![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ამას წინათ აღმოვაჩინე საიტი http://elia.ucoz.com, სადაც პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ღვთისმეტყველების ყოფილი ლექტორის "გენიალური" აზრებია მოცემული.
ახასიათებს ძალიან კარგად ცნობილი ისტერია მასონიზმის ნიადაგზე და გამოირჩევა კაბალისტიკისადმი მიდრეკილებითაც. ასე მაგალითად, ერთ თავის ვიდეო ჩანაწერში ამბობს, რომ გვარი "შიოლაშვილი" რომ გადაიყვანო რიცხვებში და შეკრიბო, გამოვა 666, რასაც ხსნის იმით, რომ საპატრიარქოში საქმეები მთლად ვერააო (თითქოს ამის გარეშე არ შეიძლება ამისი მიხვედრა ![]() სუბიექტურად ამ ფაქტმა შემძრა, რადგან მრავალი წლის შემდეგ ვნახე ეს ადამიანი, აბსოლუტურად სხვა, არადა ვიცნობდი საკმაოდ კარგად, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ტიპიური "მრევლის" ზოგიერთი თვისება, მაინც გამოირჩეოდა აზროვნების უნარით ობიექტურად კი დამაფიქრა იმ მიზეზებმა რასაც შეიძლება ამ შედეგებამდე მივეყვანეთ. მან დაამთავრა აკადემია, მიიღო დიპლომი და არავის გასჩენია ეჭვი მის პროფესიონალიზმში...უფრო მეტიც, დიპლომის დაცვის შემდეგ მიიღეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და მუშაობდა თეოლოგიის ლექტორად კაი ხანს, სანამ არ გამოუშვეს ბოლო დროს. რაშია საქმე? ისე ხომ არაა, რომ რაღაც პერიოდიდან მთელს ეკლესიაში მასიურად შემოვიდა გადაბრუნებული გაგება მართლმადიდებლობისა, რამაც სამწუხაროდ აკადემიაშიც შეაღწია და კარგა ხანს აკადემიის მეშვეობით ხდებოდა იმ იდეების რეკლამირება-გაპიარება, რასაც ეს ადამიანი თავის ვიდეო ჩანაწერებში გვთავაზობს? ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოდი ერთ კლასიკურ მაგალითს გავიხსენებ ჩვენი უახლოესი ისტორიიდან: 90-ან წლებში მოხდა ბეთანიის მონასტრის ბერების განდგომა ჩვენი საპატრიარქოდან ეკუმენიზმის ნიადაგზე, სადაც ისინი ითხოვდნენ მსოფლიო ეკელსიათა საბჭოში გაწევრიანებულ ეკლსიებთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტას.
ისინი წავიდნენ სქიზმაში...გავიდა ხანი და ეკლესიამ გამოიჩინა დიდი სიყვარული და უამრავი მათგანი დაბრუნდა ისევ უკან. მაგრამ დაბრუნდა როგორ? აღმოიფხვრა ის დამოკიდებულება, რის გამოც ისინი ოდესღაც ეკლესიის გარეთ აღმოჩდნენ? არანაირად...ახლაც რომ გაესაუბროთ იმ ადამიანებს, გაგაკვირვებთ მათი იდეოლოგიური შემართება...ის ზუსტად ისეთივეა...მაშ კითხვა: რისგან განკურნა ისინი დრომ? თითქოს არც არაფრისგან და ეკლესიამ ყოველგვარი ცენზის გარეშე მიიღო უკან...იქნებ იმტომ, რომ ეკლესიაში უამრავი უჭერს ამ პოზიციას მხარს? აი მეც ამაზე მინდა ვისაუბრო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 08:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი