დაუნის სინდრომი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაუნის სინდრომი |
athos |
Jan 29 2010, 09:47 PM
პოსტი
#1
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ეს არის ქრომოსომული პათოლოგია (21-ე ქრომოსომის ტრისომია)
საკმაოდ ხშირია 800-1000 ახალშობილში ერთი იბადება ამ სინდრომით. ამ თემაში თვითონ ამ სინდრომზე ნაკლებად, უფრო საზოგადოების მისადმი დამოკიდებულებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი მშობელი ამ სინდრომის მქონე ბავშვებს სამშობიაროშივე ტოვებს და შემდგომ საერთოდ არ აკითხავს მათ. არასრულფასოვანი მოვლისა და კვების შედეგად კი ეს ბავშვები (რომლებსაც ისედაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ) ხშირად ერთი წლის ასაკსაც ვერ აღწევენ. ვფიქრობ პრობლემა საზოგადოებაშია. ჩვენი საზოგადოება ფსევდოქრისტიანულია, საოცრად გულგრილი და არატოლერანტული. სწორედ ამ საზოგადოებრივი წნეხის გამოა, რომ დედას უჭირს ბავშვის თავისთან დატოვება (რას იტყვიან სხვები, მეზობლები... და ა.შ). არადა ეს ბავშვები ძალიან მოსიყვარულეები იზრდებიან... -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
k@the |
Apr 23 2010, 01:40 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მართლაც რთული თემაა.
ჩვენთან ასეთი ბავშვის ყოლა "სირცხვილად" ითვლება. მის ჯანმრთელ და-ძმასაც ამზერით უყურებს ხალხი, არათუ ბავშვზე იყოს საუბარი. იციან ხოლმე მშობლებმა, "სანამ დაოჯახებას გადაწყვეტდნენ ადრე, კარგად გაიკითხავდნენო, ნათესაობაში გიჟი ან ავადმყოფი თუ ერიაო". საინტერესოა რა იწვევს დაუნის სინდრომის ჩამოყალიბებას ნაყოფში? ერთ-ერთ წინაპირობად ევროპაში ასაკიანი მშობლები სახელდება მგონი როგორც ვიცი. თან აქ ზუსტად არ მახსოვს მერამდენე კვირაზე ორსულობის, სპეციალურად და რამოდენიმეჯერ გთავაზობს ექიმი ჩაიტარო ანალიზი, მუცლის სითხიდან და არკვევენ ბავშვი ჯანმრთელია თუ არა, ალბათ თუ არაა ჯანმრთელი მოცილების შესაძლებლობა არსებობს , ზუსტად არ ვიცი როგორ ხდება. თუმცა ევროპა რომ ტოლერანტულია მაგ ბავშვების მიმართ საქართველოსთან შედარებით, ამაზე არ მაქვს საუბარი. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი