![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ამას წინათ აღმოვაჩინე საიტი http://elia.ucoz.com, სადაც პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ღვთისმეტყველების ყოფილი ლექტორის "გენიალური" აზრებია მოცემული.
ახასიათებს ძალიან კარგად ცნობილი ისტერია მასონიზმის ნიადაგზე და გამოირჩევა კაბალისტიკისადმი მიდრეკილებითაც. ასე მაგალითად, ერთ თავის ვიდეო ჩანაწერში ამბობს, რომ გვარი "შიოლაშვილი" რომ გადაიყვანო რიცხვებში და შეკრიბო, გამოვა 666, რასაც ხსნის იმით, რომ საპატრიარქოში საქმეები მთლად ვერააო (თითქოს ამის გარეშე არ შეიძლება ამისი მიხვედრა ![]() სუბიექტურად ამ ფაქტმა შემძრა, რადგან მრავალი წლის შემდეგ ვნახე ეს ადამიანი, აბსოლუტურად სხვა, არადა ვიცნობდი საკმაოდ კარგად, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ტიპიური "მრევლის" ზოგიერთი თვისება, მაინც გამოირჩეოდა აზროვნების უნარით ობიექტურად კი დამაფიქრა იმ მიზეზებმა რასაც შეიძლება ამ შედეგებამდე მივეყვანეთ. მან დაამთავრა აკადემია, მიიღო დიპლომი და არავის გასჩენია ეჭვი მის პროფესიონალიზმში...უფრო მეტიც, დიპლომის დაცვის შემდეგ მიიღეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და მუშაობდა თეოლოგიის ლექტორად კაი ხანს, სანამ არ გამოუშვეს ბოლო დროს. რაშია საქმე? ისე ხომ არაა, რომ რაღაც პერიოდიდან მთელს ეკლესიაში მასიურად შემოვიდა გადაბრუნებული გაგება მართლმადიდებლობისა, რამაც სამწუხაროდ აკადემიაშიც შეაღწია და კარგა ხანს აკადემიის მეშვეობით ხდებოდა იმ იდეების რეკლამირება-გაპიარება, რასაც ეს ადამიანი თავის ვიდეო ჩანაწერებში გვთავაზობს? ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ღვთისმეტყველების ყოფილი ლექტორის "გენიალური" აზრებია მოცემული ძალიან სამწუხაროა ![]() ერთად ვსწავლობდით და ერთად ვასწავლიდით, ნუ რათქმაუნდა სხვადასხვა კურსებზე და სხვადასხვა წლებში, თუმცა მისი ცვალებადობა შარშან შევნიშნე, პირადად ვესაუბრე და მეგონა რაღაც ფაქტებიდან გამომდინარე შეიცვლიდა აზრს, სამწუხაროდ ასე არ მოხდა და ერთგან პატრიარქს ვითომ იცავენ "ვემიჯნებით პატრიარქის შეურაცხმყოფელებს " და მერე იდიოტიზმი პატრიარქის შესახებ, რაც აქ დაიწერე "666 და შიოლაშვილის" გვარი და მერე უფრო მსხვილი სისულელე "4104 წელს ვღებულობთ თანამედროვე 2012 წლის 21 დეკემბერს" ![]() სამწუხაროა, გული დამწყდა დავითზე, ვიცოდი რომ ოჯახში პრობლემები ქონდა, მაგრამ ამ დონეზე თუ იყო არ ვიცოდი, მოკლედ ნამდვილად არაა სასაცილოც კი , სატირალია, დაიღუპა კაცი ფაქტიურად, უშველოს ღმერთმა ![]() მოწყენილად; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 07:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი