სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| kakeli |
Apr 15 2010, 10:02 AM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 13-April 10 წევრი № 8,618 |
1999 წლის სტატისტიკური აღწერის მონაცემების მიხედვით აზერბაიჯანში 14 877 ქართველი ცხოვრობს. არაოფიციალური მონაცემებით კი აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 35 ათასს შეადგენს. ბელაქნის, ზაქაღალისა და კახის რაიონებში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს, რომლის დიდი ნაწილი ხელოვნურად არის შექმნილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
საინგილოს ქართველი მოსახლეობის პრობლემებს შორის მთავარი ადგილი უკავია რელიგიურ საკითხს. მხოლოდ კახის რაიონში და მის სოფლებში არსებობს 10-ზე მეტი ეკლესია. ადგილობრივი ხელისუფლება ქართველ მოსახლეობას ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარების უფლებას არ აძლევს. მათ წეილობით არაერთხელ მიმართეს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ... განსაკუთრებით მწვავედ დგას ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის საკითხი. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს გიორგობის რელიგიური დღესასწაული სახალხო დღესასწაულად აქციოს. ასევე მიმდინარეობს მასობრივი კამპანია, რომ თითქოს ქურმუხის ეკლესია ალბანური ტაძარია. მიმდინარე წლის მარტში კახის რაიონის გამგეობას ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიების ქურმუხის ეკლესიაში ჩატარება გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა რამდენიმე საათით ადრე ეს გადაიფიქრეს. სამომავლოდ, მათ დაგეგმილი აქვთ ქურმუხის ეკლესიის გვერდით მეჩეთის მშენებლობა. აღნიშნული ფაქტები საინგილოს ქართველი მოსახლეობის რელიგიური გრძნობების შეურაცყოფას იწვევს. |
![]() ![]() |
| ნიკა |
Apr 18 2010, 11:42 AM
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-April 08 მდებარ.: USA წევრი № 4,554 |
მთავრობის მხრიდან თუ მოხდა რეაგირება? გასაგებია რომ მოძმე სახელმწიფოა, მაგრამ ესეთ საქციელზე პასუხი უნდა აგებინონ. საქართVელოში მცხოვრები 280 000 აზერბაიჯანელი არ განიცდის არანაირ შევიწროვებს როგორც მე ვიცი
-------------------- Sola Scriptura?
|
kakeli საინგილოს ქართველები Apr 15 2010, 10:02 AM
kinoteli მინდა ამ თემაზე ყვ... Apr 18 2010, 12:28 PM
kakeli აზერბაიჯანის ადგი... Apr 27 2010, 10:41 AM
kinoteli აჰა ჩვენი ქართველო... Apr 27 2010, 10:56 AM
kinoteli არაქართველები აქ ნ... Apr 29 2010, 04:00 PM
k@the kinoteli
ცოტა დამშვიდდი... Apr 29 2010, 05:23 PM
kinoteli
kinoteli
ცოტა დამშვიდდ... Apr 29 2010, 05:26 PM
k@the kinoteli
ფორუმის ტერმინ... Apr 29 2010, 05:43 PM
kinoteli
kinoteli
ფორუმის ტერმინ... Apr 29 2010, 05:45 PM
k@the
ვიო ვერა იხედამ მე... Apr 29 2010, 05:50 PM
kinoteli
??
უკაცრავად, შემეშ... Apr 29 2010, 05:55 PM
k@the kinoteli
მადლობა :)
თუმ... Apr 29 2010, 06:01 PM
kinoteli მე ვფიქრობ აქაურ ა... Apr 29 2010, 06:05 PM
marine "ერთმანეთს ჰერებ... May 6 2016, 07:46 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 12:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი