![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ამას წინათ აღმოვაჩინე საიტი http://elia.ucoz.com, სადაც პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ღვთისმეტყველების ყოფილი ლექტორის "გენიალური" აზრებია მოცემული.
ახასიათებს ძალიან კარგად ცნობილი ისტერია მასონიზმის ნიადაგზე და გამოირჩევა კაბალისტიკისადმი მიდრეკილებითაც. ასე მაგალითად, ერთ თავის ვიდეო ჩანაწერში ამბობს, რომ გვარი "შიოლაშვილი" რომ გადაიყვანო რიცხვებში და შეკრიბო, გამოვა 666, რასაც ხსნის იმით, რომ საპატრიარქოში საქმეები მთლად ვერააო (თითქოს ამის გარეშე არ შეიძლება ამისი მიხვედრა ![]() სუბიექტურად ამ ფაქტმა შემძრა, რადგან მრავალი წლის შემდეგ ვნახე ეს ადამიანი, აბსოლუტურად სხვა, არადა ვიცნობდი საკმაოდ კარგად, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ტიპიური "მრევლის" ზოგიერთი თვისება, მაინც გამოირჩეოდა აზროვნების უნარით ობიექტურად კი დამაფიქრა იმ მიზეზებმა რასაც შეიძლება ამ შედეგებამდე მივეყვანეთ. მან დაამთავრა აკადემია, მიიღო დიპლომი და არავის გასჩენია ეჭვი მის პროფესიონალიზმში...უფრო მეტიც, დიპლომის დაცვის შემდეგ მიიღეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და მუშაობდა თეოლოგიის ლექტორად კაი ხანს, სანამ არ გამოუშვეს ბოლო დროს. რაშია საქმე? ისე ხომ არაა, რომ რაღაც პერიოდიდან მთელს ეკლესიაში მასიურად შემოვიდა გადაბრუნებული გაგება მართლმადიდებლობისა, რამაც სამწუხაროდ აკადემიაშიც შეაღწია და კარგა ხანს აკადემიის მეშვეობით ხდებოდა იმ იდეების რეკლამირება-გაპიარება, რასაც ეს ადამიანი თავის ვიდეო ჩანაწერებში გვთავაზობს? ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
athos |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა კი მაგრამ ასეთი შეხედულება რომ ბატონობს მრევლში, ნუთუ მიზეზები არ არის? საიდან აქვთ მათ ასეთი მართლმადიდებლობა აკრეფილი? თვითონ გამოიგონეს პირადად? ულოგიკოა, რადგან მაშინ ყველა კერძო შემთხვევაში სხვადასხვა ფენომენთან უნდა გვქონდეს საქმე...რეალობაში კი ისეა, რომ ყველა რაღაც ერთნაირი შაბლონით აზროვნებს...კითხვა: ვინ მისცა მათ ეს შაბლონი? ზაზა, დამეთანხმები, რომ ჩვენს ქვეყანაში რელიგიაზე კონტროლის გაუქმება მოხდა ძალიან რთულ ეპოქაში, ომების, ეკონომიკური სიდუხჭირის პერიოდში. ასეთ პერიოდებში ისტორიულად ყოველთვის ძლიერდებოდა აპოკალიფტური განცდები. ჩვენც არ ვყოფილვართ გამონაკლისი. იმ პერიოდში ასეთი ლიტერატურა რომ იბეჭდებოდა ძირითადად და მაგის გარდა სხვა თითქმის არაფერი იბეჭდებოდა, ესეც დროის ნიშანია. არ არის საჭირო აკადემიაზე ან სემინარიაზე ლაპარაკი. ეს არ ყოფილა სასწავლებლის პრობლემა, უფრო დროის პრობლემა იყო. იმ პერიოდში ვინც მოვიდა ეკლესიაში თავისთავად უფრო მძლავრდ იყო ასეთი აპოკალიფტური მოლოდინის გავლენის ქვეშ. ახლა არა მგონია ასეთი ფონი ისევ იყოს აკადემიაში. როცა ქვეყანა მეტ-ნაკლებად ფეხზე წამოდგება, ასეთი აპოკალიფტიზმიც შესუსტდება. თუმცა, მარგინალები ყველგან არიან და ჩვენთანაც დარჩებიან, გარკვეული რაოდენობით -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ზაზა, დამეთანხმები, რომ ჩვენს ქვეყანაში რელიგიაზე კონტროლის გაუქმება მოხდა ძალიან რთულ ეპოქაში, ეს ცხადია, არ ვდაობ, დიდ წილად იქიდან მოდის ბევრი რამ, და სწორედ მაშინ დამკვიდრდა ეს ცრუ აპოკალიფტიკა, მაგრამ იმ პერიოდში აღიზარდა თაობა და ისინი დღეს არიან ეკლესიაში... დღეს სარჩული ფისქოლოგიურ დონეზე აღარ არის,მაგრამ დღეს ზოგერთმა მარაზმმა სამღვდელო სამოსი მოირგო და უკვე ერთგვარად იდეოლოგიაა...არ მეთანხმები? ან თუნდაც იმაში არ მეთანხმები, რაც მორჩილების თაობაზე დავწერე? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 07:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი