IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რატომ შვა უფალმა ადამიანი?
ნათია
პოსტი Mar 1 2007, 12:35 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ცნობილი მართლმადიდებელი მკვლევარი ნ.ე. პესტოვი წერს: „ათასწლოვანი კულტურული ცხოვრების შემდეგ იციან კი ბოლოს და ბოლოს, თუ რისთვის ცხოვრობენ? რა მიზანი აქვს მათ არსებობას და რა წარმოადგენს სულიერი კულტურის იდეალს?

მტკიცედ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა დიდი უმრავლესობა ამ კითხვებზე პასუხს ვერ სცემს და უმთავრესად არც სვამენ მას. ისინი იმგვარად ცხოვრობენ, როგორც ეს მათ ყოფას მოაქვს, აქვთ რა საკუთარი არსებობის ქვეცნობიერი და არაცნობიერი მიზნები.

ეს მიზნები კი უმრავლესობასთან იმის იქით არ ვრცელდება, გამოკვებონ, ჩააცვან და გაათბონ საკუთარი სხეული, დააკმაყოფილონ ცხოველური მოთხოვნილებები“.

მაინც რა არის ადამიანის ამქვეყნად არსებობს უმთავრესი მიზანი? რა შეხედულებებსაც არ უნდა გაეცნო ამ თემასთან დაკავშირებით, მოცემულ კითხვაზე მართლმადიდებლურ პასუხზე უფრო სწორს, გამართულს ვერ შეხვდები. კატეხიზმოში - მართლმადიდებლურ სახელმძღვანელოში ვკითხულობთ „თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფრო და უფრო სრულყოფილი გახდეს და დაემსგავსოს შემქმნელს თავისას, რომლის მსგავსადაც იგი შეიქმნა“. სულიერი, პიროვნული სრულყოფაა ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი და სამწუხაროდ ეს ბევრმა არ იცის, სათანადოდ არ ესმის მრევლის მნიშვნელოვან ნაწილსაც. ეკლესიურ ხალხთან ეს ერთი მხრივ, გასაგებია. იმდენად მრავალფეროვანი, რთულია მართლმადიდებლური ლიტერატურა, სიბრძნენი, დოგმები, რომ ძნელია ყველას სათანადო ყურადღება მიაქციო. ზოგი ერთით დაინტერესდება, დაიმახსოვრებს, შეეცდება გაიაზროს, სხვა მეორეთი, ნაწილი მესამით. კატეხიზმოს ზემოთ მოყვანილი სიტყვებიც ალბათ მრევლის მრავალ წევრს აქვს წაკითხული, მაგრამ სათანადო ყურადღება არ მიუქცევია, ვერ ჩამწვდარა მის არსს, მნიშვნელობას. კიდევ სხვა ნიუანსების აღნიშვნაც შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა სხვა რამ არის ჩვენთვის მთავარი: ის, რომ დადგა დრო განსაკუთრებით წამოიწიოს იმ სიბრძნემ, რომ ქრისტიანული ცხოვრების არსი ეს არის სულიერი, პიროვნული სრულყოფისკენ სწრაფვა და თანდათანობით ამ მიზნის განხორციელება ეკლესიური წესების დაცვით მოტანილი ღვთიური მადლით. ერთ-ერთი პირველი და მეტად მნიშვნელოვანი, რასაც უნდა ეცნობოდეს ადამიანი ცხოვრებაში და კარგად იბეჭდავდეს გონებაში , სწორედ ეს არის ის, რომ უფლისკენ სავალი გზა წარმოუდგენელია პიროვნეული სრულყოფის გარეშე.



--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ბოლქვაძე
პოსტი Mar 20 2007, 03:49 PM
პოსტი #2


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



გამარჯობა

რისთვის დაჭირდა ღმერთს ადამიანის შექმნა ამ კითხვაზე ბევრი მოსაზრება არსებობს და გთხოვთ თქვენი მოსაზრება დაწეროთ

ჩემი აზრით (უფრო ფილოსოფიური კუთხით) ღმერთს ადამიანი რომ არ შეექმნა ის არავისთვის იარსებებდა და იქნებოდა თავისთვის. მაგრამ თავისთვისაც რო ყოფილიყო მაინც კარგად იქნებოდა,კიდევ ის რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა სახედ თვისად და აინტერესებდა თუ როგორ შეხვდებოდა ამას ადამიანი smile.gif

ეხლა თქვენი ჯერია smile.gif


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bloody Elf
პოსტი Apr 16 2010, 11:42 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 15-April 10
წევრი № 8,632



ციტატა(a-l-e-q-s-a-n-d-r-e @ Mar 20 2007, 03:49 PM) *

გამარჯობა

რისთვის დაჭირდა ღმერთს ადამიანის შექმნა ამ კითხვაზე ბევრი მოსაზრება არსებობს და გთხოვთ თქვენი მოსაზრება დაწეროთ

ჩემი აზრით (უფრო ფილოსოფიური კუთხით) ღმერთს ადამიანი რომ არ შეექმნა ის არავისთვის იარსებებდა და იქნებოდა თავისთვის. მაგრამ თავისთვისაც რო ყოფილიყო მაინც კარგად იქნებოდა,კიდევ ის რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა სახედ თვისად და აინტერესებდა თუ როგორ შეხვდებოდა ამას ადამიანი smile.gif

ეხლა თქვენი ჯერია smile.gif



არავისთვის რატომ? მილიონობით ანგელოზი ყავდა მანამდე. მარტომც რომ ყოფილი არ მოიწყენდა..სრულყოფილია.

ბიბლიაში წერია რომ ღმერთი სიყვარულმა აძღრა შეექმნა ადამიანები.. smile.gif

ალბათ ადამიანებსაც რომ ყვარებოდათ ერთმანეთი და ეზრუნათ ედემის ბაღზე..

დავალება ქონდათ ადამს და ევას..მთელი დედამიწა ედემის ბაღად გადაექციათ..ღმერთს უნდოდა რომ ადამიანებს მარადიულად და ბედნიერად ეცხოვრათ ედემის ბაღში, გამრავლებულიყვნენ და ერთმანეთი ყვარებოდათ smile.gif

მარა ვინ აცალა huh.gif


-----------------------------------------------------------------------------------

ხატებაში კი ამ შემთხვევაში თვისებები იგულისხმება.. ბიბლიიდან ვიცით რომ ღმერთი სიყვარულია, და რადგანაც ადამიანი მისი მსგავსია თვისებებით -მხოლოდ ადამიანს შეუძლია სიყვარულ მთელს დედამიწაზე.

ხოლო მამა ღმერთი არავის უნახავს იესო ქრისტეს გარდა. smile.gif წერია ეგეც ბიბლიაში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
natia83   რატომ შვა უფალმა ადამიანი?   Mar 1 2007, 12:35 AM
KAIROS   ნათია, კეთილი იყოს...   Mar 1 2007, 04:52 AM
a-l-e-q-s-a-n-d-r-e   გამარჯობა რისთვის...   Mar 20 2007, 03:49 PM
Bloody Elf   გამარჯობა რისთვი...   Apr 16 2010, 11:42 PM
miss_kartveli   ღმერთმა ადამიანის ...   Mar 20 2007, 03:58 PM
ekusia   a-l-e-q-s-a-n-d-r-e ღმერთმა შე...   Mar 20 2007, 05:02 PM
a-l-e-q-s-a-n-d-r-e   ekusia რათქმა უნდა ეგე...   Mar 20 2007, 06:35 PM
A L U B A L A   ekusia რაო? პირველად მე...   Mar 20 2007, 05:10 PM
adamis_nekni   ეს მხოლოდ უფალმა უ...   Mar 20 2007, 06:04 PM
მხევალი ნინო   a-l-e-q-s-a-n-d-r-e ამაზე უშვე...   Mar 20 2007, 06:36 PM
palma   ალბათ იმიტო, რომ ღმ...   Mar 20 2007, 06:40 PM
tatia24   ალბათ იმიტო, რომ ღმ...   Mar 20 2007, 10:07 PM
ქავთარაძე   ამ თემაში ალბათ და ...   Mar 20 2007, 06:52 PM
adamis_nekni   modi yvelaferSi nu CaveZiebiT, eg RmerTma iccis da...   Mar 20 2007, 07:33 PM
გლახა   adamis_nekni შენ არ ჩაეძიო ...   Mar 20 2007, 07:55 PM
adamis_nekni   adamis_nekni შენ არ ჩაეძიო ...   Mar 20 2007, 07:57 PM
ნოდარიკო   არადა წეღან ჩამოვა...   Mar 20 2007, 09:22 PM
solomony   მე ასეთი კუთხით ვი...   Mar 20 2007, 10:31 PM
მარინე   ღმერთს შენთვის გონ...   Apr 1 2007, 11:03 PM
sofi89   "ღმერთი-ეს არის უ...   Apr 5 2007, 05:29 PM
salomea07   ამაზე რომ ვფიქრობ, ...   Apr 5 2007, 08:53 PM
laziale   ამაზე რომ ვფიქრობ, ...   May 6 2007, 12:51 PM
ზებედე   რატომ შექმნა ღმერ...   Aug 15 2007, 03:53 AM
bududu_tea   თქვა ღმერთმა ვქმნა...   May 7 2007, 12:33 AM
ნათია   რადგან კეთილმა და ...   May 7 2007, 01:49 AM
XAFRAN   წრფეს ანუ უსასრულო...   Aug 15 2007, 02:33 AM
natato95   თუ ძაან გაინტერესე...   Mar 31 2011, 10:56 PM
natato95   ღმერთმა ადამიანი ს...   Apr 1 2011, 12:37 AM
აკაკი   "... რომ დაცემულ ან...   Apr 1 2011, 09:31 AM
atheist   იმიტომ რომ თავად გ...   Apr 3 2011, 02:37 AM
*ana*   ეს ყველაფერი კი, მა...   Apr 3 2011, 09:53 PM
.zakaria.   ეს ყველაფერი კი, მა...   Apr 4 2011, 08:02 PM
beks777   ღმერთმა ადამიანი შ...   Apr 4 2011, 12:37 PM
beks777   .zakaria. დამასკელი წაკ...   Apr 5 2011, 10:01 PM
leluashvili.giorgi   ღმერთი ისეთი დიადი...   Apr 5 2011, 10:23 PM
marine   "ადამიანი ცისა და...   Feb 10 2014, 12:04 PM
m16   ეგ არ ცემს კითხვას ...   Feb 23 2014, 10:36 PM
A.V.M   რელიგიური პოლემიკ...   Feb 23 2014, 10:39 PM
m16   A.V.M დავაი დაიწყე ამ ...   Feb 23 2014, 10:41 PM
MIRDAT   A.V.M რამე კამათს თუ დ...   Feb 24 2014, 01:04 AM
A.V.M   m16 მე რა დავიწყო . ვი...   Feb 24 2014, 01:23 AM
MIRDAT   ხომ იცოდა, რომ ისე ...   Feb 24 2014, 02:15 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 12:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი