![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
თქვენის ნებართვით გავხსენი ცალკე თემა ვედურ ცოდნასთან დაკავშირებით. და ვეცდები მთელი ჩემი "სიბრძნის" კონცენტრაცია ამ ერთ თემაში მოვახდინო
![]() პირველ რიგში განვმარტავ, რომ ვედები არის სანკრიტზე დაწერილი უძველესი წიგნები, რომლებიც ძველად სიტყვიერად გადაეცემოდა მოძღვრიდან მოწაფეს, დაახლოებით 5000 წლის წინ (ანუ კალი იუგის დასაწყისში) კი ჩაიწერა (რადგანაც ადამიანის გონება დეგრადირდა და მაგდენ ცოდნას ზეპირად ვერ დაიტევდა). ვედები როგორც ასეთი ერთი წიგნი არაა. იგი არის წიგნთა კრებული (ისევე როგორც ბიბლია) და მასზე დაფუძნებულია მრავალი რელიგია და მიმართულება. თუ სურვილი იქნება ვედების წარმოშობის ისტორიას და მორფოლოგიას უფრო განვავრცობ. მანამდე კი დავდებ ილუსტრაციებს ვედური ლეგენდებიდან: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
Atman
ალბათ მე ერთ-ერთი იიმათთაგანი ვარ, რომლებსაც ამ თემაში არაფერი ესაქმება, მაგრამ მაინც მივეცი თავს უფლება 1 პოსტი დამეწერა. მეტს აღარ შეგაწუხებთ. შენ თემა გქონდა გახსნილი, სადაც კენჭისყრას ატარებდი... ჩემი აზრით რადგანაც არ "ქადაგებ" შენს არამართლმადიდებლურ მრწამსს, ამიტომ გაფასებს ბევრი ადამიანი ამ ფორუმზე და არ გიყურებენ ისე, როგორც სხვა არამართლმადიდებლებს, რომელთა ფორუმული ქცევა (ამ ფორუმზე თუ სხვაგან) სრულიად მიუღებელია. მოკლედ, მადლობის სათქმელად არ შემოვსულვარ აქ... მინდა ვიცოდე, რა არგუმენტ(ებ)ი აქვს ვედებს იმის თაობაზე, რომ ნამდვილად ჭეშმარიტებაა? და კიდევ მაინტერესებს მაგ ვედების მიმდევრები ძროხის ხორცს ჭამთ? თუ მარტო ინდუიზმის მიმდევრები არ ჭამენ? ოღონდ სერიოზულად მაინტერესებს... და ზოგადად რატომ არ ჭამენ ძროხას, წმინდა ცხოველად ითვლება, თუ ღმრთის სამკვიდრებელად თუ რაღაც ამდაგვარად? და რაზე დაყრდნობით ითვლება ასე ? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 06:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი