![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
თქვენის ნებართვით გავხსენი ცალკე თემა ვედურ ცოდნასთან დაკავშირებით. და ვეცდები მთელი ჩემი "სიბრძნის" კონცენტრაცია ამ ერთ თემაში მოვახდინო
![]() პირველ რიგში განვმარტავ, რომ ვედები არის სანკრიტზე დაწერილი უძველესი წიგნები, რომლებიც ძველად სიტყვიერად გადაეცემოდა მოძღვრიდან მოწაფეს, დაახლოებით 5000 წლის წინ (ანუ კალი იუგის დასაწყისში) კი ჩაიწერა (რადგანაც ადამიანის გონება დეგრადირდა და მაგდენ ცოდნას ზეპირად ვერ დაიტევდა). ვედები როგორც ასეთი ერთი წიგნი არაა. იგი არის წიგნთა კრებული (ისევე როგორც ბიბლია) და მასზე დაფუძნებულია მრავალი რელიგია და მიმართულება. თუ სურვილი იქნება ვედების წარმოშობის ისტორიას და მორფოლოგიას უფრო განვავრცობ. მანამდე კი დავდებ ილუსტრაციებს ვედური ლეგენდებიდან: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ერთი ისტორიაა ვედებში ბრაჰმაზე:
ბრაჰმა ღმერთის ერთგულია და ნახევარღმერთია, მაგრამ ერთხელ ცოტა არ იყოს ზედმეტი მოუვიდა (ეს ცალკე ისტორიაა), ჰოდა მერე მიხვდა რომ შეეშალა და ღმერთთან ბოდიშის მოსახდელად მივიდა. ჰოდა რომ მივიდა უთხრა კარისკაცს (თუ რა ვიცი ვინც იყო) გადაეცი რომ ბრაჰმა მოვიდაო. ღმერთმა შემოუთვალა, რომელი ბრაჰმაო? ჰოდა ბრაჰმას გაუკვირდა რას ქვია რომელიო მე ვარ ბრაჰმა, მატერიალური სამყაროს შემქმნელიო ![]() ჰოდა შიგნით შევიდა და ნახა რომ ღმერთთან მისული იყვნენ სხვა მატერიალური სამყაროს ბრაჰმებიც. ზოგს 4 თავი ქონდა, ზოგს 16, ზოგს 64, ზოგს 128 და ა.შ. ![]() ჰოდა თვით ჩვენი ბრაჰმაც კი არავინაა სამყაროს უსასრულობასთან და ღმერთთან შედარებით ![]() ikanosi ციტატა მახსოვს იძახოდი იესოზეც არის ნათქვამი ვედებშიო...და წმინდა სამებაზე თუ არის რამე ნათქვამი? სამების პრინციპი ბევრგანაა ვედებში. თუნდაც ის რომ 3 გუნა მოქმედებს მატერიალურ სამყაროში. ასევე თავად ღმერთის 3 ასპექტი: ბრაჰმანი (უფორმო, ყოვლისმომცველი ასპექტი), პარამატმა ანუ ზესული (ანუ იგივე სულიწმინდა, რომელიც ყველას გულშია) და ბჰაგავანი (ანუ ღმერთის უზენაესი პიროვნების ასპექტი). კიდევ ბევრი "სამებაა", კონკრეტულად იესოზე არ ვიცი, არ წამიკითხავს რა წერია სამებასთან დაკავშირებით. იესოზე რაც ვიცოდი დავწერე უკვე. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 01:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი