![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დაგვლოცეთ, მამაო..
ჩემსა და ერთ-ერთ ფორუმელს შორის საკამათოდ იქცა ეს თემა, ამიტომ მსურს კითხვით მოგმართოთ: ითვლება თუ არა ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილი თვითმკვლელობად და ლოცულობს თუ არა ეკლესია ნარკომანის სულისათვის.. მაპატიეთ, რომ დროს გართმევთ და პასუხისათვის წინასწარ გიხდით მადლობას.. პატივისცემით მარინე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ვფიქრობ უნდა დავამატო, ის ფორუმელი მე ვიყავი, ამიტომ ზუსტად გამოვთქვამ ჩემს აზრს:
1) აქ არის ორი მოსაზრება ა) მარინე იზიარებს იმ აზრს, რომ ნარკომანი თავის მკვლელობის მიზნით არ იკეთებდა წამალს, რომლის მიღებისას მოკვდა კიდეც, აქედან გამომდინარე, ამ აზრის მიხედვით, ის თვითმკვლელი არ არის, ბ) მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ მართალია ნარკომანი არ არის უცაბედი, სწრაფი ან სურვილით თვითმკვლელი, მაგრამ შედეგი იგივეა, მისი ქმედება განზრახია, მან თავი ნელნელა მოიკლა და რაც მთავარია ამ ცოდვის აღსრულების დროს მოკვდა 2) ეკლესია რომ ყველასათვის ლოცულობს ეს არაა გამოსაკვლევი, უბრალოდ ჩნდება კითხვა, ზემოთ დასახელებული ბ-მიზეზის გამო, მე პირადად ვიცი, რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი მათ წესს არ უგებს, შესაბამისად არ მოიხსნებს ბარძიმში, ანუ იგივე ქმედება ხორცილდება რაც თვითმკვლელის მიმართ ( იგიც ცოდვაში, მკვლელობაში მოკვდა, ესეც ცოდვაში, ნარკოტიკების უშუალო მიღებისას, მოკვდა), ცნობილია, რომ ეკლესიას ამის შესახებ რაიმე დადგენილება არა აქვს, ანუ კანონკის დარღვევა არც ერთია დ არც მეორე, უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი! გმადლობთ თქვენ და ბოდიში მარინეს კამათისათვის. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი