რა არის თავისუფლება, არქ.რაფაელ კარელინი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის თავისუფლება, არქ.რაფაელ კარელინი |
saria-giorgi |
Mar 25 2008, 10:31 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ეს სრულიად გაუგებარი ცნება როგორ უნდა განისაზღვროს?
თავისუფლება-ეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და უფლებაა ადამიანისა,გამომდინარე იმ შინაგანი სურვილიდან,რომელიც შესაძლებელია იყოს ინტელექტუალური,მგრძნობელობი ი ან უხეშად ინსტიქტური ანუ საშუალებაა იმისა,რომ ჩვენი სურვილები განვახორციელოთ.მაგრამ ჩვენი ინტელექტუალური ზრახვები მერყევია,რადგან არამდგრად წარმოდგენებსა და შეფასებებს ემყარება. ჩვენს ინსტიქტებს რაც შეეხება,ამაში ოდნავ თუ განვსხვავდებით ამებისაგან,რომელიც ერთ მთლიან მუცელს წარმოადგენს. რისი რეალიზება შეგვიძლია?თავისუფლება რომელ''მხეცს''უნდა მივანიჭოთ? თავისუფლებაზე მოსაუბრეებს ავიწყდებათ,რომ ამისათვის გარკვეული კულტურაა საჭირო:უპირველესად,ადამიანის ადმი პატივისცემის უნარი,ურომლისოდაც შეუძლებელია მისდამი სიყვარული. თავისუფლება-ეს გამარჯვების ტრიუმფია სულიერ ცხოვრებაში.ამის გარეშე თავისუფლება ცინიკოსის დაცინვა ან მოძალადის მხეცური ეშვების ღრჭენა იქნება. კინიკოსებისთვის თავისუფლება ქილიკშია,ადამიანი რასაც საპირფარეშოში აკეთებს,ისინი ქუჩაში აკეთებენ. ქრისტიანობა გვიჩვენებს,თუ რაშია თავისუფლება-ეს იმის საშუალებაა,რომ ადამიანმა თავისი მთავარ მოწოდებას მისდიოს და განახორციელოს მასში ჩადებული პოტენციალი-ხატება და მსგავსება ღმრთისა. თავისუფლება-ეს გულის გათავისუფლებაა ყოველი უცხოსაგან. თავისუფლება-ეს მარადისობიდან გადმოდინებული ნათელია.ადამიანი საკუთარ თავს ღმერთში ჰპოვებს და თავისთავადი ხდება. თავისუფლება-ეს გამოსვლაა ქმნილი,განივთებული,დაკომპლექ სებული,ვნებიანი მდგომარეობიდან,ის ღმრთაებრივ სრულყოფასთან ზიარებაა. ერთადერთი თავისუფლება ქრისტიანობამ განგვიცხადა.ეს ღმერთთან ჰარმონიაში ყოფნის თავისუფლებაა,ეს სულის გათავისუფლებაა ყოველივე უცხოსაგან-ვნებებისაგან,როგორც სულის მტკივნეული კორძებისაგან,მრავალი ფსიქიკური კომპლექსისაგან,რომელიც კრუნჩხვასავით არყევენ და კუმშავენ გონებას.თავისუფლება იხსნება იქ,სადაც მთავრდება დრო,ხოლო მარადისობა მარადიულში გაცხადდება. როგორც ვთქვით,თავისუფლება,ეს არის მხოლოდ შინაგან წინააღმდეგობათა მოხსნა და ადამიანში ტრიმეტრიის ერთიანობის აღდგენაა,ასევე(და მეტადავ)სულის ჩართვაა ღმრთაებრივი ყოფიერების უმაღლეს თავისუფლებაში.წმ.პავლე მოციქული წერს:''დიდი სასყიდლით ხართ გამოსყიდულნი,ნუ იქნებით კაცთა მონანი,''უწინარეს ყოვლისა,საკუთარი ''მე''-ს,შავბნელი ვნებების მონა. ვნებები-ეს ჩვენ არ ვართ,ეს სულში შთავარდნილი აჩრდილია დემონისა,ეს სულის ბნელი ორეულია.თავისუფლება მხოლოდ ღმერთშია.ჭეშმარიტი სინანული სულის დაბადებაა,ზიარება კი-აღდგომა მკვდრეთით. მაცხოვარი ბრძანებს:''სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ.'' -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
elusia |
Apr 20 2010, 04:32 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 517 რეგისტრ.: 13-March 10 წევრი № 8,384 |
რა არის თავისუფლება?
შეიძლება ასეც ვთქვათ, თავისუფალია ყველა;ადამიანი, ცხოველი , ფლორა და ფაუნა და ასევე ეს ყველა და ყევლაფერი დამოკიდებულია ჰაერზე, მზეზე, წყალზე, მიწაზე.თავისუფლება არ არსებობს დამოკიდებულების გარეშე. არც გონიერი და არც უგონო აწყვეტა არ შეიძლება იყოს თAვისუფლება.მაგრამ როგორც აქ ამბობენ წმიდა მამების გამონათქვამებს უნდა დავეყრდნოთ, რომლებიც უფლის_ იესოს სიტყვებს ეყრდნობიან აუცილებლად. ეს ქრისტიანების თავისუფლებაა, მაგრამ ვისაც ბუდა ან მუჰამედი ან სხვა ჰგონია ჭეშმარიტება მას თავისუფლების გაგებაც თAვისებური აქვს. საერო ცხოვრებაში ადამიანები ირჩევენ სხვადასხვა გზას და ასე გამოიხატება მათი თAვისუფალი ნება..ერთხელ გაზეთში ერთი ცნობილი ქართველი წერდა 500 ქალს რომ გავუსინჯე გემო ცოლი მერე მოვიყვანეო, მეორეს ქურდობა უნდა მესამეს პოლიციელობა, ექიმობა და პოლიტიკოსობა, ვიღაცას უბრალოდ პატიოსანი ცხოვრება... და ალბათ ასე შეიქმნა ადამიანმა თAვისი თAვისუფალი სამყარო .. ადამიანის ადამიანური თავისუფლება აუცილებლად გადაიკვეთება მისივე სულიერ მოთხოვნაში იყოს ვიღაცაზე დამოკიდებული ანუ თაყვანისცეს ვიღაცას თუნდაც უხილავს...ეს კერპების ისტორია იყო და უწია ღმერთამდე მათმა ცოდვებმა სწორედ ამ დროს მოვიდა ჭეშმარიტება . იმ დროისთვის კი მსოფლიოში სხვა ეგ.წ ჭეშმარიტებებიც მოვიდნენ. -------------------- [b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u] |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი