უცხოეთში მცხოვრებ პატარა ქართველთათვის, იდენტობის რამდენიმე, მნიშვნელოვანი ფრაგმენტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უცხოეთში მცხოვრებ პატარა ქართველთათვის, იდენტობის რამდენიმე, მნიშვნელოვანი ფრაგმენტი |
Georg |
Sep 16 2006, 11:05 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პატარა ქართველთათვის - იდენტობის რამდენიმე, მნიშვნელოვანი ფრაგმენტი იხილეთ საიტზე: http://children.iatp.ge/main_blue.htm
-------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
geoheli |
Feb 19 2007, 02:35 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 18-February 07 წევრი № 1,114 |
ბატონებო და ქალბატონებო, ნუთუ მართლა ასე გადარდებთ უცხოეთში მყოფი პატარა ქართველების ბედი? ძალიან გთხოვთ ნუ დარდობთ იმ პატარებს საუცხოოპირობები აქვთ და რაც მთავარია თავიანთი სამშობლო უყვართ და მშობლიურ ენაზეც კარგად საუბრობენ.
ჩემმა გოგომ უკვე დაიწყო ქართულის წერა და კითხვა (10 წლისაა) რა თქმა უნდა ჯერ ვაცალე ისწავლა სკოლაში ფრანგული და ეხლა სახლში მე ვასწავლი "დედა ენას" და ასეა ბევრი ქართველი. მშობლების შემხედვარე შვილები, რომლებიც გრძნობენ თუ როგორ იტანჯებიან მშობლები უსამშობლოდ, შვილებს ათმაგად უნდებათ და წყურვილი კლავთ ნახონ და ჩაეხუტონ თავინთი "მშობლების" სამშობლოს. ასეა ჩემო კარგებო ასე , მაგრამ აქ მცხოვრებ ქართველებს კი გულს გვიკლავს ის, როცა ვუყურებთ საქართველოს ტელევიზიას, სადაც გვანახებენ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს და პატარა ბავშვებს, აი ერთი მაგალითი ნახეთ აქ: http://www.ertoba.net/forum/forum_posts.as...=101&PN=1&TPN=3 და ამის შემდეგ თქვენ განსაჯეთ რატომ არ არის ეს პატარა ბიჭი ღირსი იმისა, რომ სკოლაში იაროს და რატომ წაართვეს მას ბავშვობის უფლება? საფიქრალი და სატირალი ესაა. ან ამდენი უპატრო ბავშვები ქუჩაში ცხოვრობენ ბიჭები და გოგოები. ეს ხომ მართლა წარმოუდგენელია. საცოდავი ბავშვები , რომლებიც მართლა საქართველოში ითვლებიან, როგორც ბიოლოგიურ ერთეულად და არა ადამიანებად (ბავშვები ეს ხომ საქართველოს მომავალია, ქვეყნის სიმდიდრე)აი ესაა ტრაგედია. მოდით რა ამაზე კი ნუ დავკარგავთ დროს, თუ როგორ ცხოვრობენ ქართველი პატარა ემიგრანტები, არამედ ერთად მოვიფიქროთ რამე და ვუშველოთ ამ გაჭირვებულ პატარებს, რომლებმაც ბავშვობა დაკარგეს დაბადებიდან. www.ertoba.net |
იმერელი |
Mar 7 2007, 04:13 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 99 რეგისტრ.: 5-March 07 მდებარ.: შვეიცარია წევრი № 1,267 |
ბატონებო და ქალბატონებო, ნუთუ მართლა ასე გადარდებთ უცხოეთში მყოფი პატარა ქართველების ბედი? ძალიან გთხოვთ ნუ დარდობთ იმ პატარებს საუცხოოპირობები აქვთ და რაც მთავარია თავიანთი სამშობლო უყვართ და მშობლიურ ენაზეც კარგად საუბრობენ. გეთანხმებით ყველაფერში რაც აქ დაწერეთ. მშობელი ყველაფერს მოიკლებს და თავად სიცოცხლესაც არ დაიშურებს შვილისთვის. ეს ძნელი ასახსნელია. ეს გრძნობაა, ეს დიდი სიყვარულია. ამიტომაც ის ტკივილიც აუტანელია რაზეც დაწერეთ. ღვთის წყალობით ჩვენს პატარებს არ მოაკლდებათ არაფერი. მაგრამ მე ხშირად ვფიქრობ ერთ რამეზე, რასაც ჩვენ ალბათ ვერ მივცემთ ჩვენს შვილებს. ეს მეგობრობაა. ისინი თვითონ აირჩევენ მათ. მე არ მინდა, რომ ჩემი შვილი, რომელიც გაიზრდება და გაიჩენს მეგობრებს, არ ყავდეს ქართველი მეგობარი. რათქმაუნდა ჩვენ აქ ოჯახებით ვმეგობრობთ და ჩვენი შვილები ერთმანეთთან მეგობრობენ, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ ის მაინც სხვაა რამეა. მე პირადად ჩემი მეგობრები ჩემი ბავშობიდან მომყვებიან და მათზე ძვირფასი არ მყავს არავინ. არ მინდა ჩემი შვილები მარტო სხივი სტუმრები იყნენ, მინდა მათაც ელოდებოდნენ საქართველოში მეგობრები, ნამდვილი მეგობრები. ჩემები ჯერ პატარები არიან და არც წერა იციან და არც კითხვა. თუმცა კი ყველაფერი აინტერესებთ და ყველაფერზე მეკითხებიან "ეს ლააა, მაგიკო?". რომ წამოიზრდებიან მინდა რომ გთხოვოთ, თუ მანამდე ვერ დავბრუნდით, მოგვწერონ თქვენმა შვილებმა საქართველოდან თავიანთი პატარა ფიქრები და გრძნობები. ჩვენც გიპასუხებთ და იქნებ იპოვონ ამ პატარა გულებმა ერთმანეთში ნამდვილი მეგობარი. -------------------- უფალო შეგვიწყალე
"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 03:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი