![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
დამლოცეთ მამაო
მაინტერესებს ქრისტეს აღდგომის შემდეგ კიდევ არსებობს აბრაამის წიაღი თუ შეიმუსრა მაცხოვრის მიერ? -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
ალბათ მომიწევს პასუხის ნაწილობრივ განმეორება, რისთვისაც შენდობას ვითხოვ.
მიცვალებულთა მსახურების ბოლო ასამაღლებელში ხსენებული "აბრაამის წიაღი" გამოხატავს სულთა იმავე განსასვენებელს, რასაც უფრო ადრე მოვიხსენიებთ როგორც "ადგილსა მწუანვილოვანსა". ეს არის ხატოვანი გამოთქმა (აბრაამის წიაღი, აბრაამის კალთა, აბრაამის მამობრივი სიყვარული), რომელშიც ვგულისხმობთ სულის იმ მდგომარეობას, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს აბრაამთან ერთად განსვენებისას. მიცვალებულთა მოსახსენებელი მსახურების მთელი ტექსტიდან გამომდინარე ეს არის სამოთხე. აბრაამის წიაღი შეიძლება ვიგულოთ იქ, სადაც დღეს არის აბრაამი, – იქ, "სადაც წმიდანნი განისვენებენ". ხოლო მაშინ, როცა უფალი ამბობდა იგავს მდიდარსა და ლაზარეზე, აბრაამი არ იყო გამოხსნილი; აბრაამის წიაღში ყოფნა ნიშნავდა ჯოჯოხეთში ყოფნას. მაგრამ ვხედავთ განსხვავებას მდიდრისა და ლაზარეს სამყოფელს შორის. მდიდარი იტანჯება და ღაღადებს: "ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა" (ლკ.16,24), ხოლო ლაზარე "ნუგეშინის–ცემულ არს". იმედია, ყოველი მართლმადიდებელი დაგვეთანხმება იმაში, რომ მაცხოვრის აღდგომამდე ყოველი გარდაცვლილი ადამიანის სული, მათ შორის აბრაამისაც, იყო ჯოჯოხეთში. წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი ბრძანებს, რომ მათ შორის, ვინც მიიცვალა მოუნათლავი, ზოგიერთები არც დაისჯებიან, მაგრამ არც განდიდებულნი იქნებიან, რადგან, თუმცა არ არიან აღბეჭდილნი ნათლობის ბეჭდით, მაგრამ არც უკეთურები არიან (გრიგოლ ღმრთისმეტყველი, სიტყვა 40, "წმიდა ნათლისღების შესახებ" – რუს. ტექსტი). წმიდა ბასილი დიდის თქმით, მოუნათლავს, როგორც ბრმას, ვერ ძალუძს ღმრთის ჭვრეტა (ბასილი დიდის საუბარი მე–13–ე). ცხადია, ასეთი ადამიანები ვერ იქნებიან ცათა სასუფეველში, მაგრამ ჯოჯოხეთში ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სატანჯველში ყოფნას. ასეთი ადმიანები იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებოდნენ აბრაამი და მართლები, რომელთა ნუგეში იყო მაცხოვრის მოლოდინი. მათი მოლოდინი აღსრულდა, მაგრამ დღეს იქ მყოფებსაც კაცთმოყვარე ღმერთი არ მოაკლებს ნუგეშს, თუმცა როგორს, – ჩვენთვის უცნობია. თუ ადამიანისათვის შეუძლებელია ღმრთის ნათელში განსვენება მოუნათლავობის და ბუნების დაცემულობის განუკურნებლობის გამო, არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ხსენებული ადამიანები ოდესმე იქნებიან აღმოყვანილნი. ამის მიზეზი არის არა ღმრთის სამართლიანობა, არამედ თავად ადამიანთა მოუმზადებლობა, ღმრთაებრივ ნათელში მყოფობის ვერშემძლებელობა. თუ ნათელღებული ადამიანი ცხოვრებაში არასაკმარისი მონდომების გამო აღმოჩნდა ჯოჯოხეთში, ეკლესიის ლოცვით შეიძლება იქნას აღმოყვანილი. თუ წარწყმედაში ვგულისხმობთ ტანჯვას, მაშინ წარწყმედილს ვერ ვუწოდებთ ყველას, ვინც აღმოჩნდა ჯოჯოხეთში. თუკი წარწყმედად შევრაცხავთ სამოთხის გარეთ ყოფნას, მაშინ ყოველი ვერგადარჩენილი არის წარწყმედილი. სამწუხაროდ დღეს სახეზე გვაქვს ტერმინების დაუკონკრეტებლობით სპეკულირება, როცა ერთგან წარწყმედად მოიხსენიება ტანჯვა, სხვაგან კი იმავე ავტორების მიერ – სამოთხის გარეთ ყოფნა. მოუნათლავთა ხვედრზე ფიქრს დღეს გაუმართლებლად დიდი დრო და ძალები ეთმობა. ეს ძალები აკლდება ჩვენს სინანულს, ვნებულობასთან ბრძოლას. ჩვენთვის საკმარისია გვახსოვდეს ღმრთის სიტყვა, რომ წყლითა და სულით ნათლობა არის აუცილებელი პირობა სასუფეველის დამკვიდრებისა. თუ მამები მსჯელობდნენ აღმატებულ საკითხებზე, ამის კადნიერებას მათ განწმედილი და ღმრთისმჭვრეტელი გული აძლევდა. ჩვენ არ ვართ ასეთები, ვკენკავთ მათ სიტყვებს, მაგრამ ყოველთვის ვერ ვიტევთ. ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლების სახე მისცეს უნათლავად ცხოვნების იდეას. მათ თავიანთი მიზნები აქვთ; მოვა დრო და გამოჩნდება. ჩვენ კი ვეცადოთ ჩვენი "შინაგანი კაცის" განწმედას დავუთმოთ მეტი დრო. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th August 2025 - 04:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი