ნიკო გომელაური |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნიკო გომელაური |
Atman |
Apr 13 2010, 10:15 AM
პოსტი
#41
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
დღეს დილით გარდაიცვალა ნიკო გომელაური...
მოვიხსენიოთ ლოცვებში... გავიხსენოთ მისი ლექსები... "არ ჩერდებაო დრო - ვიღაცა ბრძენმა ბრძანა და ეთანხმება ბრბო - ასე არ არის განა? როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა. დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა. ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს, ხეც მომიჭრეს ვერსად დავდებ ჰამაკს, ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს. სარკე კი მაქვს, მასში ვინც ჩანს არ მგავს. ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი, კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი, საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული, მანქანა მყავს, არ ტრიალებს რული. საათი მაქვს გატეხილი ისრით, სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით, ძაღლები მყავს, მაგრამ მე ვერ მცნობენ, ქალები მყავს, ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ. სახლ-კარი მაქვს, გასაღები არ მაქვს, სამშობლო მაქვს, გასაყიდად არ მაქვს, გავაგრძელო შევძლებ - თუმცა კმარა. ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა. ნიკო გომელაური ძალიან ნიჭიერი მსახიობია... ნიკო როგორც კარგი მსახიობი ასევე შესანიშნავი პოეტია.. ნიკო გომელაური “თავისუფალი თეატრის” ყველაზე ცნობადი სახე. მან ითამაშა მთავარი როლები სპექტაკლებში “კომედიანტები”, “პროვოკაცია”, “ტელემისტერია”,”ვოიცეკი”, “ჯინსების თაობა”, “ძმები”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “იდიოტოკრატია”. “არავისთვის აღარაა დასამალი, რომ ნიკო ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობია, ანდა როგორ გინდა დამალო, როდესაც ბოლო ათი წლის მანძილზე თუკი რამე დავდგი, თითქმის ყველაფერში მთავარი როლი მან ითამაშა. ის იმდენს თამაშობს ჩემთან, რომ მე მგონი აღარც კი იცის სხვა რეჟისორები როგორ მუშაობენ მსახიობებთან. საერთოდ, ძალიან საინტერესო და უცნაური ფენომენია „საყვარელი მსახიობი“. ერთხელ ლუის ბუნუელს ჰკითხეს რას გადაეკიდე ამ ფერნანდო რეის, ყველა ფილმში, რომ იღებო, არ ვიციო, გულწრფელად უპასუხა გენიალურმა რეჟისორმა, უბრალოდ, სცენარს, რომ ვწერ მისი სახე მიდგას თვალწინო, დაახლოებით იგივე სთქვა მასტროიანზე ფელინიმ, 8/2 ზე ხან ვის ვსინჯავდი და ხან ვისო, ლოურენს ოლივიეზეც ვფიქრობდი და თვით ჩარლი ჩაპლინზეც, მაგრამ ბოლოს ისევ მასტროიანს მივადექიო, გია დანელიამ კი ლეონოვზე თქვა ჩემი თილისმაა და იმიტომაც ყველგან მას ვიღებო. არანაირად არ ვედრები ამ გენიალურ რეჟისორებს, მე უბრალოდ რეჟისორების „ახირებაზე“ ვსაუბრობ, დღემდე ვთვლი, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი ფანტასტიური მსახიობია, მაგრამ ერთხელ მომიწია მასთან მუშაობა და მეხუთე რეპეტიციის შემდეგ ვუთხარი, ხვალ არ მცალია და ზეგ დაგირეკავთო, მას მერე ათ წელზე მეტი გავიდა და არავითარი სურვილი არ მაქვს დავურეკო, აფსოლუტურად არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო, ხმამაღლა ვიმეორებ, დღესაც ვთვლი, რომ ბატონი ოთარი ფანტასტიური მსახიობია, პრობლემა ჩემშია და არა მასში. როდესაც რეჟისორი ჩერდება რომელიმე ერთ მსახიობზე, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს,მეც ბევრი მიზეზი შემიძლია დავასახელო, რომ ნიკოსთან მეადვილება მუშაობა, რომ ნიკოს ზუსტად ესმის ჩემი ჩანაფიქრის, რომ უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს, რომ ის ძალიან კარგი მსახიობია, რომ მისი პოეტური ბუნება ზუსტად უდგება ჩემს სტილისტიკას, რომ ის ჩემი მეგობარია, რომ ნაწილობრივ ჩემი მოწაფეცაა, რომ ის. . . . აღარ გავაგრძელებ, ეს ყოველივე უკვე ყველასათვისაა ცნობილი. ჩემთვის ამ მიზეზებიდან ერთია მთავარი: -როდესაც ის სცენაზე დგას - მე ვდგავარ სცენაზე! -როდესაც მას სტკივა, ეს მე მტკივა! -როდესაც ის ბედნიერია, ეს მე ვარ ბედნიერი! ნიკო ჩემი ალტერ-ეგოა!” ავთო ვარსიმაშვილი (ფრაგმენტი გამოუქვეყნებელი წიგნიდან ”შავ-თეთრი წიგნი ბევრი სათაურით”) -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ანანო |
Apr 13 2010, 10:35 PM
პოსტი
#42
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
ძალიან დამენანა არადა გუშინ იავნანას კონცერტზე უნდა მიეღო მონაწილეობა და ჯამრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო
ის ლექსი მიყვარს თბილისზე რომ აქვს ესე მთავრდება " აქ ჯამლეტამ ჯონდი დააორსულა" -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
თამარი_ცქნაფო |
Apr 14 2010, 03:16 PM
პოსტი
#43
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ძალიან დამენანა არადა გუშინ იავნანას კონცერტზე უნდა მიეღო მონაწილეობა და ჯამრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო ის ლექსი მიყვარს თბილისზე რომ აქვს ესე მთავრდება " აქ ჯამლეტამ ჯონდი დააორსულა" უცენზურობა მაპატიეთ *** ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს, აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია... აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი, აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი... აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში, აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ "ბებერი ალაზანში კიდია"... აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები... ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა... აგე ამის აუდიოც http://www.youtube.com/watch?v=q188hzNcIU8...player_embedded -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი