![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ სპარსული ლიტერატურის შესახებ : )
ჩვენ ყველამ ვიცით რა ქვეყანაა ირანი, ანუ იგივე სპარსეთი, რა ტრადიციების, რა კულტურის მატარებელი ხალხი და რა ისტორიული წარსულის მქონე. შუა საუკუნეებში ჩვენთან ძალიან იყო გავრცელებული აღმოსავლური თქმულებები, ზღაპრები, ლექსები (ბაიათები, რობაიები). თეიმურაზ პირველი სპარსულ ენას ბულბულის ენად მიიჩნევდა, და თუმცა მე მოსმენილი არ მაქვს, მაგრამ დამწერლობა კი ნამდვილად ლამაზია, დეკორატიული და ორნამენტული, თითქოს ცალკე დამოუკიდებელი ნახატია და არა მშრალი ანბანური ასო–აღნიშვნა ![]() მინდა ამ თემაში სპარსული ლიტერატურის წარმოდგენა დავიწყო ზაჰირ სამარყანდელის "სინდბადნამე"–თი, როცა სახლის ბიბლიოთეკაში ვეძებდი რაღცას, აღმოვაჩნე, რომ საკმაო რაოდენობის ირანული ლიტერატურული ძეგლები მქონია ![]() "სინდბად–ნამე" მე12 საუკუნის სპარსული ლიტერატურის ერთ–ერთი თვალსაჩინო ძეგლია. როგორც აღნიშნავენ სამი ვერსია ყოფილა: ორი პროზაული და ერთიც ლექსის სახით, ამიტომ პროზაულ ვერსიებს ჰქვიათ დიდი სინდბად ნამე, მცირე სინდბად ნამე. ქართულად თარგმნილი სინდბად ნამე "დიდი სინდბად ნამე"–დან მომდინარეობს. ეხლა რა არის ეს "სინდბად–ნამე". ესაა იგავ არაკების კრებული, დაახლოებით ისეთი სტილის როგორიც სულხან საბას სიბრძნე სიცრუისა. ძირითადი სიუჟეტური ხაზი არის ასეთი: ფადიშაჰს დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრე ვაჟი შეეძინება, მიაბარებს სასწავლებლად, 12 წელი ვერაფერს ისწავლის, მერე მეფისწულის ჰოროსკოპში ვარსკვლავები დადებითად განლაგდნენ და 6 თვეში ერთი ბრძენი სინდბად შეასწავლის მეფისვაჟს, მაგრამ როცა ფადიშაჰს უნდა წარუდგეს და გამოჩნდეს თუ რა ასწავლა სინბადმა, ამ დროს ჰოროსკოპი ისევ იცვლება და 7 დღის მანძლზე თუ ხმა ამოიღო უფლისწულმა, სიკვდილი არ აცდება, ამიტომ იგი იძულიებულია მამის წინაშე ჩუმად იყოს, სინდბადი კი გაიქცევა დროებით, რადგან მეფის წინაშე ვერ წარდგება თუ მეფისწულმა თავისი ნასწავლი ცოდნა ვერ გამომაჟღავნა. ხოდა იქ არის ერთი ვერაგი ქალი ფადიშაჰის ჰარამხანიდან, რომელსაც მეფისწული შეჰყვარებია, და რადგან ვერ აცდუნა ამიტომ დააბრალებს მეფის წინააღმდეგ შეთქმულებასა და ღალატს და ამ 7 დღის განმავლობაში მეფისწულს იცავენ 7 ბრძენი ვეზირი, უყვებიან რა ფადიშაჰს არაკებს ქალთა ცბიერების შესახებ და პლუს ის ვერაგი ქალი ცდილობს დააწმუნოს ფადიშაჰი თავის სიმართლეში. ეს არაკები ძალიან საინტერესოა, აქაა ცხოვრებისეული ამბები: უზნეო ადამიანები, სულელები, ჭკვიანები, ცბიერები, ერთგულები, ადამიანური უერთიერთობები. ხო მართლა, თუ სადმე ნახოთ რომ ესა თუ ის არაკი დაწერილია ფალაურ ენაზეო, ნუ შეშინდებით, ფალაური სპარსულის ერთ–ერთ დიალექტია მგონი. ხო, რაც შეეხება იგავ–არაკების წარმომავლობას. როგორც წინასიტყვაობაში წერია, ეს იგავები ინდური წარმომავლობისააო, და ერქვა მას "პანჩატანტრა", თვითონ სახელი სინდბად არის ინდური წარმოშობის სიდჰაპატის არაბიზირებული ფორმაო, თუმცა ასე თუ ისე, ციტატა საერთოდ, იგავ–არაკთა და თქმულებათა პირველწყაროს დადგენა რთული საქმეა... აღმოსავლეთის ხალხთა ფოლკლორული ურთიერთკავშირი უდავოა. ამიტომ ინდური არაკები არა მარტო მთლიანი კრებულების სახით ვრცელდებოდა მთელს აღმოსავლეთში, არამედ ცალკეული არაკი დამოუკიდებელი სიუჟეტურის სახით შედიოდა ანალოგიურ ლიტერატურულ კრებულებში ანდა აღმოსავლეთის სხვადასხვა ხალხთა ფოლკორში. ამიტომ მაინდამაინც ნუ ჩავეციკლებით წარმომავლობას, მთავარია რომ ზაჰირ სამარყანდელმა შექმნა ორიგინალური ნაწარმოები : ) და ერთიც, მე სპეციალისტი არ ვარ, მხოლოდ მოყვარული და ძააალიან, აი უზომოდ გამიხარდება თუ რომელიმე სპეციალისტი სიტყვას შეგვაწევს ამ თემაში ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
კიდევ ერთი არაკი სინდბად-ნამედან
ამბავი მასპინძლისა, სტუმრებისა და მსახურისა თქვა უფლისწულმა არაკი: - ამბობენ, რომ დიდი ხნის წინათ ერთმა კაცმა, როგორც ეს კეთილშობილთა წესია,, სტუმრების მოწვევა და მათი რიგიანად გამასპინძლება განიზრახაო. მან რძის საყიდლად ბაზარში მხევალი გააგზავნა, რომელმაც ნაყიდი რძე თავღია ჭურჭელში ჩაასხა, თავზე დაიდგა და შინისკენ გამოსწია. ღვთის ნებით თუ ციური განგებით, სწორედ ამ დროს გადაუფრინა ჭურჭელს თავზე ნისკარტში გველგაჩრილმა წერომ. არავის დაუნახავს თუ როგორ გამოჟონა გველის ყბიდან რამდენიმე წვეთმა შხამმა და რძეში ჩაიღვარა. მსახურმა ქალმა რძIსგან უგემრიელესი ფაფა მოამზადა. როცა სტუმრებმა ნაირგვარი კერძები მიირთვეს, ფაფის ჯერიც დადგა. რაღა თქმა უნდა, ვინც კი გასინჯა, ყველამ ადგილზევე განუტევა სული. - ვის მიუძღვის ბრალი ამ დანაშაულში? ვინ უნდა აგოს პასუხი? - იკითხა უფლისწულმა. დამნაშავეა მსახური, რომელიც დაუდევრად მოიქცა, ჭურჭელს თავი არ დაახურა და ამის გამო რძეში შხამი ჩაეწვეთაო - თქვა ერთმა დამსწრემ. - ამ დანაშაულში ბრალი წეროს მიუძღვის - გამოთქვა აზრი მეორემ - იგია ამდენი ხალხის დახოცვის მიზეზიო, რადგან სწორედ მან გაატარა რძის თავზე გველი. მესამემ თქვა: - სტუმრებს ბოლო გველის შხამმა მოუღო ბოლო. ადამიანის გარდაცვალება ჩვეულებრივი ამბავია. ამ შემთხვევაში ხალხი შხამმა დახოცა. –დამნაშავეა მასპინძელი, რომელმაც სუფრაზე მიტანამდე კერძს გემო არ გაუსინჯდა – დაასკვნა მეოთხემ. უფლისწულმა მათ ასეთი პასუხი გასცა: – დატრიალებულ უბედურებაში ვერავის ვერ დავდებთ ბრალს. ბედის კარნახი და ადამიანის მიზანსწრაფვა ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. ქვეყნად ვერცერთი სულიერი ვერ შეცვლის ბედისწერას. ცით მოვლენილ და განგების მიერ წინასწარ განსაზღვრულ ყველა საბედისწერო შემთხვევას სათანადო მიზეზი გააჩნია. განგებამ ასე დააწესა, რომ ნივთიერ სგანთა და კავშირთა სამყარო ვერ იარსებებს შემთხვევისა და მიზეზის გარეშე. ყოველი მოვლენის საფუზველი მიზეზთა და შემთხვევითობათა ცვალებადობაა. ნებისმიერ მოვლენას ორი სახის მიზეზი გააჩნია: ხორციელი და სულიერი. ხორციელი ის, რომელიც გარეგან გრძნობებზეა დამოკიდებული და სულიერი, რომელსაც შინაგანი გრძნობები წარმართავენ. ყოველივე ეს კი გამომდინარეობს ძირითადი მიზეზიდან, რომელსაც მიზეზთა მიზეზს, ანუ ღმერთს უწოდებენ. ალაჰი ყოვლის შემძლეა. ვფიქრობ ეს არაკი საინტერესოა, მით უფრო რომ ისლამის ერთ ასევე საინტერესო შეხედულებას ეხება: რატომ არსებობენ ბოროტები და რატომ იჩაგრება კეთილი ადამიანი. -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 07:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი