![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Molen |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 ![]() |
საუკუნეთა განმავლობაში მრავალი უბრალო ადამიანი, მეცნიერი თუ ფილოსოფოსი სვამდა კითხვას თუ რა არის ჭეშმარიტება, მაგრამ მისთვის პასუხი არავის არასდროს გაუცია.
თუმცა: იოანეს სახარება, თავი 18. 37. ...იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას. 38. უთხრა მას პილატემ: რაარის ჭეშმარიტება? ![]() თქვენი აზრით რას გულისხმობდა იესო ჭეშმარიტებაში? ჩემი მოკრძალებული აზრით ჭეშმარიტება სწორედ ის მოძღვრება და გზაა, რომელიც იესომ დაგვიტოვა და სახარება გვამცნობს. აღნიშნული ჭეშმარიტებით ცხოვრება კი აუცილებლად მიგვიყვანს აბსოლუტურ გამარჯვებამდე - სულით ხორცამდე ხსნასა და ღმერთთან მიახლოებამდე, რაც არავის არ მოეჩვენოს (ძალიან ბევრის აზრით ღმერთთან მიახლოება არაფერია, არადა "მიახლოება" ვგონებ სანტიმეტრული გაგებით არის აღქმული ![]() -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
![]() ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
რა არის ჭეშმარიტება, 38. უთხრა მას პილატემ: რაარის ჭეშმარიტება? თქვენი აზრით რას გულისხმობდა იესო ჭეშმარიტებაში? ზუსტად იგივე შეცდომაა ამ კითხვაში, რაც გაეპარა პილატეს პილატემ დასვა კითხვა: რა არის ჭეშმარიტება და ეს მაშინ როდესაც მის წინაშე იდგა სწორედ ის ჭეშმარიტება - ანუ "ვინ" კითხვის სწორად შერჩევაში ნახევარი პასუხია ხოლმე...პილატეს ვარიანტი თეორიულად გამორიცხავდა იმას, რომ მას ამ გზით მიეგნო ოდესმე ჭეშმარიტებისთვის, რადგან მის კითხვაში ჩანს რომ ის ეძებს უპიროვნო ჭეშმარიტებას, მაშინ როცა ჭეშმარიტება პიროვნულია და ესაა ღმერთი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი