![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
თქვენის ნებართვით გავხსენი ცალკე თემა ვედურ ცოდნასთან დაკავშირებით. და ვეცდები მთელი ჩემი "სიბრძნის" კონცენტრაცია ამ ერთ თემაში მოვახდინო
![]() პირველ რიგში განვმარტავ, რომ ვედები არის სანკრიტზე დაწერილი უძველესი წიგნები, რომლებიც ძველად სიტყვიერად გადაეცემოდა მოძღვრიდან მოწაფეს, დაახლოებით 5000 წლის წინ (ანუ კალი იუგის დასაწყისში) კი ჩაიწერა (რადგანაც ადამიანის გონება დეგრადირდა და მაგდენ ცოდნას ზეპირად ვერ დაიტევდა). ვედები როგორც ასეთი ერთი წიგნი არაა. იგი არის წიგნთა კრებული (ისევე როგორც ბიბლია) და მასზე დაფუძნებულია მრავალი რელიგია და მიმართულება. თუ სურვილი იქნება ვედების წარმოშობის ისტორიას და მორფოლოგიას უფრო განვავრცობ. მანამდე კი დავდებ ილუსტრაციებს ვედური ლეგენდებიდან: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
"ბჰავიშტია პურანაში" მოყვანილია წინასწარმეტყველება, რომელიც ეხება იესოს:
აღწერილია მაჰარაჯა (ანუ დიდი მეფე) "შალვაჰანა" რომელიც მოგზაურობს ჰიმალაებში და მაღლა მთებში ის ხვდება თეთრებში გამოწყობილ "სადჰუს" (სადჰუ ნიშნავს წმინდანს, ღმერთის ერთგულს). მეფე ეკითხება ვინაობას, და ის პასუხობს (სანსკრიტზე): "იშა პუტრა ჩან მან ვიდჰი, კუმარი გარბჰი სანბჰავამ, აჰამ ისამ ასიჰი ნამაჰა" (ზუსტი სანსკრიტის დადება გამიჭირდება, მაგრამ ქართული ასოებით ასე ჟღერს. თარგმანი ასეთია: "მე ვარ ძე ღვთისა, შობილი ქალწულისგან და შენ უნდა იცოდე ეს. ადამიანები მიწოდებენ მე "იესო მესიას". ვედებში ასევე რამდენიმე ადგილას არის მოხსენიებული იესოს (იშას, იეშუას) მისიის შესახებ. ასევე მას უწოდებენ "კრშტოშას" ("კრშ" ნიშნავს ყოვლისმიმზიდველს (ღმერთის ერთ-ერთი სახელი სანსკრიტზე, ხოლო "ტოშა" ნიშნავს დაკმაყოფილებას, ანუ ის ვინც აკმაყოფილებს (ემსახურება) ღმერთს, ასევე ნიშნავს ღმერთის მიერ მირონცხებულს). -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 06:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი