![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
თქვენის ნებართვით გავხსენი ცალკე თემა ვედურ ცოდნასთან დაკავშირებით. და ვეცდები მთელი ჩემი "სიბრძნის" კონცენტრაცია ამ ერთ თემაში მოვახდინო
![]() პირველ რიგში განვმარტავ, რომ ვედები არის სანკრიტზე დაწერილი უძველესი წიგნები, რომლებიც ძველად სიტყვიერად გადაეცემოდა მოძღვრიდან მოწაფეს, დაახლოებით 5000 წლის წინ (ანუ კალი იუგის დასაწყისში) კი ჩაიწერა (რადგანაც ადამიანის გონება დეგრადირდა და მაგდენ ცოდნას ზეპირად ვერ დაიტევდა). ვედები როგორც ასეთი ერთი წიგნი არაა. იგი არის წიგნთა კრებული (ისევე როგორც ბიბლია) და მასზე დაფუძნებულია მრავალი რელიგია და მიმართულება. თუ სურვილი იქნება ვედების წარმოშობის ისტორიას და მორფოლოგიას უფრო განვავრცობ. მანამდე კი დავდებ ილუსტრაციებს ვედური ლეგენდებიდან: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
Atman
ციტატა ძველად მთელ დედამიწაზე არსებობდა ვედური ცივილიზაცია და სანსკრიტი იყო ძირითადი ენა ჰმ, მთელ დედამიწაზე ერთი ცივილიზაცია? დასტურდება მაინცა არქეოლოგიური გათხრებით ან რამე არტეფაქტებით? ოღონდ არ მითხრა რომ მეცნიერება მატერიაშია ჩაკეტილი და მათ არაფერი იციან ამის შესახებ ![]() კერგი რა... არსებობს ისეთი მეცნიერება როგორიცაა ისტორია, რომელსაც გააჩნია თავისი წესები, არსებობს ფაქტები და მტკიცებულებები. მოიტა მტკიცებულება.. და თუ შეიძლება მარტო ვედები არ მომიყვანო, დამატებითი ნაკადული მინდა. :სახარებაში ასეწერიასსმაილიკის ოპონენტი: ციტატა ახლა ბევრი ერი იჩემებს რომ ვედები მათია, ინდოელები, სლავიანები, (გერმანელებიც იჩემებდნენ) და კიდევ ბევრი, მაგრამ სინამდვილეში ვედები არავისი არაა. ახლა? ახლანდელ დროზე ამბობ? მეორეც, ერი არ იჩემებდა, გერმანელი ფაშისტები იჩემებდნენ, გარკვეული ჯგუფი და არა მთელი ერი და ისიც შეცდომით, მე19 საუკუნეში როცა ყველაფერი არქეოლოგიურად არ იყო დადასტურებული, მიაჩნდათ რომ არიელები პირველი ინდოევროპელები იყვნენ, დღეს კი იციან რომ ეს იყო ინდოევროპული ენათა ოჯახის განშტოება, ინდოირანული ოჯახის ენათა ჯგუფში შემავალი. ხოდა კიდევ რა არის საყურადღებო: არიელები ინდოეთში შემოვიდნენ, ადგილობრივი ტომები შეავიწროვეს სამხრეთისკენ და თვითონ დასახლდნენ ნახევარკუნძლის ზემო მხარეს, თავიანთ თავს არიელებს ანუ კეთილშობილებს უწოდებდნენ (ანუ თეთრებს და კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ფაშისტებმა მიიწეპეს თავისთვის არიელების სახელები: თვითონ ქერები იყვნენ ხო) და იყვნენ ასევე ანარიელები ანუ დასები ანუ არაკეთილშობილები (ანუ შავები, დემონები). ეს წერია მათსავე რიგვედაში სადაც ღმერთი აგნი ეხმარება თუ როგორ დაამარცხონ მათი მოწინააღმდეგე ხალხი. ძველი ცივილიზაციები და მათი კულტურა მეც ძალიან მაინტერესებს ![]() ![]() როგორც ახლანდელი მონაცემებით არის დადგენილი, მოხენჯო დაროსა და ხარაპას ცივილიზაცია არიული არ იყო : ) შეგახსენებ რომ გათხრებისას აღმოჩენილი წაარწერები და თვითონ ხარაპული ენა გაუშიფრავია. და პირდაპირი კავშირი არიელების კულუტურასაა (და მათ ვედებს) და ამ ცივილიზაციას შორის არ დასტურდება. abo ნამდვილად, მხოლოდ ერთი რამ უნდა იყოს გათვალისწინებული: ყველას ეგ სიბრძნე სხვადასხვანაირად ესმის : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 06:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი