IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფილოკალია
guest1
პოსტი Apr 17 2010, 05:22 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



ფილოკალია თუ არის ქართულად ნათარგმნი? თუ არის, სად შეიძლება იშოვოს ადამიანმა?

P.S. წმინდა სერაფიმე საროველისათვის უმნიშვნელოვანესი წიგნი იყო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest1
პოსტი Apr 24 2010, 02:43 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



ამაზონზე ვნახე წიგნები ინგლისურად. 4 ტომად არის გამოცემული. გარდა ამისა, სხვა წიგნებიც არის, რომელიც ფილოკალიის შესავალია. ერთ-ერთი წიგნია A Beginner's Introduction to the Philokalia, რომელიც დაწერილია ბერძენი მოძღვარის Anthony M. Coniaris-ის მიერ. ეს პატარა წიგნი ძალიან კარგი შესავალი ჩანს ფილოკალიაში. განმარტებულია წმინდა წერილის სხვადასხვა ასპექტები წმინდა უდაბნოს მამების მიერ. წიგნის შესავალში მოცემულია ასეთი მშვენიერი შედარება "პილგრიმის გზა"-დან (რაც ფილოკალიაზე განმარტებული ერთ-ერთი წიგნია). დაახლოებით ვაკეთებ ციტატას, რომელიც დიალოგს წარმოადგენს მოწაფესა და მასწავლებელს შორის: "წაიკითხე ეს წიგნი, რომელიც შეიცავს დეტალურ მეცნიერებას მუდმივ შინაგან ლოცვაზე. ამ წიგნს ფილოკალია ქვია, რომელიც ოცდახუთი წმინდა მამის მიერ არის დაწერილი. წიგნში უდიდესი სიბრძნეა გადმოცემული." ამის შემდეგ, მოწაფე ეკითხება მოძღვარს: "მაშ ფილოკალია უფრო აღმატებულია და წმინდაა, ვიდრე წმინდა წერილი?" და მოძღვარი აკეთებს ასეთ შედარებას: "არა, მაგრამ ფილოკალია მოიცავს დაწვრილებით რჩევებს, რომელიც საბოლოოდ დაანახებს ადამიანს ბიბლიაში დამარხულ საიდუმლოებას, რაც მიუწვდომელია მათთვის, ვისაც მოკლე ხედვა აქვს (ჩემზე საუბრობს ეს მოძღვარი smile.gif). ამისათვის ასეთ შედარებას მოვიყვან. მზე არის უდიდესი მნათობი მნათობთა შორის. მასზე თვალის გასწორება შეუძლებელია. იმისათვის რომ მზეს თვალი გავუსწოროთ, საჭიროა შევხედოთ მას ძალიან მუქი შუშით. მსგავსად მზისა, ბიბლიაც ასევე კაშკაშა მნათობია და მას უნდა შევხედოთ მუქი შუშით. ასეთ შუშას წარმოადგენს სწორედ ფილოკალია."

პირველ თავში საუბარია შინაგან ყურადღებაზე, რაც ყოველთვის უფლისკენ უნდა იყოს მიპყრობილიო. ამ შინაგანი ყურადღების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ბიბლიის ნაწილების ძალიან საინტერესო განმარტებები აქვთ მოცემული წმინდა მამებებს.

136 (137) ფსალმუნი როგორ განიმარტება, როცა ნათქვამია "ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს რაც ჩვენ მოგვაწიე! ნეტარია, რომელმან შეიპყროს ჩვილნი შენნი და მიანარცხოს კლდესა!"? (ფსალ. 136:8,9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 10:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი