![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
თქვენის ნებართვით გავხსენი ცალკე თემა ვედურ ცოდნასთან დაკავშირებით. და ვეცდები მთელი ჩემი "სიბრძნის" კონცენტრაცია ამ ერთ თემაში მოვახდინო
![]() პირველ რიგში განვმარტავ, რომ ვედები არის სანკრიტზე დაწერილი უძველესი წიგნები, რომლებიც ძველად სიტყვიერად გადაეცემოდა მოძღვრიდან მოწაფეს, დაახლოებით 5000 წლის წინ (ანუ კალი იუგის დასაწყისში) კი ჩაიწერა (რადგანაც ადამიანის გონება დეგრადირდა და მაგდენ ცოდნას ზეპირად ვერ დაიტევდა). ვედები როგორც ასეთი ერთი წიგნი არაა. იგი არის წიგნთა კრებული (ისევე როგორც ბიბლია) და მასზე დაფუძნებულია მრავალი რელიგია და მიმართულება. თუ სურვილი იქნება ვედების წარმოშობის ისტორიას და მორფოლოგიას უფრო განვავრცობ. მანამდე კი დავდებ ილუსტრაციებს ვედური ლეგენდებიდან: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
აბე
ციტატა მინდა ვიცოდე, რა არგუმენტ(ებ)ი აქვს ვედებს იმის თაობაზე, რომ ნამდვილად ჭეშმარიტებაა? ვედები არის ცოდნა, ხოლო ცოდნის სიმართლეში რომ დარწმუნდე უნდა გამოსცადო, რა თქმა უნდა ის, რისი გამოცდაც შეგიძლია. ვედებში მოცემულია ყველაფერი უმნიშვნელო მატერიალური წვრილმანებიდან უმაღლეს ღვთაებრივ ჭეშმარიტებებამდე. ვერავინ ვერ დაგარწმუნებს ვედების ჭეშმარიტებაში თუ თვითონ არ მოისურვე ამის გამოცდა. ისევე როგორც ბიბლიურ ჭეშმარიტებებში ვერ დაგარწმუნებს ვერავინ თუ შენ ეს არ გინდა. აი გეტყვი ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომელიც ვედებში წერია. თუ შენ ყოველ დილით მზის ამოსვლამდე ადგები, ავტომატურად მოექცევი სათნოების გუნის მფარველობის ქვეშ და შენს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება (ვგულისხმობ სულიერ განვითარებას პირველ რიგში). მე არ ვამბობ რომ ვინც ვედები იცის წმინდანი ხდება. ვედების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით რაც ეხება პოლიტიკას და ბრძოლის ხელოვნებას, დემონებმაც იციან, მაგრამ ვედები ისეა აწყობილი, რომ თანდათან, ძალიანაც რომ არ გინდოდეს, მაინც მიგიყვანენ მის მთავარ არსამდე ანუ ღმერთის ერთგული მსახურების და სიყვარულის აუცილებლობამდე. ციტატა და კიდევ მაინტერესებს მაგ ვედების მიმდევრები ძროხის ხორცს ჭამთ? თუ მარტო ინდუიზმის მიმდევრები არ ჭამენ? ოღონდ სერიოზულად მაინტერესებს... და ზოგადად რატომ არ ჭამენ ძროხას, წმინდა ცხოველად ითვლება, თუ ღმრთის სამკვიდრებელად თუ რაღაც ამდაგვარად? და რაზე დაყრდნობით ითვლება ასე ? ისევ ვიმეორებ "ვედების მიმდევრები" ფართო ცნებაა. ვედები იყოფა სამ ნაწილად: უმეცარების, ვნების და სათნოების გუნაში მყოფი ადამიანებისთვის. მაგალითად უმეცრებისთვის არის აღწერილი რიტუალი, თუ როგორ უნდა დაკლან თხა და შესწირონ ღვთაება კალის (თან ამ დროს უთხრან თხას: "ახლა მე გკლავ შენ, შემდეგ ცხოვრებაში შენ მომკლავ მე") თუ ამ რიტუალს დაიცავს ადამიანი, არა მგონია ხშირად მოუნდეს თხის დაკვლა და გააცნობიერებს ამის აბსურდულობას, შემდეგ გადავა უფრო მაღალ, ვნების მოდუსში, შემდეგ სათნოებაში და ა.შ. რაც შეეხება ძროხას. იგი ითვლება წმინდა ცხოველად და ამაზე საკმაოდ ვისაუბრე თემაში: "არა კლა". ძროხაზეძალიან ბევრი წერია ვედებში. ღვთის სამკვიდრებელად ყველა ცოცხალი ორგანიზმი ითვლება (პარამატმა ანუ სულიწმინდა ყველას გულშია) და უმიზეზოდ არც ერთის მოკვლა არ შეიძლება, მაგრამ ძროხა ცოტა განსხვავებული შემთხვევაა. ითვლება რომ იგი არის მადლი, დედამიწაზე ღმერთისგან მოვლენილი. ვედებში ისიც წერია რომ კალი იუგის ბოლოს ძროხა აღარ იქნება დედამიწაზე, იმიტომ რომ დემონები მთლიანად გაანადგურებენ მას. (სხვათა შორის არ იქნება აღარც ფუტკარი. ფუტკარიც სათნოების გუნაში მყოფი მწერია. და საერთოდ ყველაფერი დედამიწაზე უპირატესად რომელიმე გუნას მიეკუთვნება: ცხოველებიც, საჭმელიც, ცოდნაც და ა.შ. ძროხა ცხოველთა შორის ყველაზე მაღლა დგას, რძის პროდუქტი (და თაფლიც) საკვებს შორის ყველაზე მაღალ გუნაშია. ბოლოს და ბოლოს ვედების მიხედვით ღმერთის ყველაზე მთავარი და საკრალური სახე (ობრაზი) ძროხების მწყემსია ფლეიტით ხელში (და რა თქმა უნდა "მწყემსი კეთილი" იმისთვის არ მწყემსავს, რომ მერე დაკლას და შეჭამოს). დანარჩენი იხილე თემაში: "არა კლა" ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 07:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი