IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით
სოფი
პოსტი Jul 1 2009, 10:11 PM
პოსტი #21


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843





რა არის მოთმინება


მოთმინება - ეს არის სათნოება,ყველა ტანჯვის დროს დამყარებული ღმერთის ნებასა და მის წმინდა განგებულებაზე. / წმ. ტიხონ ზადონელი/


მოთმინება ეს არის განუწყვეტელი სულიერი სიმშვიდე. /წმ. ნიკონ ოპტინელი/


მოთმინება იმაში მდგომარეობს,რომ ყველა სამწუხარო და მძიმე პირობებში არ დაითრგუნო და არ დანაღვლიანდე,როგორც მძიმე შრომის დროს ისე სულიერ ზრახვებში, მტკიცედ და სულიერი სიმშვიდით გადაიტანო ყველა სახის გაჭირვება,თვით სიკვდილიც კი, ღმერთის გულმოწყალების იმედით. ღმერთი ამბობს: მოვედით ჩემდა ყველანი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქვენ (მთ. 11,28).
და კიდევ: ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად,იგი ჰსცხონდეს (მთ. 10,22). /ღირსი თეოდორე სანაკსარელი/


მოთმინების სფერო ფართოა და ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება,ისევე როგორც მისით მოცულია ამ სამყაროში კაცობრიობის ბედი.
მოთმინებით ადამიანი შეიძენს და შეინარჩუნებს ყველა სიკეთეს,სხვადასხვა საქმის წარმოებაში წარმატებულია,აღწევს სურვილების ასრულებას,უვნებლად იტანს ბოროტების შემოტევას. როგრც კი მოთმინებას დაკარგავს მაშინვე ექმნება საშიშროება,რომ დაკარგოს კეთილდღეობა და გაჭირვებაში ჩავარდეს,ან რაც უარესია თვითონ ჩაიდინოს ბოროტება. მოთმინების გარეშე არ არსებობს სათნოება და სულიერების მოხვეჭა,არ არის გადარჩენა რამეთუ "სასუფეველი ცათა იიძულების" (მთ. 11,12) /წმინდა ბერი ბონიფაცი/


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tamuna m
პოსტი Apr 14 2010, 04:58 PM
პოსტი #22


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტი
როდესაც მე აღმოვჩნდები ადამიანის პირისპირ, რომელსაც ვუყურებ სიყვარულის თვალით, არა გულგრილობის ანდა სიძულვილის, არამედ სწორედ სიყვარულის თვალით, მე ამ ადამიანის თანაზიარი ვხდები - ჩვენში იწყება რაღაც საერთო, ზიარი ცხოვრება. ადამიანის აღქმა ხდება სიღრმეებში, რომელიც სიტყვების, ემოციების მიღმა იმყოფება. მორწმუნე ასე იტყოდა: როცა მე ვჭვრეტ ადამიანს ამ ნათელში, სპეტაკი სიყვარულის ნათელში, მაშინ მე ვხედავ მასში ღვთის სახებას, ხატს. გახსოვდეთ, ყოველი ჩვენგანი ხატია, უფლის სახებაა, მაგრამ ჩვენ არ შეგვწევს უნარი, გვახსვოდეს ეს და არ ვიცით, როგორ უნდა მოვეპყრათ ერთმანეთს. ნეტამც შეგვწევდეს იმის ხსოვნის უნარი, რომ ჩვენს წინაშე ხატია, სიწმინდეა!.. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ხატი ყველა მიმართებაში მშვენიერია. ყველამ ვიცით, თუ რა ემართება ზოგჯერ დიდი ოსტატის ნახატს, ხატს ან ხელოვნების ნიმუშს, სილამაზის ნებისმიერ ფორმას: მოუფრთხილებლობამ, გარემოებებმა, ბოროტებამ შესაძლოა იგი დაამახინჯოს. მაგრამ როდესაც ჩვენს წინაშეა დიდი ოსტატის ნაწარმოები, რომელიც ნაწილობრივ დამახინჯდა, შეიბღალა, მასში შეიძლება დავინახოთ ან გაფუჭებული, ან კვლავ შერჩენილი სილამაზე. თუ ჩვენ ვუმზერთ ამ სურათს, ხელოვნების ნებისმიერ ნიმუშს განცვიფრებული სიყვარულის თვალებით, ვხედავთ სიმშვენიერეს, ხოლო დანარჩენის გამო შეგვიძლია ვიდარდოთ, ვიტიროთ. ზოგჯერ შეიძლება ისიც გადავწყვიტოთ, რომ მთელი ცხოვრება შევწიროთ მას, რომ ყველა დაზიანებული ადგილი ამ ნახატში, ხელოვნების ამ ნიმუშში აღვადგინოთ. ეს სიყვარულის საქმეა: შეხედო ადამიანს და ამავდროულად მასში დაინახო მისი განუშორებელი სილამაზეც და შეწუხდე იმის გამოც, თუ რა უქნა მას ცხოვრებამ, და დაატეხა თავს. სიყვარული - ეს არის სწორედ უკიდურესი, განსაზღვრული ტანჯვაც, ტკივილი იმის გამო, რომ ადამიანი არასრულფასოვანია, და ამავე დროს, სიხარულიც იმის გამო, რომ ის ასე განსაცვიფრებლად და შეუდარებლად მშვენიერია. აი თუ ასე შევხედავთ ადამიანს თუნდაც ერთხელ, შეიძლება იგი შევიყვაროთ ყველაფრის მიუხედავად, წინააღმდეგ იმისა, თუ რა ხვდება თვალში სხვა ადამიანებს.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
სოფი   როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა   Jul 1 2009, 10:11 PM
*ana*   ეჰ :( რაც ყველაზე მე...   Jul 1 2009, 10:17 PM
neo   მოთბინება ის არის ...   Jul 4 2009, 10:48 PM
ნონა   მოთბინება ის არის ...   Sep 5 2009, 04:03 PM
+ვახტანგი+   უნდა გახსოვდეს:1. რ...   Sep 23 2010, 09:50 PM
llaasshhaa   :კი1:   Jul 5 2009, 08:44 PM
IkaMac   მოთმინება ის ნოყიე...   Aug 11 2009, 12:42 AM
Genesis   მოტმინება არარის ყ...   Sep 5 2009, 03:47 PM
Misha Songulashvili   მოთმინებას მაკარგ...   Sep 5 2009, 04:05 PM
Genesis   მოთმინებას მაკარგ...   Sep 5 2009, 04:22 PM
Misha Songulashvili   Genesis ეგ ერთი საბაბი, ...   Sep 5 2009, 04:27 PM
Genesis   Genesis ეგ ერთი საბაბი, ...   Sep 5 2009, 05:08 PM
ლილიანა   ეს მოთმინება დაკა...   Sep 6 2009, 10:36 AM
neo   მოყვასის ნაკლოვან...   Sep 6 2009, 03:08 PM
ართი ვარდი   რატომ უნდა დავითმი...   Sep 6 2009, 03:16 PM
M.M.   რატომ უნდა დავითმ...   Sep 7 2009, 12:07 PM
ართი ვარდი   :o არ გავს ხომ ეს მა...   Sep 11 2009, 07:55 PM
ნანინა   სიყვარულით :) სხვაგ...   Sep 7 2009, 01:48 PM
tam_ooo   უფალო მომეცი ძალა ...   Sep 11 2009, 04:52 PM
skin   მოთმინება და სიმშვ...   Sep 11 2009, 05:46 PM
Atman   შეიცან თავი და შეი...   Sep 11 2009, 07:30 PM
Amuza   საკუთარი ნაკლოვან...   Sep 26 2009, 12:31 PM
Ligia   საკუთარი ნაკლოვან...   Sep 27 2009, 02:36 AM
სოფი   რატომ უნდა იყო მომ...   Dec 4 2009, 04:34 PM
სოფი   რა დიდი სარგებლობა...   Feb 4 2010, 07:25 PM
Molen   მე მხოლოდ ერთი რამ...   Mar 25 2010, 08:33 PM
marine   "თუ ყოველივეს სულ...   Apr 14 2010, 04:22 PM
tamuna m   ანტონ სუროჟელი მიტ...   Apr 14 2010, 04:58 PM
ikanosi   კონკრეტულ მაგალით...   Apr 14 2010, 08:37 PM
elusia   [b]სოფი[/b ესეიგი გაბრ...   Apr 20 2010, 03:47 PM
სოფი   elusia და ეგ სად მიწერი...   Jun 15 2010, 06:11 PM
nuciko-22   მოთმინება და მორჩი...   Sep 22 2010, 04:22 PM
+ვახტანგი+   წმიდა ნიკოდიმოს მთ...   Sep 23 2010, 09:51 PM
neo   არა ჩემი ნააზრევი...   Oct 5 2010, 09:11 AM
Fewlless   ...   Nov 5 2010, 09:09 PM
სოფი   მოთმინება, მადლიერ...   Oct 16 2010, 11:06 PM
.ნინო   იმედია ოდესმე შევ...   Oct 17 2010, 11:42 PM
+ვახტანგი+   მეც ვფიქრობ, უნდა მ...   Nov 13 2010, 11:12 AM
ნაინა   ჯერ საკუთარ ნაკლოვ...   Nov 13 2010, 11:21 AM
სოფი   როგორ ვისწავლოთ მო...   Nov 13 2010, 04:36 PM
ikanosi   ასე ხმას ვერ ამივი...   Nov 13 2010, 09:48 PM
marine   "... და ბოლოს, მსურს ...   Feb 26 2014, 11:03 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 10:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი