პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
დეკ. ანდრია |
Mar 7 2007, 02:17 PM
პოსტი
#2
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
როცა ადამიანის ცდომილების მიზეზი არის განუსწავლელობა და, თუ იგი არის გულწრფელი, აუცილებლად შეისმენს; როცა იმხილება მისი ცდომილება, აუცილებლად დაფიქრდება. მაგრამ ამისთვის მართლაც საჭიროა გულწრფელობა და არა მზაკვრობა. თუ არ მივსულვართ და არ სმენია ჩვენგან, ან თუ არ არის ცნობილი, რომ ვინმეს ეთქვა მისთვის, ვფიქრობ არ არის სწორი არ მოვიხსენიოთ შემცდართა შორის. მაგრამ როცა ადამიანი ჯიუტობს, - არ გვიტოვებს მისთვის ლოცვის კადნიერებას.
რაც შეეხება მანიაკალურ მიდრეკილებებს ადამიანებში, ეს უკვე ეშმაკეულობაა. ძალიან ძნელია მისგან გათავისუფლება. ადამიანს არ ჰყოფნის ზნეობრივი ძალები საბრძოლველად, თუმცა აღიარებს, რომ მისი ქმედება და სურვილი არ არის კეთილი. მახსოვს შემთხვევა, როცა კაცს პერიოდულად უჩნდებოდა ვინმეს მოკვლის სურვილი, უბნელდებოდა გონება. ძალიან უჭირდა ასეთი პერიოდების გადატანა, მაგრამ არ განგვიყენებია ზიარებისაგან, თუმცა მისი აღსარების მოსმენას გვარიანი ძალა ჭირდებოდა. ასეთების არმოხსენიება ცოდვად მეჩვენება. იშვიათია ნარკომანი, რომელსაც არ უნდა სენისაგან გათავისუფლება. სამწუხაროდ, დღეს უმეტესობისთვის ეს შეუძლებელია. არადა ამ სენის გამო გარდაცვლილის საქციელი თავისი სიმძიმით თვითმკვლელობას უახლოვდება. არ შეიძლება მათი არდახმარება. მაგრამ არიან სხვაგვარი ადამიანები, რომლებიც შეგნებულად განადიდებენ მანკიერებას, თვლიან მას ადამიანის ნორმალურ მდგომარეობად. ასეთები ნებით კლავენ სულს. აქაც ვიტყვი, სანამ დანამდვილებით არ ვიცით მისი მდგომარეობა, მისი შეხედულებები, არ გვაქვს მიზეზი მისთვის ულოცველობისა. ადამიანის გადარჩენის აუცილებელი პირობაა მისი თავისუფალი ნების და მისი მსოფლხედვის თანხმობა ღმრთის სიტყვასთან, ან თუნდაც ჭეშმარიტების არშეწინააღმდეგება. ამის გარეშე ჩვენც არ გვეძლევა კადნიერება მისთვის ლოცვისა. ადამიანთან საუბარი კი არის მის გონებაში კეთილი ზრახვის აღძვრის, გამოღვიძების მცდელობა, რათა მას გაუჩნდეს თუნდაც მცირედი სურვილი ჭეშმარიტებასთან სიახლოვებისა. ყურადღების მიღმა გვრჩება მოციქულის სიტყვა, სასიკვდინედ მცოდველზე თქმული: "არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს". აქ არ არის პირდაპირი აკრძალვა, არ ამბობს "ნუ ილოცებთ", არამედ უმჯობესს გვირჩევს. როცა ადამიანის სიტყვა და ქცევა ცხადჰყოფს მის ურყევობას მოუქცეველობაში, მისთვის მლოცველი თავის თავზე იღებს მის მაცდუნებელ ბოროტთან და ცოდვასთან ბრძოლას. რაციონალურად ამის გაგება შეუძლებელია, მაგრამ ყოველმა მღვდელმა, რომელსაც უხდება აღსარებების მოსმენა იცის, თუ რა შედეგი მოაქვს ასეთ კადნიერებას. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი