იესოს გარეგნობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იესოს გარეგნობა |
Molen |
Apr 14 2010, 09:41 PM
პოსტი
#1
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
« ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 2-7)»
ერთი შეკითხვა გამიჩნდა: გემოვნება არ არსებობდა მაშინ თუ უბრალოდ სხვანაირად მსჯელობდნენ გარეგნობის თაობაზე?! ჩემი აზრით იესო ქრისტე უმშვენიერესი და უსრულყოფილესი განკაციერებული ღმერთი იყო, როემლსაც ყველაზე სრულყოფილი ნაკვთები, საოცრად მშვიდი სახე, მომნუსხველი თვალები და რაღაც ღვთიური მშვენიერება, მკაცრია, მაგრამ მისი სიმკაცრიდანაც უდიდესი სიყვარული და ძლევამოსილება იღვრება, არადა სულ სხვა რამეს მოგვითხრობს მესიის შესახებ ესაია... რა ვიცი.. რა ვიცი.. თქვენ როგორ გგონიათ?! -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
marine |
Apr 15 2010, 10:33 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ახლახან გამოჩნდა ჩვენთან იუდეაში კაცი, ერთობ სათნო, იწოდება იესო ქრისტედ. ხალხი მას თაყვანს სცემს, როგორც დიდ წინასწარმეტყველს, ხოლო მოწაფენი მისნი ცნობენ, როგორც ღვთის ძეს. იგი აღადგენს მიცვალებულებს, კურნავს ყველა სახის სნეულებას, ერთი სიტყვით.
ეს ადამიანი არის ტანადი, მაღალი, სახეზე აწერია დიდებულება და შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე. ასე რომ, მნახველმა არ შეიძლება არ იგრძნოს მისადმი სიყვარული და ამასთან ერთად, არ დაეუფლოს უცნაური შიში. მისი თმები მწიფე კაკლის ფერია, ყურებამდე სწორი, მბზინვარებას მოკლებული, ხოლო ყურებინდა მხრებამდე და მის ქვემოთ ხუჭუჭი, და თანასწორად შუაზე გაყოფილი, როგორც ნაზარეველებს ჩვევიათ. შუბლი - გადატკეცილი და სუფთა, სახე - ნათელი, ყოველგვარ ლაქას მოკლებული და გაციხკროვნებულია მსუბუქი მეწამულისფერით. ცხვირი და ბაგენი სწორი, წვერი ისეთივე ფერისაა, როგორც თმა. ხშირი, მაგრამ არც ისე გრძელი, ბოლოში ორად გაყოფილი. შემოხედვა მშვიდი აქვს, დიდებული და სასიამოვნო. თვალები - ცისფერი, გამჭვირვალე, გულში ჩამწვდომი. იგი ერთობ მოალერსეა და თავაზიანი, როცა ასწავლის, ანუ მოძღვრავს, მკაცრია და გოროზი მხილების დროს. მისი სახე ამჟღავნებს საოცარ კეთილშობილებასა და მიმზიდველობას. არავის უნახავს იგი მხიარული, უფრო ხშირად მოწყენილია და მტირალი. მაღალია ტანად, ხელები აქვს სწორი, მოქნილი, ბეჭები - გამართული; ლაპარაკობს ცოტას ღირსებით და ყოველი მისი სიტყვა აწონილია. ჭეშმარიტად, იგი ულამაზესია ადამიანთა შორის. სახეზე ატყვია სიმართლის ბეჭედი და უცხოა მისთვის პირფერობა." იუდეის მმართველის პილატეს წინამორბედი პუბლია ლეონტულასი The Description of Publius Lentullus The following was taken from a manuscript in the possession of Lord Kelly, and in his library, and was copied from an original letter of Publius Lentullus at Rome. It being the usual custom of Roman Governors to advertise the Senate and people of such material things as happened in their provinces in the days of Tiberius Caesar, Publius Lentullus, President of Judea, wrote the following epistle to the Senate concerning the Nazarene called Jesus. "There appeared in these our days a man, of the Jewish Nation, of great virtue, named Yeshua [Jesus], who is yet living among us, and of the Gentiles is accepted for a Prophet of truth, but His own disciples call Him the Son of God- He raiseth the dead and cureth all manner of diseases. A man of stature somewhat tall, and comely, with very reverent countenance, such as the beholders may both love and fear, his hair of (the colour of) the chestnut, full ripe, plain to His ears, whence downwards it is more orient and curling and wavering about His shoulders. In the midst of His head is a seam or partition in His hair, after the manner of the Nazarenes. His forehead plain and very delicate; His face without spot or wrinkle, beautified with a lovely red; His nose and mouth so formed as nothing can be reprehended; His beard thickish, in colour like His hair, not very long, but forked; His look innocent and mature; His eyes grey, clear, and quick- In reproving hypocrisy He is terrible; in admonishing, courteous and fair spoken; pleasant in conversation, mixed with gravity. It cannot be remembered that any have seen Him Laugh, but many have seen Him Weep. In proportion of body, most excellent; His hands and arms delicate to behold. In speaking, very temperate, modest, and wise. A man, for His singular beauty, surpassing the children of men" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 08:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი