ნიკო გომელაური |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნიკო გომელაური |
Atman |
Apr 13 2010, 10:15 AM
პოსტი
#41
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
დღეს დილით გარდაიცვალა ნიკო გომელაური...
მოვიხსენიოთ ლოცვებში... გავიხსენოთ მისი ლექსები... "არ ჩერდებაო დრო - ვიღაცა ბრძენმა ბრძანა და ეთანხმება ბრბო - ასე არ არის განა? როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა. დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა. ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს, ხეც მომიჭრეს ვერსად დავდებ ჰამაკს, ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს. სარკე კი მაქვს, მასში ვინც ჩანს არ მგავს. ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი, კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი, საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული, მანქანა მყავს, არ ტრიალებს რული. საათი მაქვს გატეხილი ისრით, სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით, ძაღლები მყავს, მაგრამ მე ვერ მცნობენ, ქალები მყავს, ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ. სახლ-კარი მაქვს, გასაღები არ მაქვს, სამშობლო მაქვს, გასაყიდად არ მაქვს, გავაგრძელო შევძლებ - თუმცა კმარა. ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა. ნიკო გომელაური ძალიან ნიჭიერი მსახიობია... ნიკო როგორც კარგი მსახიობი ასევე შესანიშნავი პოეტია.. ნიკო გომელაური “თავისუფალი თეატრის” ყველაზე ცნობადი სახე. მან ითამაშა მთავარი როლები სპექტაკლებში “კომედიანტები”, “პროვოკაცია”, “ტელემისტერია”,”ვოიცეკი”, “ჯინსების თაობა”, “ძმები”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “იდიოტოკრატია”. “არავისთვის აღარაა დასამალი, რომ ნიკო ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობია, ანდა როგორ გინდა დამალო, როდესაც ბოლო ათი წლის მანძილზე თუკი რამე დავდგი, თითქმის ყველაფერში მთავარი როლი მან ითამაშა. ის იმდენს თამაშობს ჩემთან, რომ მე მგონი აღარც კი იცის სხვა რეჟისორები როგორ მუშაობენ მსახიობებთან. საერთოდ, ძალიან საინტერესო და უცნაური ფენომენია „საყვარელი მსახიობი“. ერთხელ ლუის ბუნუელს ჰკითხეს რას გადაეკიდე ამ ფერნანდო რეის, ყველა ფილმში, რომ იღებო, არ ვიციო, გულწრფელად უპასუხა გენიალურმა რეჟისორმა, უბრალოდ, სცენარს, რომ ვწერ მისი სახე მიდგას თვალწინო, დაახლოებით იგივე სთქვა მასტროიანზე ფელინიმ, 8/2 ზე ხან ვის ვსინჯავდი და ხან ვისო, ლოურენს ოლივიეზეც ვფიქრობდი და თვით ჩარლი ჩაპლინზეც, მაგრამ ბოლოს ისევ მასტროიანს მივადექიო, გია დანელიამ კი ლეონოვზე თქვა ჩემი თილისმაა და იმიტომაც ყველგან მას ვიღებო. არანაირად არ ვედრები ამ გენიალურ რეჟისორებს, მე უბრალოდ რეჟისორების „ახირებაზე“ ვსაუბრობ, დღემდე ვთვლი, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი ფანტასტიური მსახიობია, მაგრამ ერთხელ მომიწია მასთან მუშაობა და მეხუთე რეპეტიციის შემდეგ ვუთხარი, ხვალ არ მცალია და ზეგ დაგირეკავთო, მას მერე ათ წელზე მეტი გავიდა და არავითარი სურვილი არ მაქვს დავურეკო, აფსოლუტურად არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო, ხმამაღლა ვიმეორებ, დღესაც ვთვლი, რომ ბატონი ოთარი ფანტასტიური მსახიობია, პრობლემა ჩემშია და არა მასში. როდესაც რეჟისორი ჩერდება რომელიმე ერთ მსახიობზე, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს,მეც ბევრი მიზეზი შემიძლია დავასახელო, რომ ნიკოსთან მეადვილება მუშაობა, რომ ნიკოს ზუსტად ესმის ჩემი ჩანაფიქრის, რომ უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს, რომ ის ძალიან კარგი მსახიობია, რომ მისი პოეტური ბუნება ზუსტად უდგება ჩემს სტილისტიკას, რომ ის ჩემი მეგობარია, რომ ნაწილობრივ ჩემი მოწაფეცაა, რომ ის. . . . აღარ გავაგრძელებ, ეს ყოველივე უკვე ყველასათვისაა ცნობილი. ჩემთვის ამ მიზეზებიდან ერთია მთავარი: -როდესაც ის სცენაზე დგას - მე ვდგავარ სცენაზე! -როდესაც მას სტკივა, ეს მე მტკივა! -როდესაც ის ბედნიერია, ეს მე ვარ ბედნიერი! ნიკო ჩემი ალტერ-ეგოა!” ავთო ვარსიმაშვილი (ფრაგმენტი გამოუქვეყნებელი წიგნიდან ”შავ-თეთრი წიგნი ბევრი სათაურით”) -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
kiki |
Apr 14 2010, 02:18 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 27-April 07 წევრი № 1,773 |
არ მჯერა, მაგრამ ფაქტია...
მტკივა უნიკოობა არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა... და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა... აღარ დამრჩა გული, ღვიძლი, მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი... აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი, მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი.. აღარ დამრჩა ნერვი ღერი, მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი... მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ, რადგან ერთი რაღაც დამრჩა.. დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები -sol-fa-mi-re-do ერთადერთი, ეს თავხედი, არ იღლება დრო... 10 წამია რაც გაგიცანი 9 წამი არის რაც გავიხარე 8 არის წამი ვიგრძენი ტანი 7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე 6 გავიდა -წამება ექვსი 5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი 4 უაზრო უშენო წამი 3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი 2 წამში ხდება შეტევა გულის 1 წამში სკდება გულის ფიცარი 10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე *** |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი