IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სპარსული ლიტერატურა, აღმოსავლეთის მშვენება
ქევანა
პოსტი Apr 16 2010, 04:19 PM
პოსტი #1


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ სპარსული ლიტერატურის შესახებ : )

ჩვენ ყველამ ვიცით რა ქვეყანაა ირანი, ანუ იგივე სპარსეთი, რა ტრადიციების, რა კულტურის მატარებელი ხალხი და რა ისტორიული წარსულის მქონე.

შუა საუკუნეებში ჩვენთან ძალიან იყო გავრცელებული აღმოსავლური თქმულებები, ზღაპრები, ლექსები (ბაიათები, რობაიები).

თეიმურაზ პირველი სპარსულ ენას ბულბულის ენად მიიჩნევდა, და თუმცა მე მოსმენილი არ მაქვს, მაგრამ დამწერლობა კი ნამდვილად ლამაზია, დეკორატიული და ორნამენტული, თითქოს ცალკე დამოუკიდებელი ნახატია და არა მშრალი ანბანური ასო–აღნიშვნა smile.gif


მინდა ამ თემაში სპარსული ლიტერატურის წარმოდგენა დავიწყო ზაჰირ სამარყანდელის "სინდბადნამე"–თი, როცა სახლის ბიბლიოთეკაში ვეძებდი რაღცას, აღმოვაჩნე, რომ საკმაო რაოდენობის ირანული ლიტერატურული ძეგლები მქონია biggrin.gif პლუს ამას დამატებული მე9 კლასში "ვეფხისტყაოსნის" წაქეზებით რაღაც–რაღაც მქონდა წაკითხული და მერე მივიწყებული, ახლა კი დავიწყების ფერფლი მოვაშორე უჯრებს...

"სინდბად–ნამე" მე12 საუკუნის სპარსული ლიტერატურის ერთ–ერთი თვალსაჩინო ძეგლია. როგორც აღნიშნავენ სამი ვერსია ყოფილა: ორი პროზაული და ერთიც ლექსის სახით, ამიტომ პროზაულ ვერსიებს ჰქვიათ დიდი სინდბად ნამე, მცირე სინდბად ნამე. ქართულად თარგმნილი სინდბად ნამე "დიდი სინდბად ნამე"–დან მომდინარეობს.

ეხლა რა არის ეს "სინდბად–ნამე". ესაა იგავ არაკების კრებული, დაახლოებით ისეთი სტილის როგორიც სულხან საბას სიბრძნე სიცრუისა. ძირითადი სიუჟეტური ხაზი არის ასეთი: ფადიშაჰს დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრე ვაჟი შეეძინება, მიაბარებს სასწავლებლად, 12 წელი ვერაფერს ისწავლის, მერე მეფისწულის ჰოროსკოპში ვარსკვლავები დადებითად განლაგდნენ და 6 თვეში ერთი ბრძენი სინდბად შეასწავლის მეფისვაჟს, მაგრამ როცა ფადიშაჰს უნდა წარუდგეს და გამოჩნდეს თუ რა ასწავლა სინბადმა, ამ დროს ჰოროსკოპი ისევ იცვლება და 7 დღის მანძლზე თუ ხმა ამოიღო უფლისწულმა, სიკვდილი არ აცდება, ამიტომ იგი იძულიებულია მამის წინაშე ჩუმად იყოს, სინდბადი კი გაიქცევა დროებით, რადგან მეფის წინაშე ვერ წარდგება თუ მეფისწულმა თავისი ნასწავლი ცოდნა ვერ გამომაჟღავნა. ხოდა იქ არის ერთი ვერაგი ქალი ფადიშაჰის ჰარამხანიდან, რომელსაც მეფისწული შეჰყვარებია, და რადგან ვერ აცდუნა ამიტომ დააბრალებს მეფის წინააღმდეგ შეთქმულებასა და ღალატს და ამ 7 დღის განმავლობაში მეფისწულს იცავენ 7 ბრძენი ვეზირი, უყვებიან რა ფადიშაჰს არაკებს ქალთა ცბიერების შესახებ და პლუს ის ვერაგი ქალი ცდილობს დააწმუნოს ფადიშაჰი თავის სიმართლეში.

ეს არაკები ძალიან საინტერესოა, აქაა ცხოვრებისეული ამბები: უზნეო ადამიანები, სულელები, ჭკვიანები, ცბიერები, ერთგულები, ადამიანური უერთიერთობები.

ხო მართლა, თუ სადმე ნახოთ რომ ესა თუ ის არაკი დაწერილია ფალაურ ენაზეო, ნუ შეშინდებით, ფალაური სპარსულის ერთ–ერთ დიალექტია მგონი.

ხო, რაც შეეხება იგავ–არაკების წარმომავლობას. როგორც წინასიტყვაობაში წერია, ეს იგავები ინდური წარმომავლობისააო, და ერქვა მას "პანჩატანტრა", თვითონ სახელი სინდბად არის ინდური წარმოშობის სიდჰაპატის არაბიზირებული ფორმაო, თუმცა ასე თუ ისე,
ციტატა
საერთოდ, იგავ–არაკთა და თქმულებათა პირველწყაროს დადგენა რთული საქმეა... აღმოსავლეთის ხალხთა ფოლკლორული ურთიერთკავშირი უდავოა. ამიტომ ინდური არაკები არა მარტო მთლიანი კრებულების სახით ვრცელდებოდა მთელს აღმოსავლეთში, არამედ ცალკეული არაკი დამოუკიდებელი სიუჟეტურის სახით შედიოდა ანალოგიურ ლიტერატურულ კრებულებში ანდა აღმოსავლეთის სხვადასხვა ხალხთა ფოლკორში.


ამიტომ მაინდამაინც ნუ ჩავეციკლებით წარმომავლობას, მთავარია რომ ზაჰირ სამარყანდელმა შექმნა ორიგინალური ნაწარმოები : )

და ერთიც, მე სპეციალისტი არ ვარ, მხოლოდ მოყვარული და ძააალიან, აი უზომოდ გამიხარდება თუ რომელიმე სპეციალისტი სიტყვას შეგვაწევს ამ თემაში smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ქევანა
პოსტი Apr 16 2010, 09:37 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ოკ, a075.gif

შაჰმა დაიბარა სინდბადი და უთხრა:
- როცა გამხედნავს ცხენს მიჰგვრიან, მან ისე უნდა გახედნოს და გაწვრთნას ცხოველი, რომ აღვირსა და უზანგს უნდა ემორჩილებოდეს. მხოლოდ ამის შემდეგ გაქრება ცხენში ველურობის ყოველგვარი ნიშანი. იგი დაივიწყებს თავის მხეცრუ ბუნებას და მოკლე ხანში გამხედნავის ნებას დაჰყვება. მაშ, კეთილშობილებისა და ამაღლებული გრძნობის ბაღიდან გამოსული უფლისწული ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ასეთი გამოჩენილი ოსტატის მეთვალყურეობის ქვეშ რატომ ერ ითვისებს მეცნიერებას? რატომ არ გამოაქვს ნაყოფი იმ ყლორტს, რომელიც სამეფო მშვენება და სარწმუნოების სამკაულია? იქნებ აღზრდაში რაიმე დააკელით?

ხოდა, აქ სინდბადი მოუთხრობს ამბავს ქაშმირის მეფისა და სპილოების გამრეკისა. დიდი ხნის წინათ ქაშმირში სამართლიანი და გულმოწყალე ფადიშაჰი მეფობდა, რომელიც ცნობილი იყო ქველმოქმედებითა და სამართლიანი მსაჯვრით. აი, ერთხელ მონადირეებმა ველური სპილო მოუყვანეს საჩუქრად, სისწრაფით ქარი იყო, სიფიცხით - ცეცხლი, მთასაც ჰგავდა და ღრუბელსაც. ხოდა ნახა მეფემ და მოუწონა. მაშინვე მთავარ გამრეკს უბრძანა გაეწვრთნა სპილოს ისე, რომ გამოსადეგი ყოფილიყო. წაიყვანა გამრეკმა და 3 წელი წვრთნიდა. დათქმული დრო რომ მოვიდა, მეფემ გადაწყვიტა შეემოწმებინა და პირადად დარწმუნებულიყო წვრთნის სასიკეთო შედეგში. როგორც კი ჰაში შეჯდა სპილოზე, მაშინვე სპილომ ლომივით შეკრა კამარა და გრიგალივით გაიჭრა ველზე. დაჭრილი ნადირივით დაჰქროდა მთასა და ტყეში. შეშინებული შაჰი მასზე ისე მოჩანდა, როგორც მთის წვერზე დასკუპებული ანყას ბარტყი. რამდენიც არ ეცადა შაჰი გახელებული ცხოველის შეჩერებას, ვერაფერს გახდა. ასე გაგრძელდა, სანამ არ მოშივდა და უკან სადგომში არ დაბრუნდა. შაჰი ჩამოხდა და განრისხებულმა გამრეკის დასჯა ბრძანა. "ზღვას მეზობელი არ ჰყავს, მეფეს მეგობარიო" გაიფიქრა საბრალომ და ითხოვა თავის გამართლების საშუალება მისცემოდა. შაჰმაც ნება დართო.
გამრეკმა ითხოვა თივა და გავარვარებული რკინა. შეჯდა სპილოზე. როგორც კი სპილომ თივისკენ გაასწია ხორთუმი, გამრეკმა უყვირა: თივას არ დააკარო პირი, რკინა აიღეო. ის იყო სპილოს რკინის ნაჭერი უნდა აეღო, რომ გამრეკმა შეაჩერა, ახლა ფეხი დაადგიო, როცა სპილომ რკინაზე ფეხი ლამის შედგა, გამრეკმა უბრძანა მაგას შეეშვი და შაჰს თაყვანი ეციო და სპილომაც ფადიშაჰს მაშინვე თაყვანი სცა. ამის შემდეგ ჩამოხტა გამრეკი, დაეცა შაჰის ფერხთ და უთხრა: დაე, მუდამ დღეგრძელი იყოს შაჰი! მე სპილოს შევასწავლე ის, რაც მისმა ხორთუმმა, კისერმა და ფეხებმა შეძლეს, მაგრამ ვერ შევასმინე ის რაც მის სულზე და შინაგან ბუნებაზე იყო დამოკიდებული. ყოველივე ეს ჩემთვის მიუწვდომელია და რაღა თქმა უნდა მასზე ზემოქმედება ვერ მოვახდინე. სპილო რომ აღვირს არ დაემორჩილა, იქნებ ეს ღვთის ნება იყო? ადამიანის გონებას არ ძალუძს ჩასწვდეს ბედის საიდუმლოს და გაარკვიოს ბედისწრესი ფარული გზები. ის, რაც ზეციური სამყაროდან ჩვენსკენ მოემართება, შეუძლებელია ვინმემ თავიდან აიცილოს. "თუ ღმერთს კაცისთვის ავი სურს, აუცილებლად ასრულდებაო", (ეს ფრაზა ყურანიდან არის) ნათქვამია.
მოისმინა რა გამრეკის სიტყვები, შაჰმა მას შეუნდო.

პ.ს. ერთ არაკს დავდებ კიდე და მერე სხვაზე გადავალ : )


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2025 - 07:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი