სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Atman |
Apr 13 2010, 09:01 PM
პოსტი
#1
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
თქვენის ნებართვით გავხსენი ცალკე თემა ვედურ ცოდნასთან დაკავშირებით. და ვეცდები მთელი ჩემი "სიბრძნის" კონცენტრაცია ამ ერთ თემაში მოვახდინო
პირველ რიგში განვმარტავ, რომ ვედები არის სანკრიტზე დაწერილი უძველესი წიგნები, რომლებიც ძველად სიტყვიერად გადაეცემოდა მოძღვრიდან მოწაფეს, დაახლოებით 5000 წლის წინ (ანუ კალი იუგის დასაწყისში) კი ჩაიწერა (რადგანაც ადამიანის გონება დეგრადირდა და მაგდენ ცოდნას ზეპირად ვერ დაიტევდა). ვედები როგორც ასეთი ერთი წიგნი არაა. იგი არის წიგნთა კრებული (ისევე როგორც ბიბლია) და მასზე დაფუძნებულია მრავალი რელიგია და მიმართულება. თუ სურვილი იქნება ვედების წარმოშობის ისტორიას და მორფოლოგიას უფრო განვავრცობ. მანამდე კი დავდებ ილუსტრაციებს ვედური ლეგენდებიდან: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
| Atman |
Apr 15 2010, 04:43 PM
პოსტი
#2
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
გაუგებრობა რომ არ იყოს მოვყვები კრშნას დაბადების ისტორიას "შრილა პრაპჰუპადას წიგნიდან" (ჩემს მიერ შემოკლებულ ვარიანტს):
უფალი კრშნას მოვლინება ერთხელ ვასუდევა, შურასენას ვაჟი, დევაკიზე დაქორწინების შემდეგ ახლად შერთულ ცოლთან ერთად ეტლით შინ მიემგზავრებოდა... ვედური ჩვეულების თანახმად, როდესაც ქალი თხოვდება, და და სიძე შინ ძმას მიჰყავს. ეტლით მიმავალ ნეფე-პატარძალს ამ ბედნიერი წუთის აღსანიშნავად სხვადასხვა მუსიკალური საკრავით მიაცილებდნენ. პროცესია მეტად მხიარულად მიემართებოდა, კამსა (დევაკის ძმა) კი ეტლს მიუძღვებოდა, რომ უცებ ზეციდან კამსას გასაგონად საოცარი ხმა გაისმა: "რა სულელი ხარ, კამსა! შენი დისა და სიძის ეტლს მიუძღვები და არც კი იცი, რომ მისივე მერვე შვილის წერა უნდა გახდე." კამსა გახლდათ უგრასენას შვილი ბჰოჯას დინასტიიდან. ნათქვამია, რომ ბჰოჯას დინასტიის მეფეთა შორის კამსა ყველაზე დემონური თვისებებით გამოირჩეოდა. ზეციდან წინასწარმეტყველების მოსმენისთანავე იგი თმაში წვდა დევაკის და ხმლით განგმირვა დაუპირა. ვასუდევა ევედრებოდა კამსას, ასე ბოროტად არ მოქცეოდა მის ახალგაბედნიერებულ დას... კეთილი დარიგებებითა და შეგონებებით ცდილობდა მის დამშვიდებას, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან კამსას დემონებთან ჰქონდა საქმე. დემონებთან ურთიერთობის გამო იგი თვითონაც მუდამ დემონად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდ სამეფო ოჯახში გახლდათ დაბადებული... ვასუდევამ უთხრა კამსას: "ძვირფასო ცოლისძმაო, გთხოვ, გაითვალისწინე, რომ შენი დისგან არავითარი საფრთხე არ გემუქრება. ხიფათს ელი იმის გამო, რომ ზეციდან წინასწარმეტყველების ხმა ჩაგესმა. საშიშროება მოგელის შენი დისწულებისგან, რომლებიც ჯერ არ გაჩენილან, და ვინ იცის, მომავალში ან გაჩნდებიან, ან არა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საფრთხე არ გემუქრება. შენი დის გამო შიშიც უსაფუძვლოა. თუკი მას ვაჟები შეეძინება გპირდები, რომ ყოველ მათგანს შენ მოგგვრი, რათა სათანადოდ იმოქმედო." კამსამ იცოდა ვასუდევას პატიოსანი სიტყვის ფასი და მისმა მსჯელობამ დაარწმუნა იგი. იმ წუთიდან ხელი აიღო საკუთარი დის საშინელ მკვლელობაზე. დროთა განმავლობაში ვასუდევას და დევაკის რვა ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ. როდესაც პირველი ვაჟი დაიბადა, ვასუდევამ არ გატეხა სიტყვა და ბავშვი უმალ კამსას მიჰგვარა. სიძის მოქმედებამ თანაგრძნობა გაუღვიძა კამსას ნასიამოვნმები დარჩა და შემდეგი სიტყვები უთხრა: "ძვირფასო ვასუდევა, ამ ბავშვის მოცემა არ არის აუცილებელი. მე გავიგონე, რომ შენი და დევაკის მერვე შვილი მომკლავს. ტყუილად რატომ უნდა წაგართვა ეს ბავშვი? შეგიძლია უკან წაიყვანო." ვასუდევა შინ დაბრუნდა თავის პირმშოსთან ერთად. ამ დროს კამსასთან დიადი ბრძენი ნარადა მივიდა. მას შეატყობინეს, რომ კამსა თანაგრძნობით აღივსო ვასუდევას მიმართ და პირველი შვილი დაუბრუნა. ნარადას სურდა შეძლებისდაგვარად დაეჩქარებინა უფალი კრშნას გამოცხადება. ამიტომ აცნობა კამსას, რომ ნანდა მაჰარაჯა, მენახირე კაცები და გოგონები, აგრეთვე მენახირეების ცოლები ვრნდავანში, და, მეორეს მხრივ ვასუდევას მამა შურასენა და იადუს დინასტიის ვრშნის ოჯახში დაბადებული მთელი მისი ნათესავები უფლის გამოცხადებას ელოდნენ. ნარადამ გააფრთხილა კამსა, მორიდებოდა ამ ოჯახში დაბადებულ მეგობრებს, კეთილისმსურველებსა და ნახევარღმერთებს. კამსას მსგავსად მისი მეგობრებიც და ვეზირებიც დემონები იყვნენ. დემონებს ყოველთვის ეშინიათ ნახევარღმერთებისა. ნარადასაგან სხვადასხვა ოჯახებში ნახევარღმერთების მოვლინების ამბავის შეტყობისთანავე კამსამ ყურები ცქვიტა. იგი მიხვდა, რომ რადგან ნახევარღმერთები უკვე მოევლინენ, უფალი ვიშნუც მალე უნდა მოსულიყო. მან მაშინვე შეიპყრო და ციხეში ჩაყარა თავისი სიძე ვასუდევა და და დევაკი. ციხეში რკინის ჯაჭვებით შებორკილ ვასუდევასა და დევაკის ყოველ წელს ვაჟი უჩნდებოდათ, ხოლო კამსა, ფიქრობდა რა, რომ თვითოეული მათგანი ვიშნუს ინკარნაცია იყო, ერთიმეორეს მიყოლებით ხოცავდა მათ.მას განსაკუთრებით მერვე შვილისა ეშინოდა, მაგრამ ნარადას სტუმრობის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ნებისმიერი ბავშვი შეიძლება კრშნა ყოფილიყო. ამიტომ ერჩივნა, ცოცხალი არ დაეტოვებინა არც ერთი ჩვილი, რომელიც დევაკის გაუჩნდებოდა. ნარადას წყალობით კამსამ თავისი წინა ცხოვრება დაინახა. მან გაიგო, რომ წინა ცხოვრებაში იყო დემონი, სახელად კალანემი, და რომ იგი ვიშნუმ გამოასალმა სიცოცხლეს. დაიბადა რა ბჰოჯას ოჯახში, გადაწყვიტა, იადუს დინასტიის ულმობელი მტერი გამხდარიყო; კრშნას დაბადება მათ ოჯახში იყო მოსალოდნელი და კამსა ძლიერ შეაშფოთა იმ გარემოებამ, რომ, როგორც წინა ცხოვრებაში, კრშნა ახლაც მოკლავდა მას. პირველ რიგში კამსამ თავისი მამა, უგრასენა დაატუსაღა, ვინაიდან იგი იადუს, ბჰოჯასა და ანდჰაკას დინასტიებში ყველაზე ძლევამოსილი მეფე იყო. მან ვასუდევას მამის, შურასენას სამეფოც დაიკავა და ამ ადგილთა მეფედ გამოაცხადა თავი. კამსამ სხვა დემონ მეფეებთანაც დაამყარა ურთიერთობა და მრავალი ბოროტი საქმე ჩაიდინა [დაწვრილებით არ მოვყვები]. როდესაც კამსამ ერთიმეორეს მიყოლებით გამოასალმა სიცოცხლეს დევაკის ექვსი შვილი, უამრავი მეგობარი და ნათესავი მივიდა მასთან და სთხოვა, ხელი აეღო ამ საზიზღარ საქმეებზე. მაგრამ შემდეგ ყველანი კამსას მიემხრნენ. როდესაც დევაკი მეშვიდედ დაორსულდა, მის საშვილოსნოში კრშნას სრული ექსპანსია, ანანტა შევიდა. დევაკი სიხარულმა და სევდამ მოიცვა. მას ახარებდა ის, რომ უფალმა ვიშნუმ მის მუცელში დაიდო ბინა, მაგრამ ამავე დროს ნაღვლობდა, რომ კამსა დაბადებისთანავე გამოასალმებდა მას სიცოცხლეს. ამ დროს ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, რომელიც კამსას მიერ ჩადენილი სიმხეცის გამო იადუებს თანაუგრძნობდა, თავის იოგამაიას, ანუ შინაგან ენერგიას უბრძანა გამოცხადება. კრშნა სამყაროს უფალია, მაგრამ განსაკუთრებით იადუს დინასტიის მეუფე გახლავთ. იოგამაია ღმრთეების უზენაესი პიროვნების უმაღლესი ენერგიაა. ვედებში ნათქვამია, რომ უფალს უამრავი ენერგია აქვს. სხვადასხვა ენერგიები გარეგანად და შინაგანად მოქმედებს, იოგამაია კი ყველაზე მაღალია. უფალმა იოგამაიას ვრნდავანში მოვლინება უბრძანა. ვრნდავანში, მეფე ნანდასა და დედოფალ იაშოდას სახლში ცხოვრობდა როჰინი, ვასუდევას ერთ-ერთი ცოლი. როჰინის მსგავსად, კამსას სიმხეცით დაშინებული იადუს დინასტიის მრავალი წარმომადგენელი იყო მთელ ქვეყანაზე გაფანტული. ზოგიერთი გამოქვაბულშიც კი ცხოვრობდა. უფალმა იოგამაიას უთხრა: "დევაკი და ვასუდევა კამსას ტყვეობაში არიან და ამჟამად ჩემი სრული ექსპანსია, ანანტა-შეშა, დევაკის მუცელში იმყოფება. შეგიძლია ისე მოაწყო, რომ შეშა დევაკის მუცლიდან როჰინის მუცელში გადავიდეს. ამის მერე მე პირადად ვაპირებ ყველა ჩემი ენერგიით დევაკის მუცელში შესვლას. შემდეგ დევაკისა და ვასუდევას შვილად მოვევლინები, შე კი ვრნდავანში დაიბადები ნანდასა და იაშოდას ქალიშვილად. "როგორც ჩემს დას, ქვეყნად ხალხი თაყვანს გცემს და მოგართმევს ძვირფას ძღვენს: ნელსაკმეველს, სანთლებს, ყვავილებსა და სხვადასხვა შესაწირს. შენ სწრაფად უნდა დააკმაყოფილო მათი სწრაფვა გრძნობათა ტკბობისაკენ. მატერიალური მიმზიდველობის მაძიებელნი თაყვანს სცემენ შენს სხვადასხვა მოვლინებებს, რომელთაც ერქმევათ დურგა, ბჰადრაკალი, ვიჯაია, ვაიშნავი, კუმუდა, ჩანდიკა, კრშნა, მადჰავი, კანიაკა, მაია, ნარაიანა, იშანი, შარადა და ამბიკა." კრშნა და იოგამაია მოევლინენ და-ძმის სახით, როგორც უმაღლესი ძლევამოსილი და უმაღლესი ძალა. თუმცა ძლევამოსუილსა და ძალას შორის აშკარა განსხვავება არ არსებობს, ძალა ყოველთვის ძლევამოსილს ემორჩილება. მატერიალისტები ძალას ეთაყვანებიან, ტრანსცენდენტალისტები კი ძლევამოსილს. კრშნა უზენაესი ძლევამოსილია, დურგა კი უმაღლესი ძალაა მატერიალურ სამყაროში. ფაქტიურად ვედურ კულტურაში ხალხი ძლევამოსილსაც ეთაყვანებოდა და ძალასაც.ძალია, დურგას, ანუ კრშნას გარეგანი ენერგიის თაყვანისმცემელმა შეიძლება ადვილად მიაღწიოს ყოველგვარ მატერიალურ წარმატებას, მაგრამ ვისაც ტრანსცენდენტალურად ამაღლება [სულიერ სამყაროში მოხვედრა] სურს, ძლევამოსილს ინდა სცეს თაყვანი. უფალმა იოგამაიას ისიც განუცხადა, რომ მისი სრული ექსპანსია, ანანტა შეშა, დევაკის მუცელში იმყოფებოდა. იმის გამო, რომ მას როჰინის მუცელში გადანაცვლება მოუწევს, შეარქმევენ სანკარშანას და იგი გახდება ყოველგვარი სულიერი ძალის, ანუ ბალას წყარო, რომლის მეშვეობითაც რამანად წოდებული უმაღლესი ნეტარების მიღწევა შეიძლება. ამიტომ სრული ექსპანსია ანანტა მისი მოვლინების შემდეგ ცნობილი გახდება როგორც სანკარშანა ან ბალარამა. კრშნა და მისი ძმა ბალარამა: ![]() ![]() ![]() უფლის ბრძანება რომ მოისმინა, იოგამაია მატერიალურ სამყაროს მოევლინა. როდესაც ღმრთეების უზენაესმა ძლევამოსილმა პიროვნებამ უფალი შეშა დევაკის მუცლიდან როჰინის მუცელში გადაიყვანა, ორივე ქალი იოგამაიას ხიბლის ქვეშ იყო, რომელსაც იოგა-ნიდრაც ეწოდება. ამის შემდეგ ხალხმა იფიქრა, დევაკის მეშვიდე ორსულობაზე მუცელი მოეშალაო. ამდენად, თუმცა ბალარამა დევაკის შვილად მოევლინა, მან როჰინის მუცელში გადაინაცვლა, რათა მის შვილად დაბადებულიყო. ამის შესრულების შემდგომ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, კრშნა, რომელიც მუდამ მზად არის მთელი პოტენციები თავის წმინდა ერთგულებში მოათავსოს, ვასუდევას ჭკუაში შევიდა, როგორც მთელი სამყაროს უფალი. აქედან გასაგებია, რომ უფალმა კრშნამ პირველ რიგში ვასუდევას წმინდა გულში დაისადგურა და შემდეგ გადაინაცვლა დევაკის გულში. დევაკის მუცელში მას თესლის სახით არ შეუღწევია. თავისი შეუცნობელი უნარის წყალობით, უფალს მოვლინება ნებისმიერი გზით შეუძლია. მისი მოვლენისათვის არ არის საჭირო ქალის განაყოფიერება... შემდეგი თავია "კრშნას დაბადება"... გავაგრძელო? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman ვედები Apr 13 2010, 09:01 PM
თემო Atman
კი Apr 13 2010, 09:05 PM
Atman თემო
კარგი. მოგვია... Apr 13 2010, 09:06 PM
თემო Atman
ეგ რომელ საუკუნ... Apr 13 2010, 09:08 PM
Atman თემო
ზუსტი თარიღი ... Apr 13 2010, 09:24 PM
damiane80 რადგან აქ ახდენ კო... Apr 13 2010, 09:43 PM
Atman damiane80
ვედებს. რომელ... Apr 13 2010, 09:49 PM
თემო Atman
თემას გააგრძელე... Apr 13 2010, 09:52 PM
ნონა
აქ შენივე სიტყვებ... Apr 13 2010, 09:54 PM
Atman თემო
დღეს აღარ.
ნო... Apr 13 2010, 09:57 PM
ნონა
ეეე რა გჭირს, გველე... Apr 13 2010, 10:02 PM
terra
[url=http://www.radikal.ru][img]http://i079.radik... Apr 13 2010, 10:04 PM
Atman ნონა
მითი რომ ლაკო... Apr 13 2010, 10:06 PM
ნონა
[url=http://www.radikal.ru][img]http://s003.radi... Apr 13 2010, 10:07 PM
Atman ნონა
მარცხენა კაც... Apr 13 2010, 10:08 PM
ლურჯი ბუ ის ლურჯი, მამრია ხო... Apr 13 2010, 10:11 PM
ნონა
მითის მთავარი მახ... Apr 13 2010, 10:13 PM
ლურჯი ბუ
ანუ ლურჯია ხო ქალი?... Apr 13 2010, 10:19 PM
abo დავაკვირდეთ, აღმოს... Apr 13 2010, 10:32 PM
ნონა
მკერდიანი ლურჯია ... Apr 13 2010, 10:33 PM
A.v.B რა სიბრძნე ? :D კაცს ... Apr 14 2010, 12:50 AM
ლურჯი ბუ B)-->
Atman მოდერატორს ვთხოვ გ... Apr 14 2010, 10:10 AM
Atman ახლა განვიხილავ ვე... Apr 14 2010, 11:30 AM
Atman ორიოდ სიტყვას ვიტყ... Apr 14 2010, 11:56 AM
Atman "ბჰავიშტია პურან... Apr 14 2010, 12:35 PM
terra
[b]"ბჰავიშტია პურა... Apr 14 2010, 01:58 PM
Iona Atman
ვედებს რამე მუს... Apr 14 2010, 12:42 PM
აკაკი Atman
შემდეგ?... კარგი ჰ... Apr 14 2010, 01:00 PM
ქევანა Atman
ჰმ,
მთელ დედამიწ... Apr 14 2010, 02:13 PM
აკაკი ერთი ეს მაინტერესე... Apr 14 2010, 02:16 PM
Atman Iona
ვერ მივხვდი რას ... Apr 14 2010, 03:39 PM
terra
კარგით რა ხალხო ცო... Apr 14 2010, 03:46 PM
აკაკი კი მაინტერესებს და... Apr 14 2010, 03:45 PM
Atman აკაკი
დავდო რა, გამ... Apr 14 2010, 03:51 PM
აკაკი Atman
კარგი არ გინდა, რ... Apr 14 2010, 04:10 PM
Atman აკაკი
შენ არ შემოი... Apr 14 2010, 04:13 PM
აკაკი ოკ მაშინ კეტონალის... Apr 14 2010, 04:15 PM
Atman აკაკი
ვთარგმნი ახ... Apr 14 2010, 04:16 PM
ქევანა Atman
ეხლა გეტყვი რა მ... Apr 14 2010, 04:20 PM
Atman ქევანა
რაც უფრო წმ... Apr 14 2010, 04:37 PM
Atman აკაკი
ვერ ვპოულობ ... Apr 14 2010, 04:47 PM
Atman ესეც კრშნას სურათე... Apr 14 2010, 04:58 PM
Atman http://i018.radikal.ru/1004/b2/4598a6311bb7.jpg
... Apr 14 2010, 08:53 PM
აკაკი გვეკაიფები ტო ? :D Apr 14 2010, 08:58 PM
ikanosi
ეს როგორ დავიჯერო ... Apr 14 2010, 09:00 PM
Atman აკაკი
რა ვქნა მე კი... Apr 14 2010, 09:02 PM
ikanosi Atman
მარცვალიც ვერ ვნ... Apr 14 2010, 09:03 PM
Atman ikanosi
მაგრამ ვერც იმა... Apr 14 2010, 09:05 PM
ikanosi Atman
ესეც ჯერათ? :D Apr 14 2010, 09:09 PM
A.v.B
Atman
ესეც ჯერათ? :D
ჯე... Apr 14 2010, 09:15 PM
აკაკი ikanosi
ხო ბევრი თავი აქ... Apr 14 2010, 09:10 PM
Atman ikanosi
მაგდენი არ ვიც... Apr 14 2010, 09:11 PM
abo როცა სამყარო საზღვ... Apr 14 2010, 09:12 PM
ikanosi რა მინდა კიდევ გკი... Apr 14 2010, 09:13 PM
Atman abo
ერთი მხრივ ეგრეა... Apr 14 2010, 09:21 PM
abo არა ასე ნუ შევეკით... Apr 14 2010, 09:21 PM
Atman A.v.B
რისი ექსპერიმე... Apr 14 2010, 09:24 PM
abo
ეს არ მევასა
აბო. Apr 14 2010, 09:25 PM
აკაკი Atman
და როდისო? როდის ... Apr 14 2010, 09:25 PM
Atman გავაგრძელო ხვალ ეგ... Apr 14 2010, 09:27 PM
ikanosi Atman
სიმართლე გითხრა ... Apr 14 2010, 09:29 PM
Atman ikanosi
ღმერთი ერთია ვ... Apr 14 2010, 09:31 PM
ikanosi Atman
მახსოვს იძახოდი ... Apr 14 2010, 09:34 PM
abo ჩვენ ხომ დედამიწაზ... Apr 14 2010, 09:37 PM
Atman ერთი ისტორიაა ვედე... Apr 14 2010, 09:42 PM
ikanosi
ჩვენ რა გამოვდივა... Apr 14 2010, 09:42 PM
Atman ikanosi
ჩვენც ჯივატმებ... Apr 14 2010, 09:46 PM
ikanosi
არ მომწონს რაღაც ე... Apr 14 2010, 09:51 PM
Atman ikanosi
ჯივ-ატმა ნიშნავ... Apr 14 2010, 10:06 PM
ikanosi
რატომ მითოლოგიაში... Apr 14 2010, 10:07 PM
Atman
ჩემთვის მითი და რე... Apr 14 2010, 10:10 PM
ikanosi ნახევარღმერთები კ... Apr 14 2010, 10:14 PM
Atman
ვისაც მატერიალურ... Apr 14 2010, 10:19 PM
აბე Atman
ალბათ მე ერთ-ერთ... Apr 14 2010, 11:48 PM
ა ნ უ კ ა ვაიმე რაღაცას დავწ... Apr 15 2010, 01:06 AM
terra
ვაიმე რაღაცას დავ... Apr 15 2010, 01:39 AM
Atman აბე
ვედები არის ცო... Apr 15 2010, 06:54 AM
ikanosi
:D :D :D ეს მთლად ზღაპ... Apr 15 2010, 08:49 AM
Atman ikanosi
რა ზღაპარიც არ ... Apr 15 2010, 09:09 AM
Atman ვაგრძელებ ვედური კ... Apr 15 2010, 11:00 AM
Iona
კი მელოდიებს
რაკ... Apr 15 2010, 11:33 AM
Atman ახლა ცოტას ვისაუბრ... Apr 15 2010, 11:57 AM
Iona Atman
და ანგელოზებზე ... Apr 15 2010, 12:01 PM
Atman Iona
როგორც ვთქვი ვედ... Apr 15 2010, 12:03 PM
sable
Iona
ხოლო დემონებს ჰ... Apr 15 2010, 12:53 PM
Atman Iona
აქაა რამდენიმე ვ... Apr 15 2010, 12:48 PM
Atman sable
დევა არიულ კულტ... Apr 15 2010, 01:20 PM
sable
sable
დევა არიულ კულტ... Apr 15 2010, 01:25 PM
Atman sable
გასაგებია. დაპი... Apr 15 2010, 01:34 PM
sable
[b]sable
გასაგებია. დაპ... Apr 15 2010, 05:33 PM
Iona Atman
ომ ნამო პჰაგავა... Apr 15 2010, 01:47 PM
Atman Iona
ომ მარცვალია, რო... Apr 15 2010, 01:54 PM
Iona
ანუ კრიშნა არის ღ... Apr 15 2010, 02:10 PM
Atman Iona
ღვთისშვილი არა, ... Apr 15 2010, 02:15 PM
Iona Atman
კაი ნუ გავრცელდ... Apr 15 2010, 02:23 PM
Atman Iona
იგი ისევე უბიწო... Apr 15 2010, 02:33 PM
Iona
დეჯა ვიუ არ დაემარ... Apr 15 2010, 02:44 PM
Atman
:lol: :lol: :lol: Apr 15 2010, 03:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th December 2025 - 04:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი