალმის ფოთლებზე, რადგან ასეთი სახით ნაწერი მრავალი ათასი წელი ინახება. არსებობს ადგილი ჰიმალაებში (ბადარიკაშრამა) სადაც ინახება მრავალი ასეთი ტექსტი. ასევე მრავალი ტექსტი ინახება ინდოეთში. ყველა ეს ტექსტი დაახლოებით 5000 წლის წინ, დვაპარა იუგის დასასრულისა და კალი იუგის დასაწყისის ზღვარზე ჩაწერილ იქნა დიდი ბრძენის "ვიასადევას" მიერ. ის ცხოვრობდა განგასა და იამუნას გადაკვეთის ადგილას (თანამედროვე ინდოეთის ტერიტორია). მან გაყო ვედები ოთხ ნაწილად: რიგ ვედა, სამა ვედა, იაჯურ ვედა და ადჰარვა ვედა. თვითოეული ამ ვედისთვის გამოიყო თითო მოსწავლე, რომლებსაც უნდა გაევრცელებინათ ეს ვედები ცივილიზირებულ ხალხში. უფრო კონკრეტულად: ბრაჰმანებში (ე.წ. ინტელექტუალები) და ქშატრიებში (მმართველები, "პოლიტიკოსები" მხედართმთავრები და მეომრები) (ზედა ორი კასტა). რიგ ვედა ნიშნავს რიტუალებს. იგი ვედა ყველაზე დიდია ვედებიდან და მოიცავს 10522 ლექსს (მანტრას). შედგება 3 თავისგან, რომლებსაც ეწოდება მანდალები. აქ არის ისეთი ნახევარღმერთების დიდება და საგალობლები, როგორებიც არიან ინდრა (ბერძნულ მითოლოგიაში ზევსად ცნობილი), აგნი - ცეცხლის სტიქიის განმგებელი ნახევარღმერთი (სხვათა შორის კერპი, რომელსაც ერქვა "აგონა" მესხებსაც ყავდათ), სურიას (მზეს)... რიგ ვედას მეათედი ნაწილი მაგიური შელოცვებია. ეს ცოდნა გადაეცემოდათ მხოლოდ ბრაჰმანებს (მაღალი მორალით). სამა ვედა მოიცავს ლოცვებს და ჰიმნებს სხვადასხვა ცერემონიებისთვის. იგი ყველაზე მცირე მოცულობისაა ვედებიდან და შედგება 1549 ლექსისგან. იაჯურ ვედა (იაჯურ ნიშნავს მსხვერპლშეწირვას. არ იგულისხმება ცოცხალი ორგანიზმების შეწირვა. ძირითადად სწირავდნენ ცეცხლს, კოცონში ასხამდნენ ერბოს, რომელიც როგორც ვედებში წერია ყველაზე სუფთა ცეცხლს წარმოშობს (იგივე პრინციპი რაც სანთლის დანთება ჩვენს ტრადიციაში)). იაჯურვედა არის სახელმძღვანელო მღვდელმსახურებისთვის. ადჰარვა ვედა (ადჰარვა ნიშნავს მღდელმსახურს) შედგება 6000 ლექსისგან. აქ არის რჩევები და წესები მანტრების წარმოთქმისათვის, რათა მივიღოთ მისტიკური ეფექტი. (ვედურ ცივილიზაციაში ცეცხლს მანტრით, ანუ ბგერითი ვიბრაციით ანთებდნენ და არა ასანთით ან მითუმეტეს კვეს-აბედით მანტრებითვე ხდებოდა სხვადასხვა დაავადებებისგან განკურნებაც. ანუ ბგერა იყო მათი მთავარი ინსტრუმენტი და იარაღი. ადჰარვა ვედაში იყო ასევე საბრძოლო მანტრებიც. დაცვისთვისაც (კავაჩები) და თავდასხმისთვისაც. ვედებში მოცემულია ისეთი ცოდნაც, რაც თანამედროვე მეცნიერებას თავისი მიღწევა და მონაპოვარი ჰგონია. მაგალითად რიგ ვედაში არის აღწერილი პროთეზირების ტექნიკისა. ანუ ამა თუ იმ ორგანოს ჩანაცვლებისა. (მაგალითად შეეძლოთ სრულიად დაზიანებული თვალის ახლით ჩანაცვლებაც კი). მაჰაბჰარატაში აღწერილია ქრომოსომების რაოდენობა. ვედებშია აღწერილი ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკაც. აღწერილია მიკროორგანიზმების თვისებები. ძილის ფიზიოლოგია (სიზმარხილვის ტექნიკა). სინათლის სიჩქარე (რიგ ვედა), სატურნის უკან მდგომი პლანეტები (აღწერილია მაჰაბჰარატაში). კოსმიური მოგზაურობები. გრავიტაციის ძალა და გრავიტაციული ველების სახესხვაობები (აღწერუილია პრაშნა უპანიშადში). ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სინათლის თვისებები. მაჰაბჰარატაში აღწერილია ატომური იარაღის 96 სახეობა. სანსკრიტულად ეწოდება "ბრაჰმასტრა" (დჰანურ ვედა (საბრძოლო ხელოვნებები რომლებსაც დიდი გულმოდგინებით ეძებდა ჰიტლერი ჰიმალაებში მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მიაგნო)). ბრაჰმასტრა ძალიან განსხვავდება თანამედროვე ატომური იარაღისგან. იმის მიხედვით, თუ რა მანტრას იტყოდა მებრძოლი, ამორჩევით შეეძლო დაეზიანებინა კონკრეტული ჯარი ან კონკრეტულად ერთი ადამიანი. უფრო მეტიც რაღაც ტერიტორიაზე შეეძლო მხოლოდ მამაკაცთა სქესი მოესპო და ქალები დაეტოვებინა (მებრძოლისთვის ქალის მოკვლა დიდი დანაშაული იყო, და ბრძოლებიც ბრძოლის ველზე ხდებოდა და არა ქალაქებში ან სოფლებში). რიგვედაში და რამაიანაში აღწერილია საფრენი აპარატები (ვიმანიკა შასტრა). ვედებში წერია რჩევები და რეკომენდაციები არა მარტო სულიერი, არამედ მატერიალური განვითარებისთვისაც. აქ შეხვდებით ყველანაირ ტექნიკას ხელოვნებიდან დაწყებული მედიცინით (აიურვედა) დამთავრებული. კამა სუტრაც ვედების ნაწილია და "ხორციელი" სიყვარულის ხელოვნებას შეეხება, მაგრამ რატომღაც თარგმნეს მხოლოდ ის, რომელიც ყველაზე "პორნოგრაფიულია", ხოლო კამა სუტრის უფრო მეტი ნაწილი, რომელიც აღწერს ნატიფ ინტიმურ საიდუმლოებებს (ფსიქოლოგიურს და ესთეტიკურს) არ უთარგმნიათ. რიგვედის ნაწილია უპავედა, რომელშიც შედის აიურვედა (ვედური მედიცინა). აიურვედაც 3 ნაწილადაა დაყოფილი. მურნალობა ადამიანებისა, რომლებიც იმყოფებიან უმეცრების მოდუსში, ვნების მოდუსში და სათნოების მოდუსში. (იმის მიხედვით თუ როგორი ნებისყოფა და როგორი გონება აქვს ავადმყოფს). სათნოების გუნაში მყოფ ადამიანებს სთავაზობდნენ სუნთქვით ვარჯიშებს, დიეტებს და ა.შ. ვნების მოდუსში მცენარეულ წამლებს და ა.შ. იაჯურვედას ერთ-ერთი უპავედაა დჰიანურ ვედა, სადაც აღწერუილია ბრძოლის და სახელმწიფოს მართვის წესები და კანონები. ვედების წყობაში არის სხვა კლასიფიკაციაც (რომლებიც განისაზღვრება ლექსების ფუნქციებით): სამჰიტები, ბრაჰმანები, არანიაკები და უპანიშადები. სამჰიტები - მოცემული ვედის (მაგალითად რიგ ვედის) ყველა ლექსის კრებული. მათი ფუნქციაა, რომ ისინი შეისწავლონ მოსწავლეებმა. ბრაჰმანები - გადმოცემენ ისტორიას და საიდუმლო ეზოთერულ მნიშვნელობას ამა თუ იმ მანტრის ან მსხვერპლშეწირვისა. არანიაკები - ვედების ფარული მიზანი (ფარული ძალა მოცემული მსხვერპლშეწირვებისა). არანიაკები შეისწავლებოდა საიდუმლოდ ტყეში, მხოლოდ განდობილ მოსწავლეებზე. ანუ ეს ეხება იმ მანტრებს, რომლებიც საიდუმლოა და მხოლოდ მორალურად მაღალგანვითარებულ ადამიანებს ესწავლებოდათ. უპანიშადები - მანტრების და რიტუალების ფილოსოფიური ცოდნა. არსებობს ასევე ტექსტი, სადაც მოცემულია მოკლე ცოდნა ყველა უპანიშადზე (ანუ ყველა ფილოსოფიური ცოდნის ნაღები) და ეს ცოდნა მიუწვდომელია იმ ადამიანისთვის, ვინც მხოლოდ ტექნიკურ და მატერიალურ მხარეს ეძებს ვედებში (ეს მიუწვდომლობა თავისთავად ხდება და არა განზრახ). ასეთია ბჰაგავად-გიტა, რომელსაც ვედების მარგალიტს ეძახიან და მისი გაგება მხოლოდ მაღალი ინტელექტის და მორალის ადამიანებს შეუძლიათ. ასევე ნაწარმოებები: მაჰაბჰარატა და რამაიანა. კიდევ არსებობს 18 პურანა (პურანა ნიშნავს სავსეს, მთლიანს, ასევე უძველესს). ეს 18 პურანა დაყოფილია 3 ნაწილად. ექვს-ექვსი პურანა, რომლებიც განკუთვნილია უმეცრების მოდუსში, ვნების მოდუსში და სათნოების მოდუსში მყოფი ადამიანებისთვის (უმეცარი ადამიანები ვედურ კულტურაშიც არსებობდნენ). სათნოების გუნას (სატვა გუნას) მიეკუთვნება ბჰაგავატა პურანა (მაჰაპურანა): ეს არის შრიმად ბჰაგავატამი, რომელიც შედგება 12 სიმღერისგან (ბევრი მათგანი თარგმნილია ინგლისურადაც და რუსულადაც). აქ შედის ვიშნუ პურანები, ნარადა პურანები და ა.შ. ეს პურანები განკუთვნილია მათთვის ვინც ერთიან უზენაეს ღმერთს სცემს თაყვანს. ვნების გუნაში (რაჯა გუნაში) მყოფი ადამიანებისთვისაა პურანები (ანუ ადამიანებისთვის, რომლებიც აზროვნებენ ასე: ჩემი ღმერთი, შენი ღმერთი და ა.შ.): ბრაჰმა პურანა, (ბრაჰმას ერთერთი სახელია სვარგა (სლავიანები ეთაყვანებოდნენ "сварог"-ს რომელიც იგივე ბრაჰმაა (ნახევარღმერთი)) უმეცრების გუნაში (ტამა გუნაში (აქედან მოდის "тма" - სიბნელე) მყოფი ადამიანებისთვის ტამა პურანა: მათთვის არსებობს ნაწარმოებები, რომლებითაც შეიძლება შივას თაყვანისცემა: შივაპურანები, ლინგაპურანები, მატსიაპურანა (ამ პურანაშია ოქროს თევზის ამბავი (ტრახ-ტიბიდოხ-ტიბიდოხ ასევე არსებობს 18 უპაპურანა (ქვეპურანა), რომლებიც ხსნიან პურანების ლექსებს უფრო გასაგებად. ასევე არსებობს სუტრები (აფორიზმები), რომლებშიც ჩადებულია აზრობრივი, ფილოსოფიური და მათემატიკური კოდები. (კამასუტრა არის სუტრების ის ნაწილი, რომლებიც უმეცრებისთვისაა განკუთვნილი და მათგანაც ყველაზე უმეცრების გუნაში მყოფი სუტრები თარგმნეს მხოლოდ, თანაც თარგმნეს არასწორად, ინტერპრეტაციებით და შევსებებით ვედებში იკვეთება ერთგვარი ხაზი, თუ როგორ აიყვანოს ადამიანი გრძნობისმიერი (მათ შორის სექსუალური სურვილებიდან) კამასუტრიდან ვედანტა სუტრამდე. ვედანტა სუტრა არის მთელი ვედური ცოდნის არსი, ნაღები და საბოლოო მიზანი (ასეთი სუტრებია რა თქმა უნდა ბჰაგავად-გიტაში და შრიმად ბჰაგავატამში). -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman ვედები Apr 13 2010, 09:01 PM
თემო Atman
კი Apr 13 2010, 09:05 PM
Atman თემო
კარგი. მოგვია... Apr 13 2010, 09:06 PM
თემო Atman
ეგ რომელ საუკუნ... Apr 13 2010, 09:08 PM
Atman თემო
ზუსტი თარიღი ... Apr 13 2010, 09:24 PM
damiane80 რადგან აქ ახდენ კო... Apr 13 2010, 09:43 PM
Atman damiane80
ვედებს. რომელ... Apr 13 2010, 09:49 PM
თემო Atman
თემას გააგრძელე... Apr 13 2010, 09:52 PM
ნონა
აქ შენივე სიტყვებ... Apr 13 2010, 09:54 PM
Atman თემო
დღეს აღარ.
ნო... Apr 13 2010, 09:57 PM
ნონა
ეეე რა გჭირს, გველე... Apr 13 2010, 10:02 PM
terra
[url=http://www.radikal.ru][img]http://i079.radik... Apr 13 2010, 10:04 PM
Atman ნონა
მითი რომ ლაკო... Apr 13 2010, 10:06 PM
ნონა
[url=http://www.radikal.ru][img]http://s003.radi... Apr 13 2010, 10:07 PM
Atman ნონა
მარცხენა კაც... Apr 13 2010, 10:08 PM
ლურჯი ბუ ის ლურჯი, მამრია ხო... Apr 13 2010, 10:11 PM
ნონა
მითის მთავარი მახ... Apr 13 2010, 10:13 PM
ლურჯი ბუ
ანუ ლურჯია ხო ქალი?... Apr 13 2010, 10:19 PM
abo დავაკვირდეთ, აღმოს... Apr 13 2010, 10:32 PM
ნონა
მკერდიანი ლურჯია ... Apr 13 2010, 10:33 PM
A.v.B რა სიბრძნე ? :D კაცს ... Apr 14 2010, 12:50 AM
ლურჯი ბუ B)-->
Atman ახლა განვიხილავ ვე... Apr 14 2010, 11:30 AM
Atman ორიოდ სიტყვას ვიტყ... Apr 14 2010, 11:56 AM
Atman "ბჰავიშტია პურან... Apr 14 2010, 12:35 PM
terra
[b]"ბჰავიშტია პურა... Apr 14 2010, 01:58 PM
Iona Atman
ვედებს რამე მუს... Apr 14 2010, 12:42 PM
აკაკი Atman
შემდეგ?... კარგი ჰ... Apr 14 2010, 01:00 PM
ქევანა Atman
ჰმ,
მთელ დედამიწ... Apr 14 2010, 02:13 PM
აკაკი ერთი ეს მაინტერესე... Apr 14 2010, 02:16 PM
Atman Iona
ვერ მივხვდი რას ... Apr 14 2010, 03:39 PM
terra
კარგით რა ხალხო ცო... Apr 14 2010, 03:46 PM
აკაკი კი მაინტერესებს და... Apr 14 2010, 03:45 PM
Atman აკაკი
დავდო რა, გამ... Apr 14 2010, 03:51 PM
აკაკი Atman
კარგი არ გინდა, რ... Apr 14 2010, 04:10 PM
Atman აკაკი
შენ არ შემოი... Apr 14 2010, 04:13 PM
აკაკი ოკ მაშინ კეტონალის... Apr 14 2010, 04:15 PM
Atman აკაკი
ვთარგმნი ახ... Apr 14 2010, 04:16 PM
ქევანა Atman
ეხლა გეტყვი რა მ... Apr 14 2010, 04:20 PM
Atman ქევანა
რაც უფრო წმ... Apr 14 2010, 04:37 PM
Atman აკაკი
ვერ ვპოულობ ... Apr 14 2010, 04:47 PM
Atman ესეც კრშნას სურათე... Apr 14 2010, 04:58 PM
Atman http://i018.radikal.ru/1004/b2/4598a6311bb7.jpg
... Apr 14 2010, 08:53 PM
აკაკი გვეკაიფები ტო ? :D Apr 14 2010, 08:58 PM
ikanosi
ეს როგორ დავიჯერო ... Apr 14 2010, 09:00 PM
Atman აკაკი
რა ვქნა მე კი... Apr 14 2010, 09:02 PM
ikanosi Atman
მარცვალიც ვერ ვნ... Apr 14 2010, 09:03 PM
Atman ikanosi
მაგრამ ვერც იმა... Apr 14 2010, 09:05 PM
ikanosi Atman
ესეც ჯერათ? :D Apr 14 2010, 09:09 PM
A.v.B
Atman
ესეც ჯერათ? :D
ჯე... Apr 14 2010, 09:15 PM
აკაკი ikanosi
ხო ბევრი თავი აქ... Apr 14 2010, 09:10 PM
Atman ikanosi
მაგდენი არ ვიც... Apr 14 2010, 09:11 PM
abo როცა სამყარო საზღვ... Apr 14 2010, 09:12 PM
ikanosi რა მინდა კიდევ გკი... Apr 14 2010, 09:13 PM
Atman abo
ერთი მხრივ ეგრეა... Apr 14 2010, 09:21 PM
abo არა ასე ნუ შევეკით... Apr 14 2010, 09:21 PM
Atman A.v.B
რისი ექსპერიმე... Apr 14 2010, 09:24 PM
abo
ეს არ მევასა
აბო. Apr 14 2010, 09:25 PM
აკაკი Atman
და როდისო? როდის ... Apr 14 2010, 09:25 PM
Atman გავაგრძელო ხვალ ეგ... Apr 14 2010, 09:27 PM
ikanosi Atman
სიმართლე გითხრა ... Apr 14 2010, 09:29 PM
Atman ikanosi
ღმერთი ერთია ვ... Apr 14 2010, 09:31 PM
ikanosi Atman
მახსოვს იძახოდი ... Apr 14 2010, 09:34 PM
abo ჩვენ ხომ დედამიწაზ... Apr 14 2010, 09:37 PM
Atman ერთი ისტორიაა ვედე... Apr 14 2010, 09:42 PM
ikanosi
ჩვენ რა გამოვდივა... Apr 14 2010, 09:42 PM
Atman ikanosi
ჩვენც ჯივატმებ... Apr 14 2010, 09:46 PM
ikanosi
არ მომწონს რაღაც ე... Apr 14 2010, 09:51 PM
Atman ikanosi
ჯივ-ატმა ნიშნავ... Apr 14 2010, 10:06 PM
ikanosi
რატომ მითოლოგიაში... Apr 14 2010, 10:07 PM
Atman
ჩემთვის მითი და რე... Apr 14 2010, 10:10 PM
ikanosi ნახევარღმერთები კ... Apr 14 2010, 10:14 PM
Atman
ვისაც მატერიალურ... Apr 14 2010, 10:19 PM
აბე Atman
ალბათ მე ერთ-ერთ... Apr 14 2010, 11:48 PM
ა ნ უ კ ა ვაიმე რაღაცას დავწ... Apr 15 2010, 01:06 AM
terra
ვაიმე რაღაცას დავ... Apr 15 2010, 01:39 AM
Atman აბე
ვედები არის ცო... Apr 15 2010, 06:54 AM
ikanosi
:D :D :D ეს მთლად ზღაპ... Apr 15 2010, 08:49 AM
Atman ikanosi
რა ზღაპარიც არ ... Apr 15 2010, 09:09 AM
Atman ვაგრძელებ ვედური კ... Apr 15 2010, 11:00 AM
Iona
კი მელოდიებს
რაკ... Apr 15 2010, 11:33 AM
Atman ახლა ცოტას ვისაუბრ... Apr 15 2010, 11:57 AM
Iona Atman
და ანგელოზებზე ... Apr 15 2010, 12:01 PM
Atman Iona
როგორც ვთქვი ვედ... Apr 15 2010, 12:03 PM
sable
Iona
ხოლო დემონებს ჰ... Apr 15 2010, 12:53 PM
Atman Iona
აქაა რამდენიმე ვ... Apr 15 2010, 12:48 PM
Atman sable
დევა არიულ კულტ... Apr 15 2010, 01:20 PM
sable
sable
დევა არიულ კულტ... Apr 15 2010, 01:25 PM
Atman sable
გასაგებია. დაპი... Apr 15 2010, 01:34 PM
sable
[b]sable
გასაგებია. დაპ... Apr 15 2010, 05:33 PM
Iona Atman
ომ ნამო პჰაგავა... Apr 15 2010, 01:47 PM
Atman Iona
ომ მარცვალია, რო... Apr 15 2010, 01:54 PM
Iona
ანუ კრიშნა არის ღ... Apr 15 2010, 02:10 PM
Atman Iona
ღვთისშვილი არა, ... Apr 15 2010, 02:15 PM
Iona Atman
კაი ნუ გავრცელდ... Apr 15 2010, 02:23 PM
Atman Iona
იგი ისევე უბიწო... Apr 15 2010, 02:33 PM
Iona
დეჯა ვიუ არ დაემარ... Apr 15 2010, 02:44 PM
Atman
:lol: :lol: :lol: Apr 15 2010, 03:21 PM
Atman გაუგებრობა რომ არ ... Apr 15 2010, 04:43 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th December 2025 - 02:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი