იესოს გარეგნობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იესოს გარეგნობა |
Molen |
Apr 14 2010, 09:41 PM
პოსტი
#1
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
« ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 2-7)»
ერთი შეკითხვა გამიჩნდა: გემოვნება არ არსებობდა მაშინ თუ უბრალოდ სხვანაირად მსჯელობდნენ გარეგნობის თაობაზე?! ჩემი აზრით იესო ქრისტე უმშვენიერესი და უსრულყოფილესი განკაციერებული ღმერთი იყო, როემლსაც ყველაზე სრულყოფილი ნაკვთები, საოცრად მშვიდი სახე, მომნუსხველი თვალები და რაღაც ღვთიური მშვენიერება, მკაცრია, მაგრამ მისი სიმკაცრიდანაც უდიდესი სიყვარული და ძლევამოსილება იღვრება, არადა სულ სხვა რამეს მოგვითხრობს მესიის შესახებ ესაია... რა ვიცი.. რა ვიცი.. თქვენ როგორ გგონიათ?! -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
Molen |
Apr 15 2010, 12:55 PM
პოსტი
#2
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
აკაკი
ციტატა თუმცა მე ასე არ ვფიქრობ... რაც შენ თქვი მეც ასე ვფიქრობ. . . . გაიხარე, მეც ვისაც ვკითხე აღფრთოვანებით მიპასუხეს, იესოს გარეგნობის შესახებ. afxazi ციტატა ჯვარცმული ქრისტესთვის რომ შეგეხედა ალბათ სხვა შთაბეჭდილება არ დარჩებოდა ადამიანს. ავაზაკის ქმედების უნიკალურობა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მან ამ სიტუაციაში შეიცნო განხორციელებული ძე ღვთისა. მაგრამ ესაია ჯვარცმულ იესოზე კი არა მომავალ მესიაზე წერს, რომელიც რატომღაც გარეგნულად საკმაოდ უარყფით კონტექსტში მოიაზრება, არადა ეს ასე ნამდვილად არ არის. terra ციტატა შეიძლება ამ ხაზგასმულში, მაცხოვრის უბრალოება და სიხალასე იგულისხმება. სავსებით შესაძლებელია. marine უღრმესი მადლობა ამ უმნიშვნელოვანესი და მეტად საინტერესო დოკუმენტისათვის. მაგრამ იესოს თვალები თუ ცისფერი ჰქონდა არ ვიცოდი, ძალიან კარგი, ეს საერთოდ მიმზიდველსა და მომნუსხველს გახდიდა მის გარეგნობას, მით უფრო ახლო აღმოსავლეთში. -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
agmsarebeli |
Apr 20 2010, 01:22 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
აკაკი afxazi მაგრამ ესაია ჯვარცმულ იესოზე კი არა მომავალ მესიაზე წერს, რომელიც რატომღაც გარეგნულად საკმაოდ უარყფით კონტექსტში მოიაზრება, არადა ეს ასე ნამდვილად არ არის. terra სავსებით შესაძლებელია. marine ესაია ჯერ ერთი ეხება სწორედ იმ მომენტს, როცა უფალი ჯვარცმულია და მისი სახე უპატიოა. უფრო ღრმა გაგებით კი ღვთისთვის ხორცშესხმა ,,უპატიოა". ღმერთი გამოჩნდა ხორცით, უხილავი იხილვა, მაგრამ ვინ იტყვის რომ ადამიანური ხორცი ან რამე ქმნილებათაგანი შესაფერისია ღვთისთვის. აი, ამას გულისხმობს ესაია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი