![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ამას წინათ აღმოვაჩინე საიტი http://elia.ucoz.com, სადაც პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ღვთისმეტყველების ყოფილი ლექტორის "გენიალური" აზრებია მოცემული.
ახასიათებს ძალიან კარგად ცნობილი ისტერია მასონიზმის ნიადაგზე და გამოირჩევა კაბალისტიკისადმი მიდრეკილებითაც. ასე მაგალითად, ერთ თავის ვიდეო ჩანაწერში ამბობს, რომ გვარი "შიოლაშვილი" რომ გადაიყვანო რიცხვებში და შეკრიბო, გამოვა 666, რასაც ხსნის იმით, რომ საპატრიარქოში საქმეები მთლად ვერააო (თითქოს ამის გარეშე არ შეიძლება ამისი მიხვედრა ![]() სუბიექტურად ამ ფაქტმა შემძრა, რადგან მრავალი წლის შემდეგ ვნახე ეს ადამიანი, აბსოლუტურად სხვა, არადა ვიცნობდი საკმაოდ კარგად, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ტიპიური "მრევლის" ზოგიერთი თვისება, მაინც გამოირჩეოდა აზროვნების უნარით ობიექტურად კი დამაფიქრა იმ მიზეზებმა რასაც შეიძლება ამ შედეგებამდე მივეყვანეთ. მან დაამთავრა აკადემია, მიიღო დიპლომი და არავის გასჩენია ეჭვი მის პროფესიონალიზმში...უფრო მეტიც, დიპლომის დაცვის შემდეგ მიიღეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და მუშაობდა თეოლოგიის ლექტორად კაი ხანს, სანამ არ გამოუშვეს ბოლო დროს. რაშია საქმე? ისე ხომ არაა, რომ რაღაც პერიოდიდან მთელს ეკლესიაში მასიურად შემოვიდა გადაბრუნებული გაგება მართლმადიდებლობისა, რამაც სამწუხაროდ აკადემიაშიც შეაღწია და კარგა ხანს აკადემიის მეშვეობით ხდებოდა იმ იდეების რეკლამირება-გაპიარება, რასაც ეს ადამიანი თავის ვიდეო ჩანაწერებში გვთავაზობს? ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
death |
![]()
პოსტი
#2
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
კანუდოსელი
საიტზე, რომ შევედი გამახსენდა, ეგ ადამიანი ლექციებს მიკითხავდა თეოლოგიაში. არ ვიცი რა განათლების პატრონია, რადგან მიხ მხოლოდ ორ ლექციას დავესწარი ![]() ის რაც აქ იწერება აშკარა კატასტროფაა, 9 ბალიანი მიწისძვრა ![]() მიზეზი ალბათ გაუნათლებლობასთან ერთად ფანატიზმიც არის -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კანუდოსელი საიტზე, რომ შევედი გამახსენდა, ეგ ადამიანი ლექციებს მიკითხავდა თეოლოგიაში. არ ვიცი რა განათლების პატრონია, რადგან მიხ მხოლოდ ორ ლექციას დავესწარი ![]() ის რაც აქ იწერება აშკარა კატასტროფაა, 9 ბალიანი მიწისძვრა ![]() მიზეზი ალბათ გაუნათლებლობასთან ერთად ფანატიზმიც არის მე მიყალიბდება აზრი, რომ სადღაც იქნა დაშვებული საბედისწერო შეცდომა, როდესაც ეკლესიაში განათლების სფერო სრულიად მიუშვეს და წიგნები ისეთი თარგმნეს, რომლებსაც მხოლოდ აუტოდაფე მოუხდებოდა... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
death |
![]()
პოსტი
#4
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
მე მიყალიბდება აზრი, რომ სადღაც იქნა დაშვებული საბედისწერო შეცდომა, როდესაც ეკლესიაში განათლების სფერო სრულიად მიუშვეს და წიგნები ისეთი თარგმნეს, რომლებსაც მხოლოდ აუტოდაფე მოუხდებოდა... მემგონი მაგ შეცდომის გამოსწორების გზები ამბროსი ხელაის შემდეგ დასამარდა და დაგვირგვინდა 30 წლების რეპრესიების დროს. მისი სიკვდილი ქართული ქრისტიანული მსოფმხედველობის ერთგვარი პანაშვიდი იყო. ჯერ კიდევ კირიონ II წერდა, რომ საქართველო საკმაოდ დაბალ დონეზე იდგა თეოლოგიური განათლების მხრივ და საჭიროდ მიიჩნევდა ახალგაზრდების დასავლეთში გაგზავნას სასწავლებლად ![]() ჩემის აზრით დღეს როგორც არ უნდა თარგმნონ წიგნები მაინც ვერ შეიცვლება სიტუაცია, ან ვინ უნდა თარგმნოს? ერთი ორის გარდა მთარგმნელი მაინც არავინაა, სხვები კი ნათელია რისი მთარგმნელებიცაა ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 08:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი