სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Atman |
Apr 13 2010, 09:01 PM
პოსტი
#1
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
თქვენის ნებართვით გავხსენი ცალკე თემა ვედურ ცოდნასთან დაკავშირებით. და ვეცდები მთელი ჩემი "სიბრძნის" კონცენტრაცია ამ ერთ თემაში მოვახდინო
პირველ რიგში განვმარტავ, რომ ვედები არის სანკრიტზე დაწერილი უძველესი წიგნები, რომლებიც ძველად სიტყვიერად გადაეცემოდა მოძღვრიდან მოწაფეს, დაახლოებით 5000 წლის წინ (ანუ კალი იუგის დასაწყისში) კი ჩაიწერა (რადგანაც ადამიანის გონება დეგრადირდა და მაგდენ ცოდნას ზეპირად ვერ დაიტევდა). ვედები როგორც ასეთი ერთი წიგნი არაა. იგი არის წიგნთა კრებული (ისევე როგორც ბიბლია) და მასზე დაფუძნებულია მრავალი რელიგია და მიმართულება. თუ სურვილი იქნება ვედების წარმოშობის ისტორიას და მორფოლოგიას უფრო განვავრცობ. მანამდე კი დავდებ ილუსტრაციებს ვედური ლეგენდებიდან: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
| Atman |
Apr 15 2010, 11:00 AM
პოსტი
#2
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ვაგრძელებ ვედური კოსმოგრაფიის თემას (დასაწყისთან ერთად დავდებ):
![]() ვედების მიხედვით ჩვენს მატერიალურ სამყაროს აქვს კვერცხის ფორმა (წაგრძელებული ბურთის). ეს ნიშნავს რომ მას აქვს საზღვრები. მისი დიამეტრია 14 969 655 360 000 000 მილი. ეს კვერცხი ქვემოდან სანახევროდ ავსებულია წყლით (გარბჰადაკის ოკეანე). ამ კვერცხის გარსის შიდა გარსი მიწის ელემენტისგან შედგება და ძალიან სქელია. შემდეგი გარსი წყლის ელემენტისგან შედგება და 10-ჯერ უფრო სქელია. შემდეგი ასევე 10-ჯერ უფრო სქელი ცეცხლის ელემენტის შრეა. შემდეგი ჰაერის ელემენტის შრეა. შემდეგ ეთერის ელემენტის შრე. შემდეგ მოდის შრე, რომელიც შედგება ჭკუის ნატიფი სხეულისგან. შემდეგ არის გონების ("რაზუმის") ნატიფი სხეული. და ბოლოს ყველაზე ნატიფი ელემენტი, რომლის შრეც ყველაზე სქელია და ყველაზე გარედან აკრავს კვერცხს, ეს არის "ცრუ ეგო". ანუ რეალურად ცარიელ სიცარიელეს ამ კვერცხში ძალიან მცირე ზომა უკავია (ფაქტიურად მთელ კვერცხთან შედარებით წერტილივითაა, იმდენად სქელი გარსები აკრავს)... ასეთი სამყაროები (კვერცხები) უსასრულოდ მრავალია. ზოგი დიდი ზომისაა ზოგი მციირე ზომის. ჩვენი სამყარო პატარა სამყაროდ ითვლება. არსებობს ასევე სულიერი პლანეტების სამყარო, რომლებიც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მატერიალური სამყაროები და მათზე გაცილებით უფრო მეტი ინდივიდუალური სული ცხოვრობს ვიდრე მატერიალურ სამყაროებში. კვერცხის შუიდან, ანუ ოკეანის ზემოდან, რომელიც შუამდე ავსებს კვერცხს, იწყება პლანეტათა სისტემები. სულ არის 14 პლანეტარული სისტემა. ყველაზე მაღალ პლანეტას ეწოდება სატია ლოკა. მასზე ცხოვრობს ბრაჰმა (მატერიალური სამყაროს შემქმნელი) ბრაჰმას სხეული შედგება გონების (რაზუმის) სხეულისგან. მას აქვს 4 თავი (სივრცის 4 მიმართულებით), თუმცა სხვა სამყაროების ბრაჰმებს შეიძლება მეტი თავი ქონდეთ, იმის მიხედვით თუ რამდენგანზომილებიანია ეს სამყარო. (ჩვენი ბრაჰმა ოთხთავიანია და ჩვენთან 64 განზომილებაზე მეტი არ არის). ასევე ამ პლანეტათა სისტემაზე ცხოვრობენ ის სულები, რომლებიც სიცოცხლის თავისი ციკლის დასრულების შემდეგ პირდაპირ სულიერ სამყაროში მოხვდებიან. ცოცხლობენ 15 ტრილიონ წელზე მეტს. შემდეგი (ანუ ზემოდან მეორე) მპლანეტათა სისტემაა "ტაპა-ლოკა" (ტაპას-ნიშნავს ასკეზას, "ლოკა"- ადგილს, პლამეტას). იქ ცხოვრობენ უდიდესი ბრძენები, რომლებიც ასრულებენ უდიდეს ასკეზებს. ისინი ფიქრობენ ღმერთზე, ასრულებენ თავის მოვალეობებს და ასევე აკეთებენ დიდ ასკეზებს. მათი მატერიალური სხეული შედგება ჰაერის ელემენტისგან. არ იციან რა არის ავადმყოფობა. იქ მოქმედებს მხოლოდ სათნოების გუნა (სუფთა სახით). მესამეა ჯანა ლოკა. აქაც მატერიალური სხეული ჰაერის ელემენტიუსგან შედგება. მეოთხეა მაჰარ-ლოკა. აქ სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია, სულ რაღაც 4 300 000 000 დედამიწის წელიწადი მეხუთეა სვარგა-ლოკა. აქ უფრო მეტად ჭარბობს ცეცხლის ელემენტი (მზე ამ დონეს განეკუთვნება). სათნოების გუნასთან ერთად აქ არის უკვე ვნების გუნაც. მათგან მოდის დიდი გავლენა ჩვენზე და ჩვენ პლანეტაზეც. სვარგალოკაზე მმართველად ითვლება ნახევარღმერთი, რომელსაც ჰქვია ვივასვანი (მზის ღმერთსაც უწოდებენ). ის ახდენს მეთვალყურეობას მთლიანად საშუალო პლანეტათა სისტემაზე (ანუ პლანეტათა სისტემები იყოფა მაღალ, საშუალო და დაბალ პლანეტებად. ჩვენ საშუალოს განვეკუთვნებით). თავდაპირველად ღმერთმა ვივასვანს გაანდო ვედები და მან გაავრცელა შემდგომ: " ღმრთეების პიროვნებამ, უფალმა შრი კრიშნამ თქვა: იოგას ეს უკვდავი მეცნიერება მე მზის ღმერთ ვივასვანს ვასწავლე, ვივასვანმა ასწავლა მანუს, კაცობრიობის მამამთავარს, მანუმ კი, თავის მხრივ, იგი იკშავაკუს გადასცა. ეს უმაღლესი მეცნიერება გადაეცემოდა მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვით და წმინდანი მეფეებიც ასე გებულობდნენ მას. მაგრამ დროთა განმავლობაში თანმიმდევრობა დაირღვა, ამიტომ მეცნიერების ჭეშმარიტი სახე დაკარგული ჩანს. დღეს უზენაესთან ურთიერთობის სწორედ ამ უძველეს მეცნიერებას გიყვები, ვინაიდან შენ ჩემი ერთგული და მეგობარი ხარ და ამიტომ ამ მეცნიერების ტრანსცენდენტალი საიდუმლოების გაგება შეგიძლია. " (ბჰაგავად-გიტა4.1-3) იქ გონების სხეულთან ერთად უკვე აქვთ ჭკუის სხეული (რომელიც ცეცხლოვანი ელემენტისგან შედგება, ჩვენშიც და ყველაში, ვისაც ჭკუა გააჩნია). ამ სისტემაზე ცხოვრობს 33 000 000 ნახევარღმერთი, რომლებიც სამყაროს ადმინისტრატორები (მმართველები) არიან. მეექვსეა დონეა ბჰუვარ-ლოკა. აქ უკვე ჩნდება წყლის ელემენტი. მეშვიდეა ბჰურ-ლოკა. ეს უკვე ჩვენი გალაქტიკაა. დედამიწაზე არ შევჩერდები და დედამიწის ქვემოთ ჩვენსავე სისტემაში არის პლანეტები, რომლებსაც ქვიათ ბილასვარგა და ეს განეკუთვნება შედარებით მსუბუქი ჯოჯოხეთური ტიპის პლანეტებს. ამ პლანეტის მცხოვრებლები ჩვენ გვგვანან. მათ აქვთ საკმაო ცოდნა კარმაზე, ორგანიზმის მკურნალობაზე (მათ შორის მცენარეებით) და ამ პლანეტებიდან ჩვენთან ბევრი ინფორმაცია შემოდის, მაგრამ ზემოთა პლანეტების ინფორმაციისგან განსხვავებით აქედან არ მოდის ცოდნა ღმერთის და ღმერთის მსახურების შესახებ და მოდის მხოლოდ ის ცოდნა, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, სიცოცხლის გახანგრძლივებაში და ა.შ. გვეხმარება. ადამიანები, რომლებიც მატერიალურ ცოდნას იღრმავებენ და სულიერს არა, ხვდებიან სწორედ ამ პლანეტაზე და იქ აგრძელებენ დეგრადაციას (მეტწილად). ამ პლანეტებზე თითქმის ვერ აღწევს მზის სინათლე და იქაურობას ანათებენ ღვთაებრივი გველები - "ნაგები", რომლებსაც თავზე მანათობელი მარგალიტი (თუ რაღაც ეგეთი) აქვთ. იქ უამრავი საშუალებაა სიამოვნებისთვის. ყველას უყვარს სექსი. ძალიან განვითარებული ტექნოკრატიული ცივილიზაცია აქვთ, ღმერთზე კი არაფერი იციან. მფრინავი თეფშები (დისკის ფორმის) სწორედ ამ პლანეტებიდან მოდიან ჩვენთან. და დარწმუნებულნი არიან რომ მათთან უფრო ჯობია ვიდრე ჩვენთან და ცდილობენ ჩვენც "გვასწავლონ" რაღაცეები ანუ დედამიწა არის გამყოფი ზღვარივით. დედამიწის ზემოთ არიან ღვთაებრივი ცივილიზაციები, ქვემოთ კი დემონური. თუ სული სხეულის დატოვებისას ქვედა ჩაკრებიდან გადის, იგი ხვდება ჯოჯოხეთურ პლანეტებზე, თუ შუა ჩაკრებიდან გადის - საშუალო პლანეტებზე, ხოლო თუ ზემოთა ჩაკრებიდან - მაღალ პლანეტებზე. ქვედა პლანეტარული (ჯოჯოხეთური) პლანეტათა სისტემები იყოფიან 7 დონედ: ატალა ვიტალა სუტალა ტალა-ტალა რასა-ტალა მაჰა-ტალა პატალა ყველაზე მძიმე ტანჯვა პატალაზეა. როგორც წესი სულები ჯოჯოხეთურ პლანეტებზე ტანჯვით განწმენდის შემდეგ ისევ საშუალო დონის პლანეტებზე იბადებიან ცხოველებად და თანდათან ვითარდებიან. კალი იუგაში დედამიწაზე ადამიანთა უმეტესობა დეგრადაციას განიცდის (იმიტომაც ქვია კალი იუგა - დეგრადაციის ეპოქა), და მხოლოდ მცირე ნაწილი განიცდის სულიერ პროგრესს. და ამ მცირეთაგან ძალიან მცირე აღწევს მაღალ სამოთხისეულ პლანეტებს და კიდევ უფრო მცირე ნაწილი ხვდება სულიერ სამყაროში (ცათა სასუფეველში). სულ მატერიალურ სამყაროში არსებობს ცოცხალ არსებათა 8 400 000 ფორმა (ადამიანი მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა). აქედან გონიერი ფორმა 400 000-ია. (ჩვენი გონიერების ფორმა ერთ-ერთი პრიმიტიულია). ჩვენ ნახევრად ადამიანები, ნახევრად კი ცხოველები ვართ (ვგულისხმობ ზოგად სტანდარტს). როგორც თქვენ არ მოგწონთ საღორეში შესვლა, ისე არ მოწონთ მაღალგანვითარებულ ორგანიზმებს ჩვენთან ჩამოსვლა -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman ვედები Apr 13 2010, 09:01 PM
თემო Atman
კი Apr 13 2010, 09:05 PM
Atman თემო
კარგი. მოგვია... Apr 13 2010, 09:06 PM
თემო Atman
ეგ რომელ საუკუნ... Apr 13 2010, 09:08 PM
Atman თემო
ზუსტი თარიღი ... Apr 13 2010, 09:24 PM
damiane80 რადგან აქ ახდენ კო... Apr 13 2010, 09:43 PM
Atman damiane80
ვედებს. რომელ... Apr 13 2010, 09:49 PM
თემო Atman
თემას გააგრძელე... Apr 13 2010, 09:52 PM
ნონა
აქ შენივე სიტყვებ... Apr 13 2010, 09:54 PM
Atman თემო
დღეს აღარ.
ნო... Apr 13 2010, 09:57 PM
ნონა
ეეე რა გჭირს, გველე... Apr 13 2010, 10:02 PM
terra
[url=http://www.radikal.ru][img]http://i079.radik... Apr 13 2010, 10:04 PM
Atman ნონა
მითი რომ ლაკო... Apr 13 2010, 10:06 PM
ნონა
[url=http://www.radikal.ru][img]http://s003.radi... Apr 13 2010, 10:07 PM
Atman ნონა
მარცხენა კაც... Apr 13 2010, 10:08 PM
ლურჯი ბუ ის ლურჯი, მამრია ხო... Apr 13 2010, 10:11 PM
ნონა
მითის მთავარი მახ... Apr 13 2010, 10:13 PM
ლურჯი ბუ
ანუ ლურჯია ხო ქალი?... Apr 13 2010, 10:19 PM
abo დავაკვირდეთ, აღმოს... Apr 13 2010, 10:32 PM
ნონა
მკერდიანი ლურჯია ... Apr 13 2010, 10:33 PM
A.v.B რა სიბრძნე ? :D კაცს ... Apr 14 2010, 12:50 AM
ლურჯი ბუ B)-->
Atman მოდერატორს ვთხოვ გ... Apr 14 2010, 10:10 AM
Atman ახლა განვიხილავ ვე... Apr 14 2010, 11:30 AM
Atman ორიოდ სიტყვას ვიტყ... Apr 14 2010, 11:56 AM
Atman "ბჰავიშტია პურან... Apr 14 2010, 12:35 PM
terra
[b]"ბჰავიშტია პურა... Apr 14 2010, 01:58 PM
Iona Atman
ვედებს რამე მუს... Apr 14 2010, 12:42 PM
აკაკი Atman
შემდეგ?... კარგი ჰ... Apr 14 2010, 01:00 PM
ქევანა Atman
ჰმ,
მთელ დედამიწ... Apr 14 2010, 02:13 PM
აკაკი ერთი ეს მაინტერესე... Apr 14 2010, 02:16 PM
Atman Iona
ვერ მივხვდი რას ... Apr 14 2010, 03:39 PM
terra
კარგით რა ხალხო ცო... Apr 14 2010, 03:46 PM
აკაკი კი მაინტერესებს და... Apr 14 2010, 03:45 PM
Atman აკაკი
დავდო რა, გამ... Apr 14 2010, 03:51 PM
აკაკი Atman
კარგი არ გინდა, რ... Apr 14 2010, 04:10 PM
Atman აკაკი
შენ არ შემოი... Apr 14 2010, 04:13 PM
აკაკი ოკ მაშინ კეტონალის... Apr 14 2010, 04:15 PM
Atman აკაკი
ვთარგმნი ახ... Apr 14 2010, 04:16 PM
ქევანა Atman
ეხლა გეტყვი რა მ... Apr 14 2010, 04:20 PM
Atman ქევანა
რაც უფრო წმ... Apr 14 2010, 04:37 PM
Atman აკაკი
ვერ ვპოულობ ... Apr 14 2010, 04:47 PM
Atman ესეც კრშნას სურათე... Apr 14 2010, 04:58 PM
Atman http://i018.radikal.ru/1004/b2/4598a6311bb7.jpg
... Apr 14 2010, 08:53 PM
აკაკი გვეკაიფები ტო ? :D Apr 14 2010, 08:58 PM
ikanosi
ეს როგორ დავიჯერო ... Apr 14 2010, 09:00 PM
Atman აკაკი
რა ვქნა მე კი... Apr 14 2010, 09:02 PM
ikanosi Atman
მარცვალიც ვერ ვნ... Apr 14 2010, 09:03 PM
Atman ikanosi
მაგრამ ვერც იმა... Apr 14 2010, 09:05 PM
ikanosi Atman
ესეც ჯერათ? :D Apr 14 2010, 09:09 PM
A.v.B
Atman
ესეც ჯერათ? :D
ჯე... Apr 14 2010, 09:15 PM
აკაკი ikanosi
ხო ბევრი თავი აქ... Apr 14 2010, 09:10 PM
Atman ikanosi
მაგდენი არ ვიც... Apr 14 2010, 09:11 PM
abo როცა სამყარო საზღვ... Apr 14 2010, 09:12 PM
ikanosi რა მინდა კიდევ გკი... Apr 14 2010, 09:13 PM
Atman abo
ერთი მხრივ ეგრეა... Apr 14 2010, 09:21 PM
abo არა ასე ნუ შევეკით... Apr 14 2010, 09:21 PM
Atman A.v.B
რისი ექსპერიმე... Apr 14 2010, 09:24 PM
abo
ეს არ მევასა
აბო. Apr 14 2010, 09:25 PM
აკაკი Atman
და როდისო? როდის ... Apr 14 2010, 09:25 PM
Atman გავაგრძელო ხვალ ეგ... Apr 14 2010, 09:27 PM
ikanosi Atman
სიმართლე გითხრა ... Apr 14 2010, 09:29 PM
Atman ikanosi
ღმერთი ერთია ვ... Apr 14 2010, 09:31 PM
ikanosi Atman
მახსოვს იძახოდი ... Apr 14 2010, 09:34 PM
abo ჩვენ ხომ დედამიწაზ... Apr 14 2010, 09:37 PM
Atman ერთი ისტორიაა ვედე... Apr 14 2010, 09:42 PM
ikanosi
ჩვენ რა გამოვდივა... Apr 14 2010, 09:42 PM
Atman ikanosi
ჩვენც ჯივატმებ... Apr 14 2010, 09:46 PM
ikanosi
არ მომწონს რაღაც ე... Apr 14 2010, 09:51 PM
Atman ikanosi
ჯივ-ატმა ნიშნავ... Apr 14 2010, 10:06 PM
ikanosi
რატომ მითოლოგიაში... Apr 14 2010, 10:07 PM
Atman
ჩემთვის მითი და რე... Apr 14 2010, 10:10 PM
ikanosi ნახევარღმერთები კ... Apr 14 2010, 10:14 PM
Atman
ვისაც მატერიალურ... Apr 14 2010, 10:19 PM
აბე Atman
ალბათ მე ერთ-ერთ... Apr 14 2010, 11:48 PM
ა ნ უ კ ა ვაიმე რაღაცას დავწ... Apr 15 2010, 01:06 AM
terra
ვაიმე რაღაცას დავ... Apr 15 2010, 01:39 AM
Atman აბე
ვედები არის ცო... Apr 15 2010, 06:54 AM
ikanosi
:D :D :D ეს მთლად ზღაპ... Apr 15 2010, 08:49 AM
Atman ikanosi
რა ზღაპარიც არ ... Apr 15 2010, 09:09 AM
Iona
კი მელოდიებს
რაკ... Apr 15 2010, 11:33 AM
Atman ახლა ცოტას ვისაუბრ... Apr 15 2010, 11:57 AM
Iona Atman
და ანგელოზებზე ... Apr 15 2010, 12:01 PM
Atman Iona
როგორც ვთქვი ვედ... Apr 15 2010, 12:03 PM
sable
Iona
ხოლო დემონებს ჰ... Apr 15 2010, 12:53 PM
Atman Iona
აქაა რამდენიმე ვ... Apr 15 2010, 12:48 PM
Atman sable
დევა არიულ კულტ... Apr 15 2010, 01:20 PM
sable
sable
დევა არიულ კულტ... Apr 15 2010, 01:25 PM
Atman sable
გასაგებია. დაპი... Apr 15 2010, 01:34 PM
sable
[b]sable
გასაგებია. დაპ... Apr 15 2010, 05:33 PM
Iona Atman
ომ ნამო პჰაგავა... Apr 15 2010, 01:47 PM
Atman Iona
ომ მარცვალია, რო... Apr 15 2010, 01:54 PM
Iona
ანუ კრიშნა არის ღ... Apr 15 2010, 02:10 PM
Atman Iona
ღვთისშვილი არა, ... Apr 15 2010, 02:15 PM
Iona Atman
კაი ნუ გავრცელდ... Apr 15 2010, 02:23 PM
Atman Iona
იგი ისევე უბიწო... Apr 15 2010, 02:33 PM
Iona
დეჯა ვიუ არ დაემარ... Apr 15 2010, 02:44 PM
Atman
:lol: :lol: :lol: Apr 15 2010, 03:21 PM
Atman გაუგებრობა რომ არ ... Apr 15 2010, 04:43 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th December 2025 - 02:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი