![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მოკლედ გაზეთ "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნდა დეკანოზი ბასილ კობახიძის, მიმართვის ტექსტი [შეკვეცილი]-კომენტარები, თქვენთვის მომინდია
![]() ![]() ![]() საბოლოო მიმართვის ტექსტი ![]() "თქვენო უწმინდესობავ, 2006 წლის 26 დეკემბერს გამოგიგზავნეთ მიმართვა, რომელშიც გავაპროტესტე საქართველოს ეკლესიაში არსებული კატასტროფული სიტუაცია, თქვენი პრორუსული ორიენტაცია და თქვენ მიერ ჩემ მიმართ განხორცხიელებული მრავალწლიანი დევნა. კატეგორიულად მოვითხოვე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის კრების მოწვევა ჩემი საკითხის განსახილველად და ამ კრებაზე ჩემი ოფიციალური გამოძახება, რათა მომცემოდა წაყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება. თქვენ, როგორც ყოველთვის, ჩვენ მიმართვას არავითარი, ყურადღება არ მიაქციეთ. პირიქით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, საპატრიარქო პრესცენტრის უფროსის მოადგილემ, ზურაბ ცხოვრებაძემ, რომელიც წარმატებით ასრულებს ჰებელსის ფუნქციას თქვენს ადმინისტრაციაში, საპატრიარქოს ნაცისტური რადიო "ივერიის" ეთერით კვლავ მომაყენა პიროვნული შეურაცხყოფა... მთელმა ეკლესიამ იცის, რომ უკვე გადმოგეცათ შესაბამისი შენობა ვაკეში, სადაც საპატრიარქოს უნივერსიტეტს განათავსებთ. ეს ნიშნავს რომ გაჩნდება შავრაზმულ=ექსტრემისტული იდეოლოგიის კიდევ ერთი ბუნაგი. რომელიც ზომბირებულ სტუდენტებსაც ადვილად გამოიყენებენ რუსეთის სპეცსამსახურები ანტისახელმწიფოებრივი მანიფესტაციებისთვის საქართველოში ...მთელმა ეკლესიამ იცის რომ უახლოვეს მომავალში, წმინდა სინოდის ერთ-ერთ კრებაზე, აპირებთ საპატრიარქო თანამოსაყდრედ გამოაცხადოთ თქვენი ძმისშვილი მთავარეპისკოპოსი დიმიტრი შიოლაშვილი. ცხადია, თქვენი მონამორჩილი ეპისკოპოსები ერთხმად დაუჭერენ მხარს ამ გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ძმიშვილი ავტომატიურად გახდება საქართველოს კათალიკოს პატრიარქი. მთელმა ეკლესიამ იცის მაგრამ საუბედუროდ დუმს. იძულებული ვარ, გამოვიყენო პროტესტის ის უკანასკნელი ფორმა რომელიც დამრჩა. თქვენო უწმინდესობავ, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, გიცხადებთ, რომ პროტესტის ნიშნად მე თვითონ ვტოვებ საეკლესიო მსახურებას, უარს ვამბობ სასულიერო პირობაზე და დღეიდან ერისკაცი გახლავართ. მცხეთა-თბილისი ეპარქიის დეკანოზი, ბასილ კობახიძე. 28 თებერვალი, 2007წ., თბილისი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ბასილ კობახიძე სამაგალითო უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც კი დიდი საეკლესიო განათლება აქვს, რომ იზრუნოს სულიერების აღორძინებაზეც
ბასილ კობახიძე უწმიდესის სტიქაროსანი იყო, თსუ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული. საზღვარგარეთ მიიღო საეკლესიო განათლება და იყო კანონიკური სამართლის პირველი სპეციალისტი საქართველოში. უწმიდესმა იგი უნივერსიტეტის წმ. კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. წლების მანძილზე იყო საპატრიარქოს მდივანი მისი სამართლებრივი ზედამხედველობით იქმნებოდა საპატრიარქოსა და წმ. სინოდის დოკუმენტები, საქართველოს ეკლესიის მოქმედი დებულებაც მისი ავტორობითაა შექმნილი განსაკუთრებით 1997 წელს აქტიურობდა. იხსენებენ როგორ სიყვარულით იცავდა უწმიდესს გარეშემოტევებისაგან... "ხოლო პეტრე ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდენ, არამედ მე არასადა დავბრკოლდე. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, ვითარმედ: შენ დღეს ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა მეორედ ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე. ხოლო პეტრე უმეტესღა უფროჲს იტყოდა: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი იტყოდეს..." (მკ. 14:29-31) მაცხოვრის აი ეს სიტყვები ყველას გვეხება...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი