ძალადობა მოზარდებში, ვისაუბროთ პრობლემებზე,რომელიც სკოლის მოსწაავლეებში აქტუალურია! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალადობა მოზარდებში, ვისაუბროთ პრობლემებზე,რომელიც სკოლის მოსწაავლეებში აქტუალურია! |
მართა |
Jul 4 2008, 02:49 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
პირადად მე მეგობრებთან ერთად ვმუშაობ პროექტზე,რომელიც ეხება მოცემულ თემას! პირველ რიგში საინტერესოა სტატისტიკა და კვლევა თუ რაოდენ ხშირია ძალადობის შემცველი ფაქტები(ნუ ალბად ყველას გვახსოვს შარშანდელი გაზაფხული და ზაფხული რა ინტენსივობით ხდებოდა მკვლელობები და დაჭრები,ქ.თბილისში) ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით,გამოვთქვათ მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება ამ სენს ვებრძოლოთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რაც ყველაზე საინტერესოა,თუ ვინმეს რაიმე სახის(ვიდეო,ფოტო,სტატია,კვლევ
და ა.შ ) მოეპოვება დადოს თემაში რაც ნამდვილად გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენგან "რაიმეს"გაკეთების შანსს! ამასთანავე იქნებ იცოდეთ საიტებიც და მიგვითითეთ ლინკები...მოკლედ ყველას წინასწარ გიხდით მადლობას,მოგიწოდებთ აქტიურობისკენ და მოდერატორს ვთხოვ დიდი პატივისცემით, მოგვცეს რჩევები და ობიექტური დისკუსიის საშუალება -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
Atman |
Apr 23 2010, 02:12 PM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა ჩემი მეგობრის ძმიშვილი თავისმა კლასელმა გოგომ დაჭრა, რატომ არ გიყვარვარო... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
marine |
Apr 23 2010, 03:07 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სასაცილო კი არა სატირალია. ამ ტელესერიალებმა სულ გადარიეს ჩვენი მოზარდი გოგონები. ჰგონიათ რომ კაცის მოსაპოვებლად უნდა იბრძოლონ და თუ საჭირო გახდება დანაც დაარტყან საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ის, რაც დღეს ხდება. ბიჭის გულისთვის გოგოები ხოცავენ ერთმანეთს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
კანუდოსელი |
Apr 23 2010, 04:36 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
სასაცილო კი არა სატირალია. ამ ტელესერიალებმა სულ გადარიეს ჩვენი მოზარდი გოგონები. ჰგონიათ რომ კაცის მოსაპოვებლად უნდა იბრძოლონ და თუ საჭირო გახდება დანაც დაარტყან საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ის, რაც დღეს ხდება. ბიჭის გულისთვის გოგოები ხოცავენ ერთმანეთს. არაფერ შუაშია ტელესერიალები...ისინი სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ბევრგან მსგავსი პრობლემები საერთოდ არაა... მიზეზი მრავალია ამისი, მაგრამ ერთერთი არის სკოლაში სკოლისთვის მთავარი დანიშნულების უნებლიეთ მოსპობა... სკოლაში გაქრა სწავლება, ნელ-ნელა კიდევ უარესი გახდება, არადა მე თავად მყოლია "ავარდნილი" მოწაფე, რომელსაც ამოუქაჩავს იმიტომ, რომ მის გვერდით ხედავდა წარმატებულს...ბავშვებს აქვთ კონკურენციის ყველაზე ძლიერი შეგრძნება და თუ არ მისცემ ამისთვის სასკოლო "სცენას", წავა და სხვა - ქუჩის სცენას იპოვის მაგრამ ასეთი მინისტრის ხელში, როგორიც ახლა ყავს განათლებას და მეცნიერებას, არაფერი გამოსწორდება...შეხედავ და ხვდები, რომ ან დებილია ან უარესი. ან სად გაგონილა რომ ყოველი ახალი მინისტრი ახალ სტრატეგიას წერდეს განათლების სისტემისა? ან კიდევ უარესი, სად გაგონილა, რომ განათლების მინისტრი წავიდეს მინისტრობიდან განათლების მისაღებად უცხოეთში...ტრაგიკომედიაა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
marine |
Apr 23 2010, 04:48 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
არაფერ შუაშია ტელესერიალები...ისინი სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ბევრგან მსგავსი პრობლემები საერთოდ არაა... მე მაინც ვფიქრობ, ზაზა, რომ გარკვეულწილად ტელესერიალებიც მოქმედებს, სადაც უხვადაა ქალის გიჟური ლტოლვა მამაკაცის მოსაპოველბად. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 10:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი