![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
თქვენის ნებართვით გავხსენი ცალკე თემა ვედურ ცოდნასთან დაკავშირებით. და ვეცდები მთელი ჩემი "სიბრძნის" კონცენტრაცია ამ ერთ თემაში მოვახდინო
![]() პირველ რიგში განვმარტავ, რომ ვედები არის სანკრიტზე დაწერილი უძველესი წიგნები, რომლებიც ძველად სიტყვიერად გადაეცემოდა მოძღვრიდან მოწაფეს, დაახლოებით 5000 წლის წინ (ანუ კალი იუგის დასაწყისში) კი ჩაიწერა (რადგანაც ადამიანის გონება დეგრადირდა და მაგდენ ცოდნას ზეპირად ვერ დაიტევდა). ვედები როგორც ასეთი ერთი წიგნი არაა. იგი არის წიგნთა კრებული (ისევე როგორც ბიბლია) და მასზე დაფუძნებულია მრავალი რელიგია და მიმართულება. თუ სურვილი იქნება ვედების წარმოშობის ისტორიას და მორფოლოგიას უფრო განვავრცობ. მანამდე კი დავდებ ილუსტრაციებს ვედური ლეგენდებიდან: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ორიოდ სიტყვას ვიტყვი ვედურ წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც შეეხება კალი იუგას:
კალი იუგის დამახასიათებელი ნიშნებია: ლოთობა, არაკანონიერი სქესობრივი კავშირები, ცხოველთა მოკვლა და მათი ჭამა და აზარტული თამაშები. ადამიანებს უმცირდებათ სიცოცხლის ხანგრძლივობა, მეხსიერება, ჯანმრთელობა, მორალური და რელიგიური პრინციპები. საზოგადოებაში იქნება ე.წ. "განათლებული" ადამიანების ოთხი ტიპი: "ვედა-ვადა-რაგები" - ადამიანები რომლებიც შეისწავლიან და სხვებს ასწავლიან ვედებს (არსწორი მიზნებისთვის და სპეკულაციებისთვის). ისინი უარყოფენ პურანების ჭეშმარიტებას. თავისებურ კომენტირებას უკეთებენ ვედურ ტექსტებს. არ იციან ვედების ჭეშმარიტი მიზანი. ყურს არ უგდებენ ვედების ავტორიტეტულ უძველეს მიმდევრებს და ისეთ კომენტარებს უკეთებენ ვედებს, როგორც თვითონ აწყობთ. ისინი წაიყვანენ ადამიანებს არა ღმერთისკენ, არამედ უმეცრებისენ. "მაია-პახრიტა-გიანები" თვითმარქვია "ღმერთები", სენსორები (ექსტრასენსები). დამოკიდებულნი იქნებიან მხოლოდ ფულზე. თავს ღმერთად, ღმერთის რომელიმე ავატარად ან მესიებად აღიარებენ. იქნებიან გავლენიანებიდა მოიპოვებენ დიდ ავტორიტეტს ხალხთა შორის. აღწერილია სამი ადამიანი, რომელიც მცოდნედ წარმოგვიჩენს თავს, სინამდვილეში კი დემონები არიან. ესენია: "მარქშა" (ალბათ მარქსი), "დარვინა" და "ხრეიდა" (ალბათ ფროიდი). "ასურა-ბჰავამ" ანუ დემონები, ათეისტები (ასურა ნიშნავს დემონს), რომლებიც შექმნიან პრინციპს: "არ შეიძლება, მაგრამ თუ ძალიან გინდა შეიძლება!" მატერიალური მოთხოვნილებების გაძლიერებასთან ერთად ცვლიან კანონებს. ფართო გზას აძლევენ მატერიალური და გრძნობისმიერი სურვილების ასრულებას. "ნართჰამები" ავტორიტეტული სახელმწიფოს მმართველები, რომლებიც უკანონოდ ცხოვრობენ, თავად იგონებენ კანონებს და თავად არ ასრულებენ მათ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 06:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი