![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
თქვენის ნებართვით გავხსენი ცალკე თემა ვედურ ცოდნასთან დაკავშირებით. და ვეცდები მთელი ჩემი "სიბრძნის" კონცენტრაცია ამ ერთ თემაში მოვახდინო
![]() პირველ რიგში განვმარტავ, რომ ვედები არის სანკრიტზე დაწერილი უძველესი წიგნები, რომლებიც ძველად სიტყვიერად გადაეცემოდა მოძღვრიდან მოწაფეს, დაახლოებით 5000 წლის წინ (ანუ კალი იუგის დასაწყისში) კი ჩაიწერა (რადგანაც ადამიანის გონება დეგრადირდა და მაგდენ ცოდნას ზეპირად ვერ დაიტევდა). ვედები როგორც ასეთი ერთი წიგნი არაა. იგი არის წიგნთა კრებული (ისევე როგორც ბიბლია) და მასზე დაფუძნებულია მრავალი რელიგია და მიმართულება. თუ სურვილი იქნება ვედების წარმოშობის ისტორიას და მორფოლოგიას უფრო განვავრცობ. მანამდე კი დავდებ ილუსტრაციებს ვედური ლეგენდებიდან: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Iona
ციტატა ვედებს რამე მუსიკა ქონდათ ჩაწერილი ან შემოჩენილი ? ვერ მივხვდი რას გულისხმობ მუსიკაში. მელოდიას? ვედური ჰიმნები და მანტრები შემორჩენილია და თანაც ბევრი. ძირითადად ინდოეთში. ქევანა ციტატა მთელ დედამიწაზე ერთი ცივილიზაცია? დასტურდება მაინცა არქეოლოგიური გათხრებით ან რამე არტეფაქტებით? რამდენიმე მეცნიერმა ჩაატრა გამოკვლევები, რომლებიც ადასტურებს რომ ადამიანი ევოლუციას კი არა, დევოლუციას განიცდის. მაგრამ მეცნიერულმა წრეებმა შენ წარმოიდგინე და მართლა ხელი შეუშალა ამ ყველაფრის ღრმად გამოკვლევას და დადასტურება. დარვინის თეორიაზე იმდენი რამეა აწყობილი და სისტემატიზირებული თანამედროვე მეცნიერებაში, რომ ამის შეცვლა ძალიან ბევრს არ აწყობს. (და არა მარტო მეცნიერებაში). ამ კვლევებზე და მის შედეგებზე დოკუმენტური ფილმიც მაქვს (DVD-ზე) და ვისაც სურს შემიძლია ვათხოვო. აქვე ავღნიშნავ რომ ცივილიზებულ ადამიანებს წვავდნენ მაშინ და არავის არ მარხავდნენ (თუ შემთხვევითი სიკვდილით არ მოკვდებოდა უპატრონოდ). სხვათა შორის იმ დინოზავრების ნაშთები და დინოზავრებთან ერთად იმ ადამიანების ნაშთები, რომლებიც გამოქვაბულში ცხოვრობდნენ წინა კალი იუგის ნამარხებია და ეს ჩვენი მომავალიცაა ![]() ციტატა ახლა? ახლანდელ დროზე ამბობ? მეორეც, ერი არ იჩემებდა, გერმანელი ფაშისტები იჩემებდნენ, გარკვეული ჯგუფი და არა მთელი ერი და ისიც შეცდომით, მე19 საუკუნეში როცა ყველაფერი არქეოლოგიურად არ იყო დადასტურებული, მიაჩნდათ რომ არიელები პირველი ინდოევროპელები იყვნენ, დღეს კი იციან რომ ეს იყო ინდოევროპული ენათა ოჯახის განშტოება, ინდოირანული ოჯახის ენათა ჯგუფში შემავალი. რა მნიშვნელობა აქვს ერი იჩემებდა თუ ფაშისტები. როცა ფაშისტები მოვიდნენ სათავეში ფაშიზმის იდეოლოგია ერის იდეოლოგია გახდა ხო? ყველა ერშია ეგოიზმის რაღაც დონე. ციტატა ხოდა კიდევ რა არის საყურადღებო: არიელები ინდოეთში შემოვიდნენ, ადგილობრივი ტომები შეავიწროვეს სამხრეთისკენ და თვითონ დასახლდნენ ნახევარკუნძლის ზემო მხარეს, თავიანთ თავს არიელებს ანუ კეთილშობილებს უწოდებდნენ (ანუ თეთრებს და კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ფაშისტებმა მიიწეპეს თავისთვის არიელების სახელები: თვითონ ქერები იყვნენ ხო) და იყვნენ ასევე ანარიელები ანუ დასები ანუ არაკეთილშობილები (ანუ შავები, დემონები). ვედებში სიტყვა "არიელი" განმარტებულია როგორც ადამიანი, რომელიც ზედმიწევნით იცავს ვედურ კანონებს და ღმერთისკენ მიმავალ გზაზე დგას. და ეს არ განისაზღვრება არც კანის ფერით, არც რასით და არც კასტით. ეგ ყველაფერი ისევ ეგოიზმის და უკვე დეგრადირებული ცნობიერების ნაყოფია. და საერთოდ კასტური სისტემა გააუფასურეს და გააუკუღმართეს ინდოეთშიც. ვედურ ცივილიზაციაში ბრაჰმანი ეწოდებოდა არა იმას, ვინც ბრაჰმანების ოჯახში დაიბადა, არამედ იმას, ვისაც შესბამისი თვისებები და კვალიფიკაცია ქონდა. ციტატა ძველი ცივილიზაციები და მათი კულტურა მეც ძალიან მაინტერესებს მოძღვრებებზე არა, მაგრამ ისტორიაზე კი შეგეკამათები მაგაზე არც ვაპირებ კამათს. მე მთავარი არსი მაინტერესებს ვედებში და არა დეტალები და წვრილმანები. მითუმეტეს თანამედროვე ისტორიკოსებს უფრო ნაკლებად ვენდობი ვიდრე ვედებს. აკაკი ციტატა ერთი ეს მაინტერესებს ატმან.. ეგ ვედების წიგნი რასაც შენ კითხულობ...როგორ იწყება და რას ამბობს... ვედები ერთი შეკრული წიგნი არაა რომ იწყებოდეს და მთავრდებოდეს. ეს არის ცოდნა და საითაც გული გაგიწევს ან ხელი მიგიწვდება იმით დაიწყებ ![]() შენ თუ ის გაინტერესებს ბიბლიის "დაბადების" შესაბამისი რა წერია ვედებში, ეგ ცალკე ცოდნაა და თუ სურვილი გექნებათ სამყაროს შექმნის ისტორიასაც დავდებ მოგვიანებით. (სხვათა შორის "პირველად იყო სიტყვა" იქაც ფიგურირებს ![]() ციტატა რა სისულელეა, იესომ სანსკრიტი არ იცოდა. არამეული მაინც დაეწერათ, რომ დამეჯერებინა Atmanჩემო კარგო, ეკლესიას აქვს სერიოზული და ძალიან საჭირო დისციპლინა, რომელსაც ,,დემონოლოგია'' ეწოდება.გადაიკითხე და პატერიკონიც მიაყოლე დესერტად, გირჩევ.იესოს გამოცხადება არა, დარდიანი მედუზა. კარგით რა ხალხო ცოტა სერიოზულები იყავით რა ![]() Iona ესეც ვედური ჰიმნი (ალბათ?) მშვენიერი კადრების თანხლებით ![]() http://vimeo.com/hd#10819887 -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 06:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი