![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აკაკი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
მოგესალმებით ყველას!
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესაგან (წმ. პაველე მოციქული) ეხლა რაშია, საქმე... ფორუმზე დაგროვდა ძალიან ბევრი სხვა-და-სხვა თემა რომელიც ყველას ძალიან გვაინტერესებს... კარგი იქნება, რომ ფორუმელებმა მოვაწყოთ შეხვედრები მოძღვრებთან, სადმე დარბაზში ან დარბაზებში (სადაც იქნება, არ აქვს მნიშვნელობა... მთავარია იყოს სკამები ) მაგალიად, ერთ კონკრეტულ შეხვედრისას შევარჩევთ, ერთ რაიმე თემას: "ცრუწმენების მხილება" ვთქვათ და მის შესახებ ვესაუბრებით მოძღვარს.. მომდევნო შეხვედრისას კი სხვა ახალ თემას მოვამზადებთ და ა.შ ვინმეს ხომ არ გყავთ: ახლობელი, ნათესავი, ოჯახის წევრი სადმე, რომ შეძლოს და მოაგვაროს დარბაზის პრობლემა?... მთავარი ეს არის . . . თუნდაც რაიმე სასწავლო დაწესებულებაში... მოკლედ თუ ვინმეს გყავთ გამოგვეხმაურეთ და დაპოსტეთ შემდეგ კი, უკვე მოძღვრებზეც ვისაუბრებთ |
![]() ![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
მოკლეთ, გადაწყდა რამოდენიმე საკითხი.
ციტატა 1) შეხვედრის ადგილი იქნება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ერთ-ერთი დიდი, კარგი აუდიტორია. 2) შეხვედრაზე ფორუმელებთან ერთად დაესწრებიან მაღლივის სტუდენტებიც. 3) სავარაუდოდ შეხვედრა ჩატარდება დაახლოებით 2 კვირაში. უფრო მალე ვერ შევძლებთ, რადგანაც მოძღვარს სჭირდება დრო თემის დასამუშავებლად და ასევე მანამდე სტუდენტებს არ სცალიათ (ახლა შუალედური გამოცდების პერიოდია მაღლივში) 4) პირველ შეხვედრაზე მოვიწვევთ საბურთალოს სასაფლაოსთან არსებულ, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით ნოზაძეს, რომელმაც ერთხელ უკვე გასცა პასუხები ჩვენს ფორუმზე დასმულ კითხვებს (და რამოდენიმე დღეში კიდევ გასცემს). მამა დავითის პასუხებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ფორუმელებს შორის იმ სითბოსა და სიყვარულის გამო, რომელიც პასუხებში ჩააქსოვა მან. გარდა ამისა, პირველ შეხვედრაზე მამა დავითის მოწვევა კარგი იქნება, რადგანაც პირადად გავიცნობთ მას და ამიერიდან უფრო უკეთ გვეცოდინება, თუ ვინ არის ის მოძღვარი, რომელიც პერიოდულად ჩვენს კითხვებზე სცემს პასუხს. 5) საუბრის თემა უნდა შეირჩეს ფორუმელებისა და თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის შეთანხმებით. ესე იგი, ახლა უნდა შევარჩიოთ პირველი შეხვედრის თემა. თვითმმართველობის წარმომადგენელმა გამოთქვა სურვილი, რომ თემები იყოს ახალგაზრდა თაობის პრობლემების შესახებ რელიგიურ ასპექტში... აბა მოვიფიქროთ ვარიანტები და მე ვანახებ ამ ვარიანტებს მათ. საბოლოოდ შერჩეულ თემას კი მამა დავითს ვეტყვი, რომ წინასწარ დაამუშავოს იგი საგანგებოდ შეხვედრისათვის ![]() ძალიან მადლიერი ვარ მამა დავითის, რადგანაც ასე გვეხმარება! ![]() აბა, იაქტიურეთ. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2025 - 04:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი