იესოს გარეგნობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იესოს გარეგნობა |
Molen |
Apr 14 2010, 09:41 PM
პოსტი
#1
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
« ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 2-7)»
ერთი შეკითხვა გამიჩნდა: გემოვნება არ არსებობდა მაშინ თუ უბრალოდ სხვანაირად მსჯელობდნენ გარეგნობის თაობაზე?! ჩემი აზრით იესო ქრისტე უმშვენიერესი და უსრულყოფილესი განკაციერებული ღმერთი იყო, როემლსაც ყველაზე სრულყოფილი ნაკვთები, საოცრად მშვიდი სახე, მომნუსხველი თვალები და რაღაც ღვთიური მშვენიერება, მკაცრია, მაგრამ მისი სიმკაცრიდანაც უდიდესი სიყვარული და ძლევამოსილება იღვრება, არადა სულ სხვა რამეს მოგვითხრობს მესიის შესახებ ესაია... რა ვიცი.. რა ვიცი.. თქვენ როგორ გგონიათ?! -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
terra |
Apr 15 2010, 12:56 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
« ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 2-7)» რა მძიმე სიტყვებია შეიძლება ამ ხაზგასმულში, მაცხოვრის უბრალოება და სისადავე იგულისხმება. რომ არ დადიოდა მღვდელმთავრებივით ბრწყინვალე სამოსით შემოსილი. თავმდაბალი იყო, მშვიდი და დიდებას არ ელტვოდა. ასეთ უბრალო ადამიანებს, ადამიანთა უმეტესობა, ნაკლებ ყურადღებას აქცევს. საინტერესოა, ეგზეგეტიკა რას გვეუბნება ამ მონაკვეთზე. თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი, დადეთ. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2024 - 02:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი