IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბასილ კობახიძის "საბოლოო მიმართვა"
მნათე
პოსტი Mar 7 2007, 02:01 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ გაზეთ "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნდა დეკანოზი ბასილ კობახიძის, მიმართვის ტექსტი [შეკვეცილი]-კომენტარები, თქვენთვის მომინდია sad.gif sad.gif sad.gif გული მწყდება...

საბოლოო მიმართვის ტექსტი

IPB-ს სურათი


"თქვენო უწმინდესობავ, 2006 წლის 26 დეკემბერს გამოგიგზავნეთ მიმართვა, რომელშიც გავაპროტესტე საქართველოს ეკლესიაში არსებული კატასტროფული სიტუაცია, თქვენი პრორუსული ორიენტაცია და თქვენ მიერ ჩემ მიმართ განხორცხიელებული მრავალწლიანი დევნა. კატეგორიულად მოვითხოვე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის კრების მოწვევა ჩემი საკითხის განსახილველად და ამ კრებაზე ჩემი ოფიციალური გამოძახება, რათა მომცემოდა წაყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება.

თქვენ, როგორც ყოველთვის, ჩვენ მიმართვას არავითარი, ყურადღება არ მიაქციეთ. პირიქით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, საპატრიარქო პრესცენტრის უფროსის მოადგილემ, ზურაბ ცხოვრებაძემ, რომელიც წარმატებით ასრულებს ჰებელსის ფუნქციას თქვენს ადმინისტრაციაში, საპატრიარქოს ნაცისტური რადიო "ივერიის" ეთერით კვლავ მომაყენა პიროვნული შეურაცხყოფა...

მთელმა ეკლესიამ იცის, რომ უკვე გადმოგეცათ შესაბამისი შენობა ვაკეში, სადაც საპატრიარქოს უნივერსიტეტს განათავსებთ. ეს ნიშნავს რომ გაჩნდება შავრაზმულ=ექსტრემისტული იდეოლოგიის კიდევ ერთი ბუნაგი. რომელიც ზომბირებულ სტუდენტებსაც ადვილად გამოიყენებენ რუსეთის სპეცსამსახურები ანტისახელმწიფოებრივი მანიფესტაციებისთვის საქართველოში

...მთელმა ეკლესიამ იცის რომ უახლოვეს მომავალში, წმინდა სინოდის ერთ-ერთ კრებაზე, აპირებთ საპატრიარქო თანამოსაყდრედ გამოაცხადოთ თქვენი ძმისშვილი მთავარეპისკოპოსი დიმიტრი შიოლაშვილი. ცხადია, თქვენი მონამორჩილი ეპისკოპოსები ერთხმად დაუჭერენ მხარს ამ გადაწყვეტილებას.

ეს ნიშნავს, რომ თქვენი ძმიშვილი ავტომატიურად გახდება საქართველოს კათალიკოს პატრიარქი.

მთელმა ეკლესიამ იცის მაგრამ საუბედუროდ დუმს. იძულებული ვარ, გამოვიყენო პროტესტის ის უკანასკნელი ფორმა რომელიც დამრჩა.

თქვენო უწმინდესობავ, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, გიცხადებთ, რომ პროტესტის ნიშნად მე თვითონ ვტოვებ საეკლესიო მსახურებას, უარს ვამბობ სასულიერო პირობაზე და დღეიდან ერისკაცი გახლავართ.

მცხეთა-თბილისი ეპარქიის დეკანოზი, ბასილ კობახიძე.

28 თებერვალი, 2007წ., თბილისი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 10:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი