![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
თქვენის ნებართვით გავხსენი ცალკე თემა ვედურ ცოდნასთან დაკავშირებით. და ვეცდები მთელი ჩემი "სიბრძნის" კონცენტრაცია ამ ერთ თემაში მოვახდინო
![]() პირველ რიგში განვმარტავ, რომ ვედები არის სანკრიტზე დაწერილი უძველესი წიგნები, რომლებიც ძველად სიტყვიერად გადაეცემოდა მოძღვრიდან მოწაფეს, დაახლოებით 5000 წლის წინ (ანუ კალი იუგის დასაწყისში) კი ჩაიწერა (რადგანაც ადამიანის გონება დეგრადირდა და მაგდენ ცოდნას ზეპირად ვერ დაიტევდა). ვედები როგორც ასეთი ერთი წიგნი არაა. იგი არის წიგნთა კრებული (ისევე როგორც ბიბლია) და მასზე დაფუძნებულია მრავალი რელიგია და მიმართულება. თუ სურვილი იქნება ვედების წარმოშობის ისტორიას და მორფოლოგიას უფრო განვავრცობ. მანამდე კი დავდებ ილუსტრაციებს ვედური ლეგენდებიდან: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
![]() ვედების მიხედვით ჩვენს მატერიალურ სამყაროს აქვს კვერცხის ფორმა (წაგრძელებული ბურთის). ეს ნიშნავს რომ მას აქვს საზღვრები. მისი დიამეტრია 14 969 655 360 000 000 მილი. ეს კვერცხი ქვემოდან სანახევროდ ავსებულია წყლით (გარბჰადაკის ოკეანე). ამ კვერცხის გარსის შიდა გარსი მიწის ელემენტისგან შედგება და ძალიან სქელია. შემდეგი გარსი წყლის ელემენტისგან შედგება და 10-ჯერ უფრო სქელია. შემდეგი ასევე 10-ჯერ უფრო სქელი ცეცხლის ელემენტის შრეა. შემდეგი ჰაერის ელემენტის შრეა. შემდეგ ეთერის ელემენტის შრე. შემდეგ მოდის შრე, რომელიც შედგება ჭკუის ნატიფი სხეულისგან. შემდეგ არის გონების ("რაზუმის") ნატიფი სხეული. და ბოლოს ყველაზე ნატიფი ელემენტი, რომლის შრეც ყველაზე სქელია და ყველაზე გარედან აკრავს კვერცხს, ეს არის "ცრუ ეგო". ანუ რეალურად ცარიელ სიცარიელეს ამ კვერცხში ძალიან მცირე ზომა უკავია (ფაქტიურად მთელ კვერცხთან შედარებით წერტილივითაა, იმდენად სქელი გარსები აკრავს)... ასეთი სამყაროები (კვერცხები) უსასრულოდ მრავალია. ზოგი დიდი ზომისაა ზოგი მციირე ზომის. ჩვენი სამყარო პატარა სამყაროდ ითვლება. არსებობს ასევე სულიერი პლანეტების სამყარო, რომლებიც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მატერიალური სამყაროები და მათზე გაცილებით უფრო მეტი ინდივიდუალური სული ცხოვრობს ვიდრე მატერიალურ სამყაროებში. კვერცხის შუიდან, ანუ ოკეანის ზემოდან, რომელიც შუამდე ავსებს კვერცხს, იწყება პლანეტათა სისტემები. სულ არის 14 პლანეტარული სისტემა. ყველაზე მაღალ პლანეტას ეწოდება სატია ლოკა. მასზე ცხოვრობს ბრაჰმა (მატერიალური სამყაროს შემქმნელი) ბრაჰმას სხეული შედგება გონების (რაზუმის) სხეულისგან. მას აქვს 4 თავი (სივრცის 4 მიმართულებით), თუმცა სხვა სამყაროების ბრაჰმებს შეიძლება მეტი თავი ქონდეთ, იმის მიხედვით თუ რამდენგანზომილებიანია ეს სამყარო. (ჩვენი ბრაჰმა ოთხთავიანია და ჩვენთან 64 განზომილებაზე მეტი არ არის). ასევე ამ პლანეტათა სისტემაზე ცხოვრობენ ის სულები, რომლებიც სიცოცხლის თავისი ციკლის დასრულების შემდეგ პირდაპირ სულიერ სამყაროში მოხვდებიან. ცოცხლობენ 15 ტრილიონ წელზე მეტს. დანარჩენს ხვალ გავაგრძელებ ამავე პოსტში ![]() ზღაპრებია ხო? ჯერ სადა ხართ ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 06:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი