![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ამას წინათ აღმოვაჩინე საიტი http://elia.ucoz.com, სადაც პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ღვთისმეტყველების ყოფილი ლექტორის "გენიალური" აზრებია მოცემული.
ახასიათებს ძალიან კარგად ცნობილი ისტერია მასონიზმის ნიადაგზე და გამოირჩევა კაბალისტიკისადმი მიდრეკილებითაც. ასე მაგალითად, ერთ თავის ვიდეო ჩანაწერში ამბობს, რომ გვარი "შიოლაშვილი" რომ გადაიყვანო რიცხვებში და შეკრიბო, გამოვა 666, რასაც ხსნის იმით, რომ საპატრიარქოში საქმეები მთლად ვერააო (თითქოს ამის გარეშე არ შეიძლება ამისი მიხვედრა ![]() სუბიექტურად ამ ფაქტმა შემძრა, რადგან მრავალი წლის შემდეგ ვნახე ეს ადამიანი, აბსოლუტურად სხვა, არადა ვიცნობდი საკმაოდ კარგად, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ტიპიური "მრევლის" ზოგიერთი თვისება, მაინც გამოირჩეოდა აზროვნების უნარით ობიექტურად კი დამაფიქრა იმ მიზეზებმა რასაც შეიძლება ამ შედეგებამდე მივეყვანეთ. მან დაამთავრა აკადემია, მიიღო დიპლომი და არავის გასჩენია ეჭვი მის პროფესიონალიზმში...უფრო მეტიც, დიპლომის დაცვის შემდეგ მიიღეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და მუშაობდა თეოლოგიის ლექტორად კაი ხანს, სანამ არ გამოუშვეს ბოლო დროს. რაშია საქმე? ისე ხომ არაა, რომ რაღაც პერიოდიდან მთელს ეკლესიაში მასიურად შემოვიდა გადაბრუნებული გაგება მართლმადიდებლობისა, რამაც სამწუხაროდ აკადემიაშიც შეაღწია და კარგა ხანს აკადემიის მეშვეობით ხდებოდა იმ იდეების რეკლამირება-გაპიარება, რასაც ეს ადამიანი თავის ვიდეო ჩანაწერებში გვთავაზობს? ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
kinoteli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() SHEFICULI ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 ![]() |
ბევრი სისულელეც იბჭდება ჟურნალ-გაზეთებში კონკრეტული პიროვნებების მიერ,რაც ბევრჯერ უხერხულობებს უქმნით ადგილობრივ ეპარქიის მმართველებს...რომელთ ლოცვა-კურთხევითაც გამოიცემა...აქაც ყურადღებაა მისაქცევი....მერე ეგეთი ტიპები თავიანთ აზრებს ავრცელებენ და ამას ეკლესიას აბრალებენ
მოდი ერთ კლასიკურ მაგალითს გავიხსენებ ჩვენი უახლოესი ისტორიიდან: 90-ან წლებში მოხდა ბეთანიის მონასტრის ბერების განდგომა ჩვენი საპატრიარქოდან ეკუმენიზმის ნიადაგზე, სადაც ისინი ითხოვდნენ მსოფლიო ეკელსიათა საბჭოში გაწევრიანებულ ეკელსიებთან ევქარისტიული კავშირის ეწყვეტას. ისინი წავიდნენ სქიზმაში...გავიდა ხანი და ეკლესიამ გამოიჩინა დიდი სიყყვარული და უამრავი მათგანი დაბრუნდა ისევ უკან. მაგრამ დაბრუნდა როგორ? აღმოიფხვრა ის დამოკიდებულება, რის გამოც ისინი ოდესღაც ეკლესიის გარეტ აღმოჩდნენ? არანაირად...ახლაც რომ გაესაუბროთ იმ ადამიანებს, გაგაკვირვებთ მათი იდეოლოგიური შემართება...ის ზუსტად ისეთივეა...მაშ კითხვა რისგან განკურნა ისინი დრომ? თითქოს არც არაფრისგან და ეკლესიამ ყოველგვარი ცენზის გარეშე მიიღო უკან...იქნებ იმტომ, რომ ეკლესიაში უამრავი უჭერს ამ პოზიციას მხარს? აი მეც ამაზე მინდა ვისაუბრო მე საბედნიეროდ ბევრს ვიცნობ ვინც აზრი შეიცვალა...თუმცა ბევრს ვიძახი და 60% ვგულისხმობ მათგან.....მეც გულს მტკენს უცვალებლობა... -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მე საბედნიეროდ ბევრს ვიცნობ ვინც აზრი შეიცვალა...თუმცა ბევრს ვიძახი და 60% ვგულისხმობ მათგან.....მეც გულს მტკენს უცვალებლობა... მამამთავრებს? ბერ იოანეს (შეყლაშვილს) ბერ გაბრიელს (ბუხრაშვილს), ცანგალას (ნუ გაგიკვირდებათ ![]() ამათგან აზრი არავის შეუცვლია... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
kinoteli |
![]()
პოსტი
#4
|
![]() SHEFICULI ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 ![]() |
მამამთავრებს? ბერ იოანეს (შეყლაშვილს) ბერ გაბრიელს (ბუხრაშვილს), ცანგალას (ნუ გაგიკვირდებათ ![]() ამათგან აზრი არავის შეუცვლია... ვგულისხმობ ვინც დაბრუნდნენ -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 07:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი