საინგილოს ქართველები, საინგილოს ქართველი მოსახლეობის უფლებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საინგილოს ქართველები, საინგილოს ქართველი მოსახლეობის უფლებები |
kakeli |
Apr 15 2010, 10:02 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 13-April 10 წევრი № 8,618 |
1999 წლის სტატისტიკური აღწერის მონაცემების მიხედვით აზერბაიჯანში 14 877 ქართველი ცხოვრობს. არაოფიციალური მონაცემებით კი აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 35 ათასს შეადგენს. ბელაქნის, ზაქაღალისა და კახის რაიონებში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს, რომლის დიდი ნაწილი ხელოვნურად არის შექმნილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
საინგილოს ქართველი მოსახლეობის პრობლემებს შორის მთავარი ადგილი უკავია რელიგიურ საკითხს. მხოლოდ კახის რაიონში და მის სოფლებში არსებობს 10-ზე მეტი ეკლესია. ადგილობრივი ხელისუფლება ქართველ მოსახლეობას ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარების უფლებას არ აძლევს. მათ წეილობით არაერთხელ მიმართეს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ... განსაკუთრებით მწვავედ დგას ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის საკითხი. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს გიორგობის რელიგიური დღესასწაული სახალხო დღესასწაულად აქციოს. ასევე მიმდინარეობს მასობრივი კამპანია, რომ თითქოს ქურმუხის ეკლესია ალბანური ტაძარია. მიმდინარე წლის მარტში კახის რაიონის გამგეობას ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიების ქურმუხის ეკლესიაში ჩატარება გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა რამდენიმე საათით ადრე ეს გადაიფიქრეს. სამომავლოდ, მათ დაგეგმილი აქვთ ქურმუხის ეკლესიის გვერდით მეჩეთის მშენებლობა. აღნიშნული ფაქტები საინგილოს ქართველი მოსახლეობის რელიგიური გრძნობების შეურაცყოფას იწვევს. |
ნიკა |
Apr 18 2010, 11:42 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-April 08 მდებარ.: USA წევრი № 4,554 |
მთავრობის მხრიდან თუ მოხდა რეაგირება? გასაგებია რომ მოძმე სახელმწიფოა, მაგრამ ესეთ საქციელზე პასუხი უნდა აგებინონ. საქართVელოში მცხოვრები 280 000 აზერბაიჯანელი არ განიცდის არანაირ შევიწროვებს როგორც მე ვიცი
-------------------- Sola Scriptura?
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი