IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სპარსული ლიტერატურა, აღმოსავლეთის მშვენება
ქევანა
პოსტი Apr 16 2010, 04:19 PM
პოსტი #1


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ სპარსული ლიტერატურის შესახებ : )

ჩვენ ყველამ ვიცით რა ქვეყანაა ირანი, ანუ იგივე სპარსეთი, რა ტრადიციების, რა კულტურის მატარებელი ხალხი და რა ისტორიული წარსულის მქონე.

შუა საუკუნეებში ჩვენთან ძალიან იყო გავრცელებული აღმოსავლური თქმულებები, ზღაპრები, ლექსები (ბაიათები, რობაიები).

თეიმურაზ პირველი სპარსულ ენას ბულბულის ენად მიიჩნევდა, და თუმცა მე მოსმენილი არ მაქვს, მაგრამ დამწერლობა კი ნამდვილად ლამაზია, დეკორატიული და ორნამენტული, თითქოს ცალკე დამოუკიდებელი ნახატია და არა მშრალი ანბანური ასო–აღნიშვნა smile.gif


მინდა ამ თემაში სპარსული ლიტერატურის წარმოდგენა დავიწყო ზაჰირ სამარყანდელის "სინდბადნამე"–თი, როცა სახლის ბიბლიოთეკაში ვეძებდი რაღცას, აღმოვაჩნე, რომ საკმაო რაოდენობის ირანული ლიტერატურული ძეგლები მქონია biggrin.gif პლუს ამას დამატებული მე9 კლასში "ვეფხისტყაოსნის" წაქეზებით რაღაც–რაღაც მქონდა წაკითხული და მერე მივიწყებული, ახლა კი დავიწყების ფერფლი მოვაშორე უჯრებს...

"სინდბად–ნამე" მე12 საუკუნის სპარსული ლიტერატურის ერთ–ერთი თვალსაჩინო ძეგლია. როგორც აღნიშნავენ სამი ვერსია ყოფილა: ორი პროზაული და ერთიც ლექსის სახით, ამიტომ პროზაულ ვერსიებს ჰქვიათ დიდი სინდბად ნამე, მცირე სინდბად ნამე. ქართულად თარგმნილი სინდბად ნამე "დიდი სინდბად ნამე"–დან მომდინარეობს.

ეხლა რა არის ეს "სინდბად–ნამე". ესაა იგავ არაკების კრებული, დაახლოებით ისეთი სტილის როგორიც სულხან საბას სიბრძნე სიცრუისა. ძირითადი სიუჟეტური ხაზი არის ასეთი: ფადიშაჰს დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრე ვაჟი შეეძინება, მიაბარებს სასწავლებლად, 12 წელი ვერაფერს ისწავლის, მერე მეფისწულის ჰოროსკოპში ვარსკვლავები დადებითად განლაგდნენ და 6 თვეში ერთი ბრძენი სინდბად შეასწავლის მეფისვაჟს, მაგრამ როცა ფადიშაჰს უნდა წარუდგეს და გამოჩნდეს თუ რა ასწავლა სინბადმა, ამ დროს ჰოროსკოპი ისევ იცვლება და 7 დღის მანძლზე თუ ხმა ამოიღო უფლისწულმა, სიკვდილი არ აცდება, ამიტომ იგი იძულიებულია მამის წინაშე ჩუმად იყოს, სინდბადი კი გაიქცევა დროებით, რადგან მეფის წინაშე ვერ წარდგება თუ მეფისწულმა თავისი ნასწავლი ცოდნა ვერ გამომაჟღავნა. ხოდა იქ არის ერთი ვერაგი ქალი ფადიშაჰის ჰარამხანიდან, რომელსაც მეფისწული შეჰყვარებია, და რადგან ვერ აცდუნა ამიტომ დააბრალებს მეფის წინააღმდეგ შეთქმულებასა და ღალატს და ამ 7 დღის განმავლობაში მეფისწულს იცავენ 7 ბრძენი ვეზირი, უყვებიან რა ფადიშაჰს არაკებს ქალთა ცბიერების შესახებ და პლუს ის ვერაგი ქალი ცდილობს დააწმუნოს ფადიშაჰი თავის სიმართლეში.

ეს არაკები ძალიან საინტერესოა, აქაა ცხოვრებისეული ამბები: უზნეო ადამიანები, სულელები, ჭკვიანები, ცბიერები, ერთგულები, ადამიანური უერთიერთობები.

ხო მართლა, თუ სადმე ნახოთ რომ ესა თუ ის არაკი დაწერილია ფალაურ ენაზეო, ნუ შეშინდებით, ფალაური სპარსულის ერთ–ერთ დიალექტია მგონი.

ხო, რაც შეეხება იგავ–არაკების წარმომავლობას. როგორც წინასიტყვაობაში წერია, ეს იგავები ინდური წარმომავლობისააო, და ერქვა მას "პანჩატანტრა", თვითონ სახელი სინდბად არის ინდური წარმოშობის სიდჰაპატის არაბიზირებული ფორმაო, თუმცა ასე თუ ისე,
ციტატა
საერთოდ, იგავ–არაკთა და თქმულებათა პირველწყაროს დადგენა რთული საქმეა... აღმოსავლეთის ხალხთა ფოლკლორული ურთიერთკავშირი უდავოა. ამიტომ ინდური არაკები არა მარტო მთლიანი კრებულების სახით ვრცელდებოდა მთელს აღმოსავლეთში, არამედ ცალკეული არაკი დამოუკიდებელი სიუჟეტურის სახით შედიოდა ანალოგიურ ლიტერატურულ კრებულებში ანდა აღმოსავლეთის სხვადასხვა ხალხთა ფოლკორში.


ამიტომ მაინდამაინც ნუ ჩავეციკლებით წარმომავლობას, მთავარია რომ ზაჰირ სამარყანდელმა შექმნა ორიგინალური ნაწარმოები : )

და ერთიც, მე სპეციალისტი არ ვარ, მხოლოდ მოყვარული და ძააალიან, აი უზომოდ გამიხარდება თუ რომელიმე სპეციალისტი სიტყვას შეგვაწევს ამ თემაში smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ქევანა
პოსტი Apr 26 2010, 04:46 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ახლა ნიზამი განჯელის დროა smile.gif

რა შემიძლია დავამატო, გარდა მშრალი ბიოგრაფიული ცნობებისა?

ვის არ წაუკითხავს აბა ლეილმაჯნუნი? "მიჯნურსა შმაგი ქვიან არაბულითა ენითა"–ო, სწორედ აქედან მოდის სიტყვა მინჯური–ც.

ტრაგიკული სიყვარულის ისტორია რამდენადმე ჩამოგავს რომეო და ჯულიეტას ამბავს, თუმცა დამოუკიდებელი სიუჟეტია. ბავშვობის მეგობრებს (და თანაშეზრდილებს) ახალგაზრდა ყაისს და მშვენიერ ლეილას უყვართ ერთმანეთი. მეტისმეტმა სიყვარულმა ყაისი შეშლილად აქცია, რის გამოც ლეილას მამამ დაიწუნა სიძედ: "გიჟს შვილს ვერ გავატან და ვერ გავაუბედურებ ჩემს სისხლსა და ხორცსო", ამიტომ ყაისს აეკრძალა ლეილთან ყოფნა. დარდისგან შეწუხებული და სიყვარულისგან შეშლილი ველად გაიჭრა. შორიდან ეტრფოდა, ქმნიდა ლექსებს და უმღეროდა საყვარელი ქალის სახეს. ყაისის მამაც კი ვერ შველის შვილს, არც მეჩეთში ლოცვამ, არც სხვა არ ჭრის მასზე. ლეილს სხვაზე ათხოვებენ, მაგრამ ამის და მიუხედავად, ლეილიც ყაისის ერთგულია. კი ცდილობენ ლეილის მოტაცებას, მაგრამ ყაისი უარზეა.
ბოლოს მათი ამბავი ასე მთავრდება: ლეილი ავად ხდება და კვდება, მის საფლავზე მოდის ყაისი და ისიც სულს განუტევებს.

ნაწყვეტები მახსოვს, ერთი ხანობა ყველაზე საინტერესო ფრაზებს ვინიშნავდი...
"კარგი როდია როდესაც
კაცი სხვის რჩევას არ იგებს,
მაგრამ ვინც მიჯნურს არიგებს,
საქმეს ამაოდ არიგებს.."

ან ეს:
"ბრძენს უთქვამს უნდა ერიდო,
სულ სიცილს უადგილოსო
უადგილომან სიცილმან
ჭირს მოასვლას უადვილოსო"
(კარგად წერია, მაგრამ ეს ჩემზე არ ჭრის და laugh.gif )

მეორე, არანაკლებ საინტერესო პოემაა "ხოსროვშირინი"
ეს არის სასიყვარული სამკუთხედის ისტორია: ულამაზეს ალბანელ ქალს შირინს უიმედოდ უყვარს სასანიდი შაჰი ხოსროვ, თავის მხრივ შირინზე არის შეყვარებული ფარჰადი, შაჰის სასახლის მებაღე.
ბოლოს აფასებს ხოსროვი შირინის სიყვარულს, მაგრამ შირინს ჩააკვდება ხელში და ქალიც თავს იკლავს.

ცხადია, ცალმხრივი სიყვარული ძალიან მტკივენული საკითხია და ხშირად არ მთავრდება ბედნიერად, ანუ აქ იგულისხმება დიდი და ხანგრძლივი ბედნიერი თანაცხოვრება. მაგრამ ნიზამმა უმთავრესი ბედნიერება აჩუქა თავის პერსონაჟებს: მათ შეუყვარდათ.... რადგან სიყვარულის გარეშე ცოდოა ადამიანი.

დანარჩენი მოგვიანებით rolleyes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2025 - 07:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი